შოუბიზნესი
ქალღმერთები არსებობენ: 10 ლამაზმანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
2023, 17 ივნისი, 17:31
შეუძლებელია იყო ყველასთვის მომხიბვლელი და ლამაზი. სილამაზის "ქართულ" სტანდარტებს იაპონია და სამხრეთ კორეა არ აღიარებს, ხოლო ისრაელელი ქალები ფილიპინებზე მიმზიდველად სულაც არ ითვლებიან. პრეფერენციები და სილამაზის შეფასების უნარი კულტურის ფონზე ყალიბდება, ამიტომ ძნელია ყველას ერთდროულად მოეწონო. მხოლოდ ამ ათ ლამაზმანს შეუძლია ნებისმიერი ხალხისა და ერის წარმომადგენლის მოხიბვლა. მათში ყველაფერი უნიკალურია – გასაკვირი არ არის, რომ ბევრი მათგანი ცნობილი მოდელი და მსახიობი გახდა. თავად დარწმუდით რომ ქალღმერთები დედამიწაზეც არსებობენ.
ნანაო არაი
ეფექტურმა ნანაომ სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. გოგონა დამაჯერებლად იმარჯვებდა პრესტიჟულ სილამაზის კონკურსებში და დიდი ხნის განმავლობაში იაპონური ტაბლოიდური გამოცემების მთავარი სახეც იყო.
ქეროლაინ ვინბერგი
ქეროლაინ ვინბერგმა კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო - გოგონა თავიდან მოდელობას და მსახიობობას ერთმანეთს უთავსებდა, თუმცა მისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითი გასართობი იყო, რადგან ლამაზმანი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, და მხოლოდ მაშინ როდესაც ჰორიზონტზე მსხვილ მსოფლიო ბრენდებთან კონტრაქტები გამოჩნდა, ქეროლაინი მთლიანად მოდის სამყაროში გადაეშვა.
ოლივია უაილდი
მსახიობი ამერიკაში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით ირლანდიელები იყვნენ. ოლივიამ ბავშვობა დუბლინის შემოგარენში გაატარა, სადაც სამსახიობო ოსტატობასაც დაეუფლა.
კრისტინა მოუსტაკა
საბერძნეთში კრისტინა მოუსტაკას სახელი ყველასთვის ნაცნობია - ეს გოგონა ჟურნალების გარეკანიდან და სარეკლამო ბილბორდებიდან არასოდეს ჩამოდის. მოდელის ბუნებრივი სილამაზით ყველა აღფრთოვანებულია - ასეთი მონაცემებით ის მსოფლიო პოდიუმსებსაც წარმატებით დაიპყრობდა.
კაროლინა ბელიავსკა
"მის მსოფლიო 2021"-ის სილამაზის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული პოლონელი კაროლინა ბელიავსკა გახდა, გოგონა მოდელობის გარდა, მარკეტინგის საფუძვლებსაც ეუფლება.
მარია გრაცია კუჩინოტა
მარია გრაცია კუჩინოტა არა მხოლოდ ჯეიმს ბონდის გოგონა გახდა ფილმში "მსოფლიოც არ არის საკმარისი", არამედ მან სახელი მშობლიურ იტალიაშიც გაითქვა, როგორც ძლიერმა დრამატულმა მსახიობმა და უნაკლო მოდელმა. იტალიელი ლამაზმანი 54 წლისაა, ნუთუ შესაძლებელია ასეთ სილამაზეს 30-ზე წელზე მეტი მისცე?
ირინა შეიკი
რუს-თათარი ლამაზმანი ჩელიაბინსკის რეგიონიდან მათთვისაც კი ცნობილია, ვინც შოუ-ბიზნესისგან და მოდის სამყაროსგან საკმაოდ შორს არის. ირინა შეიკმა მოდის ინდუსტრია დაიპყრო და ჩვენი დროის ერთ-ერთ საკულტო მოდელად სრულიად დამსახურებულად იქცა.
გალ გადოტი
2004 წელს გალ გადოტი "მის ისრაელის" სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. დღესდღეობით, გოგონა ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა თავისი ებრაული ფესვებით იქაც კი ამაყობს.
შაჰდ ბატალი
შაჰდ ბატალმა მთელს მსოფლიოში სახელი გაითქვა როგორც ყველაზე მოდურმა მუსლიმმა, და ეს ტიტული მან ნამდვილად დაიმსახურა. ბლოგერი ოსტატურად უხამებს ერთმანეთს ჰიჯაბს და სპორტულ ლუქებს და სხვა გოგონებსაც ასწავლის როგორ გამოიყურებოდნენ მოდურად და ელეგანტურად.
მეგან იანგი
მეგან იანგი - "მის ფილიპინებისა" და "მის სამყაროს" ტიტულების მფლობელია. გოგონა შეერთებულ შტატებში დაიბადა, თუმცა ადრეულ ასაკში დედამ ის სამშობლოში, ფილიპინებზე გადაიყვანა, სადაც მალევე სახელიც გაითქვა. ლამაზმანი ერთ - ერთი სატელევიზიო შოუს წამყვანია, რასაც მოდელობასაც და კინოში თამაშსაც წარმატებით უთავსებს.