x
მეტი
  • 03.03.2024
  • სტატია:133635
  • ვიდეო:354903
  • სურათი:507995
ქალი, რომელმაც ერთხელ იცოცხლა და ორჯერ მოკვდა
image

ამას ადასტურებს ისტორია, რომელიც გადახდა 1705 წელს ჩვეულებრივ ქალს, მარჯორი მაკკოლს. მარჯი იყო წყნარი, მოკრძალებული ქალი, რომელიც ცხოვრობდა ირლანდიის პატარა სოფელ ჩერჩ-პლეისში.


დრო რთული იყო, ეპიდემიებმა მთელი ქალაქები გაანადგურა. ეს ბედი გაიზიარა მარჯორიმაც. ინფექციის გავრცელების შიშით „კეთილმა“ თანასოფლელებმა უბედური ქალი კარანტინში მოათავსეს, ცალკე ქოხი გამოუყვეს.


ქალის ქმარი, ჯონი, ადგილობრივი ექიმი იყო და ყველაფერს აკეთებდა ცოლის გადასარჩენად. მაგრამ ამაოდ: ქალი სწრაფად ჩამოხმა და მოკვდა. გულდამძიმებულმა ქვრივმა ის ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალა. ერთადერთ სამკაულთან.ოქროს ბეჭედთან ერთად



ოჯახი ღარიბი იყო და კაცი ცდილობდა ბეჭედის მოხსნას, რათა გაეყიდა და ეყიდა ბავშვებისთვის საკვები. მაგრამ არ გამოუვიდა. ხოლო ჯონს არ არ სურდა მიცვალებულის დასახიჩრება და თითი მოეკვეთა. ბუნებრივია, ცერემონიაზე დამსწრეებიდან ვიღაცამ ბეჭედი შენიშნა. და ჭორი ოქროს შესახებ სწრაფადვე გავრცელდა გაღატაკებულ სოფელში. როგორც კი დაღამდა, რამდენიმე უშიშარი და ხარბი ბიჭი სასაფლაოზე წავიდა, ბეჭდის დასაუფლებლად.


სწრაფად ამოთხარეს საფლავი და გახსნეს კუბო. მაგრამ როგორც კი ერთ-ერთმა მათგანმა სცადა მარჯორის თითის მოჭრა დანით (ბუნებრივია, რომ ბიჭები ასეთ საკითხებში არ იყვნენ გამოცდილები ), ქალმა უცებ გაახილა თვალები და კუბოში წამოჯდა და ქურდებს ცარიელი, უაზრო მზერა მიაპყრო.


ამაყი ნაბიჯით მოჩვენების მსგავსი ქალბატონი - საკმაოდ დაბნეული, მიწით და სისხლით მოთხვრილი წავიდა სოფლის მიმართულებით და დატოვა ქურდები ცარიელ საფლავთან პირდაღებულები.


ამასობაში ჯონი სახლში იჯდა და დამწუხრებული ფიქრობდა მომავალზე, ობოლი ბავშვებზე. როდესაც კარზე ხმამაღალი დაჟინებული კაკუნი გაისმა, მამაკაცს არ გაუკვირდა: თანასოფლელები ხშირად მიმართავდნენ მას დახმარებისთვის, თუნდაც გვიანი ყოფილიყო.


ზღურბლზე გარდაცვლილი მეუღლის დანახვისას, რომლის თეთრი სამოსელი თიხით და სისხლით იყო მოთხვრილი, ექიმმა წამებში უამრავი ემოცია განიცადა და გული გაუსკდა, იგი უცებ მოკვდა.


ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საფლავიდან დაბრუნებულმაქალმა ქმარი დამარხა და შემდეგ ხელახლა გათხოვდა. მას მეორე ქორწინებაშიც ჰყავდა შვილები. რაც შეეხება, როცა მარჯორის დრომ მოუწია, იგი უკვე მეორედ გარდაიცვალა და ახლა უკვე სამუდამოდ.


ჩვეულებრივად გამოგონილი ლეგენდაა?


მკვდრეთით აღდგომის შემთხვევა, რომელიც ახლა მეცნიერებაში ცნობილია როგორც ლაზარეს სინდრომი, შეიძლება მივაკუთვნოთ ჩვეულებრივ მხატვრულ და ქალაქურ ( ამ სიტუაციაში, სოფლის) ლეგენდებს.

image

თუმცა ფაქტია, რომ ლურგანში, ქალაქში, რომლის გვერდითაც ზემოთ აღნიშნული სოფელი მდებარეობდა, ადგილობრივ შანკილის სასაფლაოზე არის ქალის საფლავი შთამბეჭდავი ქვით . რომელზედაც აწერია შემდეგი სიტყვები „მარჯორი მაკკალი. ქალი, რომელმაც ერთხელ იცოცხლა და ორჯერ დამარხეს.


საფლავის ქვა მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში დადგეს. ამის შესახებ ადგილობრივმა ისტორიკოსმა ჯიმ კონვეიმ გაარკვია, რომელიც უჩვეულო შემთხვევით იყო დაინტერესებული.


ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სავარაუდოდ ეს ამბავი მოხდა და აქტიურად განიხილებოდა ხალხში. სწორედ ამიტომ ადგილობრივმა ხელიუფლებამ ამ გზით გადაწყვიტა ორჯერ გარდაცვლილი ქალის ხსოვნის უკვდაყოფა.

image

კონველმა არქივებში იქოთიალა და აღმოაჩინა ცხრა ქალი, სახელად მარჯორი მაკკოლი. აქედან სამი იყო დაქორწინებული მამაკაცზე, სახელად ჯონი. პირველი გარდაცვალების არც ერთ შემთხვევაში არ დაემთხვა ოფიციალურს (1705 წ.). რა არის მიზეზი - ზეპირად გადაცემული მონაცემების დამახინჯება, ჟამთააღმწერლების დაუდევრობა თუ ქალაქური ლეგენდა ახლა უკვე ვეღარ გაარკვევ;

0
496
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0