საზოგადოებრივი ისინი და მეძავები ერთ საფეხურზე იყვნენ – 10 საინტერესო ფაქტი შუა საუკუნეების ჯალათების შესახებ 2023, 17 ივნისი, 8:52 1. ჯალათის, ტრადიციული, ნიღბიანი თავსაბურავი მოგონილია. სინამდვილეში, ისინი სახეს არასოდეს მალავდნენ. ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს რომელიმე მეფეს კვეთდნენ. 2. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯალათს, ქორწინების მსურველთათვის, ჯვრისწერის რიტუალის ჩატარების უფლება ჰქონდა. 3. ჯალათის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, სიკვდილმისჯილები ქონება იყო. თავდაპირველად, მათ უფლება ჰქონდათ ის ფული აეღოთ, რაც დასჯის მომენტში, მსჯავრდადებულს ჰქონდა, ხოლო შემდეგ, მათ იმის უფლებაც მიიღეს, რომ ფულთან ერთად, სიკვდილმისჯილის ტანსაცმელიც წაეღოთ. 4. ჯალათს უფლება ჰქონდა, ბაზარში საკვები პროდუქტები, უფასოდ აეღო. ეს უფლება მათ იმიტომ მიანიჭეს, რომ ბევრი, მათთვის რამის მიყიდვაზე და თავმოკვეთილი ადამიანის ფულის აღებაზე უარს ამბობდა. 5. ჯალათს შეეძლო ეგზორცისტული ანუ სხეულიდან სულების განდევნის რიტუალის ჩატარებაც. საქმე იმაშია, რომ შუა საუკუნეებში, სხეულიდან ბოროტი სულის განდევნის, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ხერხად — წამება ითვლებოდა. ხალხს სჯეროდა, რომ სხეულისთვის ტკივილის მიყენებით, იქ ჩაბუდებულ დემონს, მის დატოვებას აიძულებდნენ. 6. ეკლესიაში ჯალათი, კარებთან, ყველას ზურგს უკან უნდა მდგარიყო. ხოლო ზიარებაზე — სულ ბოლოს მისულიყო. 7. საფრანგეთში ქალი-ჯალათებიც იყვნენ. ლუი IX წმინდას 1264 წ. ბრძანებაში ნათქვამია, რომ «ის, ვინც კანონს დაარღვევდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე სქესის პირის მიერ გაიროზგებოდა. კერძოდ: კაცი — კაცის მიერ, ხოლო ქალი — ქალის მიერ, მამაკაცების დასწრების გარეშე». 8. თუ ჯალათი პენსიაზე გავიდოდა, ან ამ საქმიანობის გაგრძელების სურვილი აღარ ჰქონდა, ის ვალდებული იყო, ქალაქისთვის, თავისი შემცვლელის კანდიდატურა წარედგინა. 9. საზოგადოებაში, თავისი მდგომარეობით, ჯალათი ისეთივე დაბალ საფეხურზე იდგა, როგორც მეძავი და მსახიობი. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მათთან მიახლოების სურვილიც კი არ ჰქონდათ. 10. ჯალათები, ქალაქის მაცხოვრებლებს, ხშირად უწევდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. ისინი გვამის ცალკეული ნაწილებით და სიკვდილით დასჯის დროს, გამოყენებული ნივთებით ვაჭრობდნენ. მაგ., ისეთი რაღაცეები იყო, როგორიც «დიდების ხელი» (დამნაშავისთვის მოკვეთილი ხელის მტევანი), თოკის ნაწილი, რომელზეც სიკვდილმისჯილი ჩამოახრჩვეს და ა. შ. ამგვარი ნივთები, ხშირად გამოიყენებოდა, იმ დროს, ევროპაში გავრცელებულ, ალქიმიკოსების და მაგების რიტუალებში. არხის სხვა სიახლეები:* ჩვენს "მახლობელ გალაქტიკებში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს"* "ცოცხალი იარაღი" საბჭოთა არმიაში, თან – ოფიციალური* უცნაური და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ234 2-ს მოსწონს
|