x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნებისმიერი ოჯახიდან, ნებისმიერი ბავშვი – შექსპირის ეპოქაში თეატრები ბავშვებს იტაცებდნენ

ინგლისში, ელისაბედ I ეპოქა (რომელსაც ხშირად შექსპირის ეპოქასაც უწოდებენ) თეატრალური ხელოვნების აყვავების ხანა იყო. იმ დროს (XVI – XVII სს.), თეატრალურ დასებში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ხოლო ქალების როლებს – ბიჭები თამაშობდნენ. თუმცა, უახლოეს წარსულამდე, იმაზე არავინ დაფიქრებულა, თუ სად ნახულობდნენ ამ ბიჭებს და როგორ ხვდებოდნენ ისინი სცენაზე?


image


ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ თეატრებში მომუშავე პატარა მსახიობების უმრავლესობა, მოტაცებული იყო, ამ საქმისთვის დაქირავებული ადამიანების მიერ. ამ «დამჭერების», როგორც ისინი თავიანთ თავს ეძახდნენ, მოვალეობაში ლონდონის ქუჩებში ხეტიალი და «ახალგაზრდა ტალანტების» მოძიება შედიოდა. შემდეგ, ამ ბავშვებს თავს ესხმოდნენ და თეატრში მიჰყავდათ, სადაც მათ, ცემის შიშით, როლის დაზეპირებას და სცენაზე გასვლას აიძულებდნენ.

კვლევის შედეგად, ისიც დაადგინეს, რომ ასეთი ქმედება, სავსებით ლეგალური იყო. თავად ელისაბედ I მოაწერა ხელი კანონს, რომლის თანახმად, «ხელოვნების გამო», ოჯახისთვის ბავშვის წართმევა და მისი უმოწყალოდ ცემა შეიძლებოდა, თუ ის ურჩობას გამოიჩენდა და თეატრის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდა. მშობლებს ასეთ სიტუაციაში, მხოლოდ ერთი რამ – ბედთან შეგუება შეეძლოთ.


image


არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახმად, 1600 წელს 13-წლის თომას კლიფტონს «ხელი სტაცეს და წაიყვანეს». მომხდარით შეწუხებულმა მამამ, ყველა გზას მიმართა – თეატრში დადიოდა და მის ხელმძღვანელობას შვილის დაბრუნებას სთხოვდა, იყო სასამართლოშიც... მაგრამ ყველგან, ერთ პასუხს აძლევდნენ: მისი შვილი, ბეჯითად ისწავლიდა როლს და სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებდა, ან მას უმოწყალოდ გაწკეპლავდნენ.

უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, თეატრის მფლობელები ერთმანეთს ეტრაბახებოდნენ, რომ მათ ნებისმიერი ოჯახიდან, ნებისმიერი ბავშვის წამოყვანა შეეძლოთ, თუნდაც ის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ოჯახის შვილი ყოფილიყო.
ფორმალურად, ითვლებოდა, რომ ეს ბავშვები სამეფო კაპელაში მსახურობდნენ. მაგრამ რეალურად, ისინი ქალის სამოსში გამოწყობილნი, მონაწილეობას თეატრალურ დადგმებში იღებდნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირის თეატრი, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენდა. ახალგაზრდა კაცები, რომლებიც იქ ქალების როლებს თამაშობდნენ, ნებაყოფლობითი მოსწავლეები იყვნენ და არა მონები, როგორც სხვა თეატრებში. ცნობილია აგრეთვე, რომ შექსპირის უარყოფითად აფასებდა იმ თეატრების დადგმებს, სადაც «მოპარული» ბავშვები თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, თეატრებში, პროფესია «ბავშვების დამჭერი» საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არსებობდა, როგორც შექსპირის დროს, ისე მისი გარდაცვალების შემდეგაც და «ხელოვნების გამო» ჩადენილმა კანონიერმა უკანონობამ, სიცოცხლე არაერთი ადამიანს გაუმწარა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩვენს "მახლობელ გალაქტიკებში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს"

* ისინი და მეძავები ერთ საფეხურზე იყვნენ – 10 საინტერესო ფაქტი შუა საუკუნეების ჯალათების შესახებ

* უცნაური და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ



0
20
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0