x
როგორ ''დავკეროთ'' ქალი
ზოგადად, ქალი ძალიან განსხვავებული არსებაა დედამიწაზე მყოფ სხვა სულიერებს შორის, თუმცა სუსტი წერტილი ყველას აქვს და მისი გამოყენება სულაც არ არის აკრძალული:) მოკლედ, ყველა ქალი, პირველ რიგში, ქალია და პირველ რიგში, სწორედ მისი მგრძნობიარე ბუნება უნდა ამოვიღოთ სამიზნეში:)

1) პირველი წესი, არასოდეს გადაამლაშოთ! ქალს მართალია, უყვარს სითბო, მაგრამ ბევრად მოსწონს იყოს მეორე(თვლის, რომ ძლიერი მამაკაცი ყავს გვერდით), ამიტომ ზედმეტად ნუ გაანებივრებთ ნურც ყურადღებით და ნურც ძალიან მკაცრად მოექცევით, ყველაფერი ზომიერად(ნუ, სასურველია ცოტ-ცოტა და ხშირად:))

2)ხშირად შეაქეთ სახეგაბადრულმა, უთხარით კომპლიმენტები, მაგრამ შეეცადეთ ეს კომპლიმენტები რეალობას 10%_ით მაინც ემთხვეოდეს:)))

3)ყოველთვის როდესაც მასთან მყოფი დაინახავთ სხვა ქალს, თვალების ცეცებას ნუ მოჰყვებით, პირიქით, ხელი ჩაჰკიდეთ თქვენს გოგოს, ჩაეხუტეთ და მის თვალში თქვენ ბევრად უფრო ამაღლდებით(თქვენ კი მის ზურგს უკან შეგიძლიათ გამვლელი ქალების თვალიერება:)))


4) გააკეთეთ ისე, რომ არასდროს გამოგიჭიროთ თუნდაც ელემენტარულ ტყუილშიც კი, ილაპარაკეთ ცოტა და რასაც იტყვით ჰაერში ნუ გააბნევთ:)

5)ხშირად მოეფერეთ ისე, თითქოს პატარა ბავშვი იყოს, ასევე ამის პარალელურად მიუთითეთ მის ქალურ ღირსებებზე, რომ ის ლამაზია, რომ მას ასეთი კარგი ფეხები აქვს და ა.შ:)მაქსიმალურად ეცადეთ პირველი სჭარბობდეს მეორეს, აუცილებლად:)

6)იყავით ბოლომდე თვითდაჯერებულები და გჯეროდეთ, რომ შავი თეთრია, იყავით გაბედულები და ზოგჯერ თავხედებიც და დამიჯერეთ, ეს რეალურად მუშაობს:)

წარმატებებს გისურვებთ და დროებით გემშვიდოდებით:)მომდევნო სტატია_ როგორ "დავკეროთ" კაცები:))))

5
670
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ჭინკა
ჭინკა
670
  
2013, 22 ივნისი, 10:16
გეთანხმები,ჭკვიანი ქალი არ წამოეგება,მაგრამ სადაა ჭკვიანი ქალი?:D უმეტესობა მაინც გულს ვემორჩილებით
2013, 31 მაისი, 23:48
ჭკვიანი ქალი ასე იოლად ვერ წამოეგება ამგვარ ანკესზე, რამდენადაც ვიცი თუ კაცს არ აინტერესებს ქალი, როგორც ქალი, მაშინ მასთან ურთიერთობას გაურკვეველი დროთ ვერ შემოფარგლის, ასე რომ კაცი თავისი სუსტი ნებისყოფის გამო მაინც ჩაიჭრება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქალი თუ ჭკვიანიათქო, თორემ ჩურჩუტი ატირებულუ ქალების მეტი რა მინახია.
2013, 25 მაისი, 22:18
ძალიან:D
2013, 2 აპრილი, 2:26
რა გულის ამაჩუყებელია :D:D
2012, 4 ოქტომბერი, 21:04
+++++++++
0 1 5