სამოქალაქო იაპონიაში პირველად 1907 წლის შემდეგ ინტიმურ კავშირზე თანხმობის ასაკი გაიზარდა 2023, 17 ივნისი, 18:04
გუშინ იაპონიის პარლამენტმა მიიღო „ისტორიული“ კანონი, რომელიც არ შეცვლილა 1907 წლიდან, ანუ მისი მიღების შემდეგ. ამის შესახებ წერს გამოცემა The Japan Times-ი.
იაპონიაში სექზე თანხმობის ასაკი ოფიციალურად ცამეტის წლის ნაცვლად ნაცვლად 16 წლიდან დაიწყება. მიუხედავად ამისა, ახალ ცვლილებებში არის გამონაკლისები - არ ისჯება სქესობრივი კავშირი მინიმუმ 13 წლის ბავშვებთან, თუ პარტნიორებს შორის ასაკობრივი სხვაობა 5 წელზე მეტი არ არის. ამასთან, გაუპატიურების შესახებ კანონში, ალბათ, ყველაზე მეტი ევროპული ცვლილება იქნა მიღებული, რამაც შეცვალა მისი კონცეფცია. ადრე იაპონიაში ამას ეძახდნენ „იძულებით სქესობრივი კავშირს“, ახლა კი ჰქვია – „სქესობრივი კავშირი თანხმობის გარეშე“. ანუ, ახლა იაპონიაშიც, როგორც ახლახან ჯგუფ Rammstein-ის ფრონტმენთან ტინ ლინდენმანთან მოხდა, გოგონას შეუძლია დაადანაშაულოს მამაკაცი გაუპატიურებაში, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ის იყო მთვრალი ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და იმ მომენტში იგი ვერ ხვდებოდა სურდა თუ არა ინტიმური ურთიერთობა.... ასევე მიღებულ იქნა კანონი, რომელიც კრძალავს ვუაიერიზმს, რაც გულისხმობს სექსუალური აქტების ფარულ გადაღებას ან ფარული ფოტოების გადაღებას ქვედაბოლოს ქვეშიდან. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ გამოცხადებული რეფორმებისკენ სვლა ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რამდენიმე გამამართლებელმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. საუბარია სასამართლოს მიერ გამართლებულ კაცზე, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქალი გააუპატიურა და პატიმრობიდან გათავისუფლებულ კაცზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში თინეიჯერ ქალიშვილთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა ინტიმურ კავშირს. ამ კანონის მიღებამდე, იაპონიას ჰქონდა სექსზე თანხმობის ყველაზე დაბალი ასაკი განვითარებულ ქვეყნებს შორის. როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამომავალი მზის ქვეყანაში ბევრი ვიზუალურ-ვირტუალური ეროტიზმია და ამის ფონზე სულ უფრო ნაკლებია რეალური სექსი. ზოგს საერთოდ არ სურს ურთიერთობა.იაპონიაში ძალზე დიდი რაოდენობით არიან მარტოხელა მამაკაცები და ქალები. მათ, ვინც ურთიერთობა არ სურს, „ბალახისმჭამელებს“ უწოდებენ. კვლევების მიხედვით, 20-დან 30 წლამდე მამაკაცების ნახევარზე მეტი მარტოხელაა. 20 წელს გადაცილებულთა 61 პროცენტი და 30 წელზე უფროსი ასაკის 70 პროცენტი აღიარებს, რომ „ბალახისმჭამელები“ არიან. ბევრი მათგანი აქტიურად მუშაობს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც მეტსახელად „პარასაიტო სინგურუ“ -ს უწოდებენ (უცოლო-პარაზიტი). "პარაზიტები" - როგორც ჩანს, მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ. ანალოგიური სიტუაციაა ქალებთან მიმართებაში. დიახ, საუბარია იმაზე, რომ ჯერ კარიერის აწყობა და შემდეგ ბევრი ფულის შოვნა უნდათ. როგორც წესი, წარმატებას რომც მიაღწიონ, მაინც არ ქმნიან ოჯახს და არც ურთიერთობაში შედიან. ასევე იხილეთ ამომავალი მზის ქვეყანა არა მარტო უახლესი ტექნოლოგიებით გვაოცებს, არამედ ცხოვრების წესითაც, რომელიც რადიკალურად განსხვავდება თუნდაც ევროპულისგან. ეს შეეხება გართობის სფეროსაც.არავისთვის საიდუმლო არაა, რომ იაპონიაში საკმაოდ განვითარებულია სექს-მოსახურეობის ინდუსტრიაც. სკანდალური სატელევიზო ს... 171 2-ს მოსწონს
|