x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134591
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
ამერიკაში მოწაფეებმა არ ისურვეს სკოლაში ლგბტ ფორმებში მისვლა და პროტესტის ნიშნად მათი პლაკატები ჩამოხიეს
image

ამერიკელ სკოლის მოსწავლეებს უთხრეს, რომ ლგბტ დღესასწაულზე ცისარტყელას ფერებში გამოწყობილ ტანსაცმლით მისულიყვნენ. თუმცა მოწაფეებმა ეს არ ისურვეს. ამის შესახებ წერს CBC News-ი.


მათ ჩაშალეს „სპეციალური“ გაკვეთილი და ჩამოხიეს პლაკატები, რომლებზეც სექსუალური უმცირესობის ციტატები იყო დაბეჭდილი. მომხდარს ადგილობრივი ხელისუფლება იძიებს.


ინციდენტი Marshall Symonds High School-ში მას შემდეგ მოხდა, რაც ადმინისტრაციამ აიძულა მოწაფეები ლგბტ დღესასწაულზე Pride month-ზე ცისარტყელას ტანსაცმლით მისულიყვნენ.


image

სკოლის მოწაფეების დიდმა ნაწილმა "განსაკუთრებული გაკვეთილს" საბოტაჟი მოუწყო და დამატებით პროტესტის ნიშნად ცისარტყელას ფერების ნაცვლად ბავშვები ამერიკის დროშის ფერებში გამოწყობილები გამოცხადდნენ სკოლაში და ჩამოხიეს რამდენიმე პლაკატი, რომელზეც ლგბტ მოაზროვნეების ციტატები ეწერა.


ვიღაცამ დაიყვირა "ჩემი ნაცვალსახელი არის აშშ" და თითქოს ძალიან შეაშინა სხვა მოწაფეები.


ახლა მომხდარს ადგილობრივი ხელისუფლება იძიებს, ხოლო მასწავლებელები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.


ქალაქის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო რამდენიმე დღეა ვერ იძინებს და საკრებულოში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ქვეკომიტეტის აღდგენას მოითხოვს.


ნენსი ბონასერამ, Burlington Equity Coalition-ის თანათავმჯდომარემ, განაცხადა, რომ მოწაფეებს მოუწოდეს ცისარტყელას ფერები ეტარებინათ 2 ივნისს "სიამაყის თვის"(Pride month-) აღსანიშნავად.



„ჩვენ ვთქვით, რომ ყოველგვარი პირდაპირი და კონკრეტული ქმედებების გარეშე, ეს ინციდენტები კვლავ განმეორდება და გაძლიერდება“, - განაცხადა ბონასერამ.

შეგახსენებთ, ამ თვის დასწაყისში ამერიკაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში სკოლის მოწაფეების მშობლებმა გააპროტესტეს ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნად დაწესებული ე.წ. Pride month, ასობით ადამიანი შეიკრიბა სკოლის შტაბ-ბინის ავტოსადგომზე, სადაც მხარდამჭერებმა და ოპონენტებს შორის დაიწყო ხელჩართული ბრძოლა.


აქციის ზოგიერთ მონაწილეს ეცვა მაისურები, რომლებზეც ეწერა "დაანებეთ ჩვენს შვილებს თავი"


1
499
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
499
  
2023, 14 ივნისი, 16:08
სურვილის წინააღმდეგ რაიმეს კეთებას ძალადობა ეწოდება,ხოდა ახლა ვინ არის მოძალადე? ბავშვს არ უნდა ჩაცმა რაღაცის და რატო აძალებენ? ტრამპი უნდა ამერიკას,თორე ამობრუნდა ჯეფერსონი საფლავში
0 1 1