x
image
თამილა გურაშვილი
გელა ზედელაშვილი: "..მადლობა კურკუმალს, რომ გურჯაანისთვის დრო გამონახა.."

image
"დილით ლილოში გავარდა. კეზერამ ფული გადმოურიცხა, ხეირიანი ფლოსტები იყიდე, ძველები არ მომონს, ლამის ფეხებზე შემოგადნა, თუ ხურდა დაგრჩება, “ნასკებიც'' გამოიცვალეო.



გზაში დააწიეს, გურჯაანში ტრაგედია დატრიალდა, სასწრაფოდ საქმეს მიხედეო.
კიდე კარგი, “ტავარის'' ყიდვა მოასწრო... ეგრევე გადაჯდა კახეთის ტრასაზე თბილისი-გურჯაანი-ჩუმლაყის “მარშრუტკაში'' და 2 საათში ადგილზე იყო.
მიდგა-მოდგა, სიტუაცია შეისწავლა, დაზარალებულ მოსახლეობას მოეგურგურა და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა!
მე კიდე... როგორც კახელს, ეს ამბავი ძალიან მესიამოვნა, ამ ყველაფერმა დამაწყნარა და ნათელი მომავლის იმედი ისევ ჩამისახა... უკვე ვიცი, განადგურებული რაიონი საიმედო ხელშია.
აბა, ერთი რამე გაბედეთ... რამე ისე არ გააკეთოთ, როგორც ქართველ ხალხსა და მის ბელადს სურს!
ოღონდ! აი, აქ კი მომეძალა ერთი “ოღონდ''... მე პირადად ძალიან მეწყინა, რომ ამ ძლევამოსილმა და სიკეთით გამსჭვალულმა ადამიანმა დატბორილი ხერსონის საქმეც არ აიყვანა პირად კონტროლზე! არა, კონტროლზე კი აიყვანა, მაგრამ მე ვლაპარაკობ პირადზე! მეტიც!
ამას საერთოდ უკრაინის საკითხიც რომ აეყვანა პირად კონტროლზე, დღეს ოკუპანტი პუტინი ეგრე ვერ იბლატავებდა!
კი, ვიცი, მესმის, იქით ლილოში უნდა გაიქცეს საყიდლებზე... აქეთ ნავთლუღში უნდა დადგეს - ჭიჭყინა გაყიდოს... ვაგზალზე ასანტრინა, ხიზილალა და სოკო აიღოს... ვარკეთილის ბაზრიდან ცარიელი “იაშიკები'' წამოიღოს... ხან ისე მოაწვება ხოლმე საქმეები, ვეღარ გაუგია, მტკვარში ისკუპოს, ალაზანში თუ მინგეჩაურში, მაგრამ ვფიქრობ, ხერსონის საქმე მაინც არ უნდა დაეტოვებინა ასე უყურადღებოდ.
და მაინც... მადლობა კურკუმალს, რომ გურჯაანისთვის დრო გამონახა და სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა. აწი აღარაფერსა ვდარდობ!" -წერს გელა ზედელაშვილი
0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0