საზოგადოებრივი შეჭამეს თუ არა, აბორიგენებმა კუკი? – რეალური ფაქტები დიდი მოგზაურის შესახებ 2023, 20 ივნისი, 8:47 კითხვა, იმის შესახებ, თუ რატომ შეჭამეს აბორიგენებმა ჯეიმზ კუკი, ხშირად ისმის, მაგრამ მასზე დამაჯერებელი პასუხი, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს. მიზეზი კი ის არის, რომ აბორიგენების მიერ, კუკის შეჭმის ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. კუკის გემი ინგლისის პორტ–პლიმუთიდან 1776 წ. გავიდა. მისი ექსპედიციის მიზანი, წყნარ და ატლანტის ოკეანეს შორის, ჩრდ–დას. გასასვლელის პოვნა იყო. კუკმა კეთილი იმედის კონცხს შემოუარა, გადაკვეთა ინდოეთის ოკეანე, ეწვია ტაიტს და ახალ ზელანდიას. 1778 წლის 18 იანვრის, მისი გემი ჰავაის კუნძულებს მიადგა და ღუზა, კაუაის კუნძულის, ვაიმეას უბეში ჩაუშვა. ადგილობრივები სანაპიროზე მაშინვე შეიკრიბნენ და თავიანთა ენაზე რაღაცას ყვიროდნენ. სავარაუდოდ, მათ გემი ნანახი არ ჰქონდათ და შამანმა ის ლონოს (სიუხვის, სოფლის მეურნეობის, წვიმების და მუსიკის ღმერთი ძველ ჰავაიზე) საკურთხევლად გამოაცხადა. ბოლოს, ტომის ბელადმა გემზე საკუთარი წარმომადგენლების გაგზავნა გადაწყვიტა. როდესაც ისინი გემზე ავიდნენ, ნანახის გამო ისე შეშფოთდნენ, რომ კინაღამ ჭკუიდან შეიშალნენ: მათ ინგლისელების სამკუთხედის ფორმის ქუდები, ადამიანის თავის ფორმად მიიღეს. კუკმა ერთ-ერთ მათგანს ხანჯალი აჩუქა, რამაც აბორიგენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეკიპაჟს წყალი და საკვები ესაჭიროებოდა და კუკმა ექსპედიციის რამდენიმე წევრი ნაპირზე გაუშვა. ხოლო, მეორე დღეს, კუნძულს თავადაც ეწვია. ის აბორიგენებს შორის, ყოველგვარი დაცვის და იარაღის გარეშე დადიოდა. ადგილობრივები კი, მას ისე ხვდებოდნენ, როგორც ღმერთს. ისინი მიწაზე ეცემოდნენ და საჩუქრად საკვებს და ძვირფასი ხის ქერქს სთავაზობდნენ. თუ სხვაგან, აბორიგენები კუკს ისე ხვდებოდნენ, როგორც უცხო ხალხების ბელადს, ჰავაიელებისთვის ის ღმერთი ლონო იყო, რადგან ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ღმერთი ხალხთან, მცურავი კუნძულით უნდა დაბრუნებულიყო და რადგან გემი ადრე ნანახი არ ჰქონდათ, ჩათვალეს რომ სწორედ ამ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე. გარდა ამისა, ისე მოხდა, რომ კუკის ორივე ვიზიტი, ჰავაის კუნძულებზე, ღმერთი ლონოსადმი მიძღვნილ ზეიმს დაემთხვა, რამაც ადგილობრივებს კიდევ უფრო განუმტკიცა იმის რწმენა, რომ მათ წინაშე, კუკის სახით, მართლაც ღმერთი იყო. ღმერთისთვის თაყვანის საცემად და პატივის მისაგებად, ჰავაის სხვა კუნძულებიდან, ასობით ადამიანი მივიდა. მათ კუკი უხვად დაასაჩუქრეს და სულ მალე, გემი ადგილობრივი პროდუქტით და საჩუქრებით გაივსო. ინგლისელებს, ეს ყველაფერი ძალიან ახარებდათ. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ და ერთობოდნენ. გავიდა დრო, და ამის შემყურე, ადგილობრივებს ეჭვი გაუჩნდათ, კუკის და მისი ამალის ღვთიურობასთან დაკავშირებით... და ერთადერთი რაც მათ უნდოდათ, ის იყო, რომ ისინი მალე წასულიყვნენ, რადგან კუნძულზე საკვების ყველანაირი მარაგი ამოწურული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია მეზღვაურებსაც მიაწოდეს – უთხრეს, რომ მეორე მოსავლამდე, საკვებს ვეღარ მისცემდნენ. 1779 წლის 4 თებერვალს გემმა ღუზა ასწია და ადგილობრივები სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს ინგლისელების გემს, რომელიც მათ ნაპირებს ტოვებდა. მაგრამ, პირველივე ღამეს გემი შტორმში მოყვა და წინა ანძა დაუზიანდა. საჭირო იყო უკან დაბრუნება და გემის შეკეთება. როდესაც გემი ნაცნობ ყურეში შევიდა, იქ აღარავინ დახვდა. შემდეგ გაირკვა, რომ ბელადმა ყურეში შესვლაზე ტაბუ დაადო. ეს ჰავაიზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ზღვის და ხმელეთის მცენარეებს აღდგენის საშუალება ჰქონოდა. ინგლისელები მიხვდნენ, რომ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და ადგილობრივების დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ამ სიტუაციაში, კუკმა ნაპირზე გადასვლა და კუნძულის მეფესთან მოლაპარაკება გადაწყვიტა. ის მისი გემზე მიეწვას და იქ, მძევლად აყვანას იქამდე აპირებდა, ვიდრე პრობლემებს არ მოაგვარებდა. ის იყო მეფე სტუმრობაზე დაიყოლია, რომ გემის მხრიდან, სროლის ხმა გაისმა და კუკი მიხვდა, რომ მძევლის აყვანის გეგმა ჩავარდა... ცოტა ხანში ხმა გავრცელდა, რომ ინგლისელებმა ერთ-ერთი აბორიგენი მოკლეს, როდესაც ის გემთან მეტისმეტად ახლოს მიცურდა. ეს კი, უკვე ომის გამოცხადების ტოლფასი იყო. სანაპიროდან გაქრნენ ქალები და ბავშვები და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის გადმოცემით, ყურის ნაპირთან, რომლის სიახლოვესაც გემი იდგა, 22-დან – 32 ათასამდე შეიარაღებულმა ჰავაიელმა მოიყარა თავი. კუკმა გემზე დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მომხდარის გამო, აღშფოთებული ჰავაიელები, მზად იყვნენ ადამიანი მოეკლათ, რომელიც, სულ ცოტა ხნის წინ, ღმერთად მიაჩნდათ და თაყვანს სცემდნენ. კუკი წელამდე წყალში შევიდა და იმისთვის, რომ კაპიტანი ნავზე უსაფრთხოდ ასულიყო, მეზღვაურებმა სროლა დაიწყეს. კუკს სროლის შეწყვეტის ბრძანების გაცემა უნდოდა, მაგრამ ამ დროს, ერთმა აბორიგენმა მას თავში ხის ხელკეტი ჩაარტყა, ხოლო მეორემ – ზურგში ხანჯალი ჩაარტყა. გემიდან ჩამოსვლის მომენტიდან, ერთი საათის შემდეგ, კუკი გარდაიცვალა. ხოლო, მის ნავში მყოფი, 9 მეზღვაურიდან, ოთხი დაიღუპა, დანარჩენებმა კი, თავს გაქცევით უშველეს. ცოტა ხნის შემდეგ, ნაპირიდან ყველა გაქრა... ხოლო ოფიცრებმა, კაპიტნის და დაღუპული მეზღვაურების ცხედრების დაბრუნება გადაწყვიტეს. ინგლისელებმა ადგილობრივებთან ზავი დადეს, გემი შეაკეთეს და მიცვალებულების გადაცემა მოითხოვეს, რომ ისინი ისე დაეკრძალათ, როგორც საზღვაო წესი ავალდებულებდა. ჰავაიელებმა დაღუპული მეზღვაურები ცხედრები ეკიპაჟს გადასცეს, კუკის გვამის დაბრუნებაზე კი, უარს ამბობდნენ... თუმცა, იმავე საღამოს, გემთან მათი ნავი მიცურდა და რიტუალურ, წითელ მოსასხამში გამოწყობილი სტუმრები გემზე ავიდნენ. ერთ-ერთ მათგანს ხელში ხის ქერქში გახვეული რაღაც ეჭირა და როდესაც ის გახსნა, ინგლისელებს თავზარი დაეცათ. მათ წინაშე, კუკის სხეულიდან აჭრილი, სისხლიანი ხორცის ნაწილები იყო. ამ ფაქტმა, ზოგიერთებს ეჭვი გაუჩინა, რომ ჰავაის კუნძულებზე კანიბალები ცხოვრობდნენ. სინამდვილეში კი, ადგილობრივები კუკის სხეულს ისე მოექცნენ, როგორც ნებისმიერი ბელადის სხეულს მოექცეოდნენ: ტრადიციის თანახმად, ბელადის გარდაცვალების შემდეგ, მისი გვამის ხორცს და ძვალს ერთმანეთისგან აცალკევებდნენ. შემდეგ, ძვლებს ერთად კრავდნენ და ფარულად მარხავდნენ, რომ მისთვის შეურაცხყოფა ვერავის მიეყენებინა. ხოლო, თუ ადამიანი ბელადი და ამავდროულად, დიდად პატივსაცემი პიროვნება იყო, მის ძვლებს, გარკვეული დროის მანძილზე, სახლში ინახავდნენ. ასე მოხდა კუკის შემთხვევაშიც. ის როგორც თავის ხალხში, ისე უცხო ტომელებს შორის, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მისი ძვლები, ტომის ბელადებმა გაინაწილეს და სახლებში წაიღეს. კუკის თავის ქალა – ჰავაის მეფეს გადასცეს, ხოლო სკალპი – ერთ-ერთი ტომის ბელადს ერგო. ამ რიტუალის შესახებ, ინგლისელებმა არაფერი იცოდნენ და კუკის სხეულიდან აჭრილი ხორცის დანახვის შემდეგ, შურისძიება გადაწყვიტეს. ისინი ნაპირზე გადავიდნენ და ვინც შეხვდებოდათ, ყველა მოკლეს... სისხლის გუბეები დადგა კუნძულზე. ამ შედეგი, ბელადებმა ჯ. კუკის ხელის მტევანი, თავის ქალა და ქვედა კიდურების ძვლები დააბრუნეს. მეორე დილით, ინგლისელებმა იალქნები გაშალეს და ჰავაის კუნძულებს სამუდამოდ გაეცალნენ... თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა. 1823 წლის მაისში, ჰავაის მეფე, მეუღლესთან ერთად, დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ექიმს რკინის თავიანი ისარი გადასცა და უთხრა, რომ მის გულში თეთრი ადამიანის, სახელად ჯეიმზ კუკის ძვალი იყო მოთავსებული. 1886 წელს ისარმა ლონდონიდან ავსტრალიაში გადაინაცვლა, სადაც ამ დრომდე ინახებოდა... და ეს ისტორია დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა "კაპიტანი კუკის საზოგადოების" პრეზიდენტის კლიფ ტრონტონის გადაწყვეტილება, ისარში მოთავსებული ძვლის ავთენტურობის დადგენის შესახებ. ცოტა ხნის წინ, დნმ-ის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ისრის ძვლის გულს, კუკთან საერთო არაფერი ჰქონდა. დღეს იმ ადგილზე, სადაც ჯ. კუკი დაიღუპა, ძეგლი დგას. ის გმირულად დაღუპული კაპიტნის საპატივცემულოდ, მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, ინგლისელმა მეზღვაურებმა აღმართეს. არხის სხვა სიახლეები:* 8 დღე მიწის ქვეშ – ცოცხლად დამარხული ჩვილი, რომელიც გადარჩა* ცხოვრების 15 ოქროს წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს* არტეფაქტების კვალდაკვალ – ადამიანი დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ427 3-ს მოსწონს
|