x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა იყო და როგორ "შეიცვალა" – ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები, რომელიც ბევრს ნამდვილი ეგონა

როგორც განუმეორებელი ექიმი ჰაუსი იტყოდა: «ყველა ადამიანი იტყუება» და რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებენ მას. თანამედროვე მსოფლიო გადავსებულია ინფორმაციით და იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ, ზოგიერთი საიტის მესვეურები არ თაკილობენ და გამოგონილ ამბებს, სიმართლედ ასაღებენ.


image


აქ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ 10 ფოტოსურათს გთავაზობთ, რომელმაც საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტი მიიპყრო... და ყალბი აღმოჩნდა:


დათოვლილი სფინქსიimageimage


ამ ფოტოსურათმა, თავის დროზე, დიდი ხმაური გამოიწვია. სურათის ქვემოთ, წარწერა იტყობინებოდა, რომ ეგვიპტეში, პირველად, უკანასკნელი 112 წლის მანძილზე, თოვლი მოვიდა. სინამდვილეში, დათოვლილი სფინქსის სურათი იაპონიის მინიატიურების – Tobu World Square პარკშია გადაღებული.


ძროხა კაპოტზეimageimage


მანქანაზე წამოწოლილი ძროხის სურათიც, მინაწერით: «ამის ნახვა მხოლოდ რუსეთში შეიძლება», ასევე გაყალბებულია. სინამდვილეში ეს ფოტომონტაჟია და მანქანაზე, მინდორში მწოლიარე ძროხის სურათია დამატებული.


შავი ლომიimageimage


სოციალურ ქსელებში, ამ ფოტოზეც უამრავი კომენტარი დაწერეს! ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს ფერი, ცხოველის გენური მუტაციის შედეგი იყო, სხვები – საერთოდ, ლომის ახალ ჯიშზე საუბრობდნენ... მაგრამ, რეალურად, ალბინოსი ლომი, რომელიც ასევე, ძალიან იშვიათი ცხოველია, შავად არის შეფერილი.


დათვი და ფოტოგრაფიimageimage


ვინც ამ ვაი-ფოტოგრაფის და მისი გუნდის ბედი გულთან ახლოს მიიტანა, შეუძლია დამშვიდდეს. სინამდვილეში, დათვი, დადგმულ კადრზე, ფოტოშოპითაა დამატებული. ფოტოს გადიდების შემთხვევაში, კარგად ჩანს მონტაჟის კვალი.



ოპიუმის საღამო 1918 წელსimage


ფოტოს, რომელზეც «ოპიუმის საღამოა» ასახული, რეალურ სურათად, ასევე ხშირად ასაღებენ. სინამდვილეში, ეს მხოლოდ კადრია ფილმიდან – «Dandy-Pacha», რომელიც ფრანგმა რეჟისორმა ჟორჟ რემონმა გადაიღო.


მარტინ ლუთერ კონგი – «ჟესტი»imageimage


აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგის ფოტოსურათმა, რომელზეც ის უხამს ჟესტს აჩვენებს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაგრამ ეს გამოსახულებაც ფოტოშოპის შედეგია. სინამდვილეში, ის ორი თითით «V»-ს აჩვენებდა, რაც გამარჯვების სიმბოლოა.


ღრუბლიანი ამინდიimageimage


ფუძის მთის თავზე პირამიდის ფორმის ღრუბლები ძალიან ლამაზად გამოიყურება. მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც გაყალბებულია. სინამდვილეში, ღრუბელი მხოლოდ ერთი იყო და მისი «ზედა სართულები» დამონტაჟებულია.


ლენონი და ჩე გევარაimageimage


შეიძლება, ზოგიერთებს კიდეც უნდოდა რომ ეს დუეტი რეალურად შემდგარიყო, მაგრამ ჯონ ლენონს არასოდეს დაუკრავს, ერნესტო ჩე გევარასთან ერთად. სინამდვილეში, ამ ფოტოზე ლენონი ჯგუფის Elephant’s Memory-ს მუსიკოსთან ერთადა გადაღებული.


ყველაზე დიდი ობობაimageimage


არაქნაფობებს (ობობას შიში) შეუძლიათ მშვიდად იძინონ! დედამიწაზე ყველაზე დიდი ობობა ტარანტულაა და ისიც უვნებელია. რაც შეეხება ამ ფოტოსურათს, რომელზეც, თურმე, პლანეტაზე ყველაზე დიდი ობობაა ასახული – მონტაჟია.


კენედის მკვლელობაimage


ამ სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ გარბის, პანიკაში ჩავარდნილი, აშშ-ს პირველი ლედი, ქმრის, ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ. რეალურად, ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ფოტო მხოლოდ კადრია ფილმიდან, ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ.


ხშირ შემთხვევაში, ყალბი ფოტოსურათების ტირაჟირებას, სხვადასხვა სოციალური ქსელებში, მომხმარებლებიც ახდენენ. მაგ., ქვემოთ, უბრალო (არასპორტსმენი) ტურისტების მიერ გადაღებული, შოკისმომგვრელი ფოტოებია.


imageimage


ასე იწონებენ თავს, საკუთარი შესაძლებლობებით, ზოგიერთები. სინამდვილეში კი, ადგილს, სადაც ეს ფოტოებია გადაღებული, Pedra do Telagrafo ჰქვია და რიო-დე-ჟანეიროშია და ის, მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზეა. ეს მხოლოდ ტურისტების ატრაქციონია და იმისთვის, რომ იქ სურათები გადაიღონ, ბევრს რიგში დგომა, საკმაო ხანს უწევს:


imageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩვენს "მახლობელ გალაქტიკებში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს"

* ისინი და მეძავები ერთ საფეხურზე იყვნენ – 10 საინტერესო ფაქტი შუა საუკუნეების ჯალათების შესახებ

* უცნაური და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ



0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0