x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
რომელი გაჩნდა უფრო ადრე კვერცხი თუ ქათამი? - მეცნიერებმა პასუხი გასცეს
image

უკვე არა ერთი ათეული წელია საზოგადოებას სურს მიიღოს პასუხი კითხვაზე, (უკვე კომიკურ რიტორიკამდეც დასული)თუ რომელი უფრო ადრე გაჩნდა :ქათამი თუ კვერცხი? თუმცა სანამ უბრალო მოკვდავები პირად საუბრებში ერთმანეთში არკვევენ ქათმის და კვერცხის მარადიულ პრობლემას, ამასობაში მეცნიერები დაძაბულად მუშაობენ და ნამდვილად საყურადღებო კვლევებს ატარებენ.


როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს, ამ მარადიული კითხვისთვის წერტილის დასასმელად, ბრისტოლის უნივერსიტეტის გეომეცნიერთა სკოლამ ჩაატარა ვრცელი ანალიზი, საფუძვლიანად შეისწავლა 29 თანამედროვე ქათმის და 51 გადაშენებული ქათმის სახეობა, როგორც ცოცხლადმშობის, ასევე კვერცხისმდებელის.


კვლევის დროს მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯერ ქათამი გაჩნდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კვერცხების დება. ფაქტია, რომ თანამედროვე ქათმების წინამორბედები რეპტილიები იყვნენ და ისინი, დინოზავრებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდნენ და ყველა ცოცხლადმშობი იყო. მხოლოდ მრავალი მრავალი წლის შემდეგ, რთული ევოლუციური პროცესების შემდეგ გამოჩნდა კვერცხი, როგორც ემბრიონების დამცავი გარსი. და ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შთამომავლობის გადარჩენის საკითხში.






ნანკინის უნივერსიტეტის ექსპერტების თქმით, მყარი ნაჭუჭიანი კვერცხი ხშირად განიხილება, როგორც ევოლუციის ერთ-ერთ უდიდეს ინოვაციად, რამაც რეალურად მისცა ცხოველთა ამ კონკრეტულ ჯგუფს მაქსიმალური დაცვა.




" ამნიონების გაჩენამდე, პირველი ტეტრაპოდები, (ოთხსახსრიანები) რომლებმაც განავითარდნენ თევზის ფარფლების კიდურებისგან, ძირითადად ამფიბიები იყვნენ.


ისინი ცხოვრობდნენ წყალში ან მის მახლობლად, იკვებებოდნენ და მრავლდებოდნენ, როგორც თანამედროვე ამფიბიები, როგორიცაა ბაყაყები და სალამანდრები.


როდესაც ამნიონები გამოჩდნენ დაახლოებით 320 მილიონი წლის წინ, მათ შეძლეს წყლისგან თავის დაღწევა წყალგაუმტარი კანის განვითარებით და წყლიდან დაღწევის კონტროლის სხვა გზებით.


მაგრამ ამნიონებისთვის კვერცხი გახდა მთავარი საკვანძო მონაპოვარი.


ამბობენ, რომ ეს იყო(კვერცხი) „კერძო წყარო“, რომელშიც განვითარებადი ქვეწარმავალი დაცული იყო თბილ კლიმატში გამოშრობისგან და საშუალებას აძლევდა ამნიონს მოშორებოდა ნაპირს და ხმელეთის ეკოსისტემებზე დომინრება დაეწყო"- ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ბენტონი.

1
398
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
398
  
2023, 17 ივნისი, 20:52
სულ პირველი გაჩნდა უკანალი სიდანაც კვერცხი ძვრება.
0 1 1