x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უცნაური და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ

ადამიანის თავის ტვინი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და ამიტომ, თანამედროვე მეცნიერებამ, მისი საფუძვლიანად შესწავლა ვერ მოახერხა. ასე, რომ, თავის ტვინი, ჩვენი სხეულის ყველაზე მთავარი და ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანოა. ის გამოცანაა, რომლის ამოხსნას, უამრავი ცნობილი მეცნიერი, დღემდე ცდილობს.


image


ქვემოთ კი, მოცემულია 60 ფაქტი, ამ მნიშვნელოვანი ორგანოს და მისი მუშაობის შესახებ, რომელიც კორექტირებას აღარ საჭიროებს:


1. ადამიანის თავის ტვინის საშუალო წონა – 1300 გრამია.
2. ადამიანის ტვინი 60% ცხიმებისგან შედგება. ამიტომ, ის ორგანიზმის ყველაზე ცხიმიანი ორგანო არის.
3. პატარასთან მუდმივი საუბარი და მათთვის წიგნების კითხვა, ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას.
4. მამაკაცის ტვინი ქალის ტვინზე უფრო დიდია და ეს ფაქტია! მაგრამ, ქალის ტვინში უფრო მეტი ნეირონული უჯრედი და კავშირები არის. ამასთან, უფრო სწრაფად და ეფექტურადაც მუშაობს. ქალები ინფორმაციას უფრო ემოციურად ამუშავებენ და ამისთვის, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს იყენებენ, ხოლო მამაკაცები, მარცხენას – ტვინის «ლოგიკურ ნაწილს».
5. სხეულის მარცხენა მხარეს, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მართავს, ხოლო, მარჯვენას – ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს.


image

6. როგორც ტომოგრამამ აჩვენა, ბავშვის ტვინს, რომლებსაც 5 წლის ასაკამდე, ორ ენას ასწავლიდნენ, განსხვავებული სტრუქტურა აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ზრდასრულ ასაკში, ამ ადამიანების ტვინის ნაცრისფერი ნივთიერება უფრო სქელია, ვიდრე მათი, ვინც მცირე ასაკში, მხოლოდ ერთი ენა ისწავლა.

7. თუ გინდათ, რომ პატარას უცხო ენა სრულყოფილად და მარტივად ასწავლოთ, ძიძა–რეპეტიტორი დაიქირავეთ, რომელიც ბავშვს გამუდმებით უცხო ენაზე დაეკონტაქტება.
8. სიფხიზლის პერიოდში, ტვინს შეუძლია 10-23 ვტ. ელ. ენერგიის გამომუშავება, რაც პატარა ნათურის ასანთებად საკმარისია.
9. როგორც ნიუ-ორკში, სტუდენტებზე დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, კვება პირდაპირ კავშირშია თავის ტვინთან. სტუდენტები, რომლებიც ისეთ საკვებს იღებდნენ, რომელშიც კონსერვანტები, საღებავები და ხელოვნური არომატიზატორები იყო, IQ ტესტი 14% უარესად დაწერეს, ვიდრე მათ, ვის საკვებშიც ქიმიური ნივთიერებები არ იყო.

10. ჰარვარდში არის თავის ტვინის ბანკი, სადაც კვლევისათვის, 7 000 ადამიანის ტვინი ინახება.

11. ჩვენი ტვინის მეხსიერების მოცულობა, დაახლოებით, 3-დან – 1000-მდე ტერაბიტია (1024 გიგაბაიტ). შედარებისთვის, ბრიტანეთის ნაციონალური არქივის მთელი მოცულობა – 70 ტერაბაიტია.

12. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაირკვა, რომ ადამიანის ტვინს წინასწარმეტყველების უნარი გააჩნია.
13. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის მასა, ადამიანის მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ის ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჟანგბადის 20% ითვისებს.
14. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ტვინი მაშინ უფრო მეტად და აქტიურად მუშაობს, როდესაც ადამიანს სძინავს, ვიდრე მაშინ, როდესაც ფხიზლობს და აქტიურად საქმიანობს.
15. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანს IQ, მით უფრო მეტ სიზმარს ხედავს ის, ღამის მანძილზე.
16. თანამედროვე კვლევის თანახმად, ჩვენს ორგანიზმში ნერვული უჯრედები, მთელი ცხოვრების მანძილზე იქმნება. ადრე თვლიდნენ, რომ მათი რიცხვი, ასაკის მატებასთან ერთად მცირდებოდა და აღდგენა აღარ ხდებოდა.
17. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე, ჩვენს სხეულში, განსხვავებულია და ის ნეირონის სახეობაზეა დამოკიდებული. სიჩქარის დიაპაზონი – 0, 5-დან – 120 მ/წმ-მდე მერყეობს. საპენსიო ასაკისთვის, ინფორმაციის სიგნალის გადაცემის სიჩქარე 15%-ით მცირდება.
18. თავის ტვინის ყველაზე სწრაფი განვითარება 2-დან – 11 წლამდე ასაკში ხდება.
19. ტვინს არ შეუძლია ტკივილის შეგრძნება, რადგან მას ტკივილის შეგრძნების რეცეპტორები არა გააჩნია.

20. მუსიკა აადვილებს სწავლის პროცესს. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მსუბუქი ფონური მუსიკა – კლასიკური მუსიკის სახით.


image


21. ძილის ნაკლებობა აუარესებს დამახსოვრების უნარს და ეს ფაქტია. უძილობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე, აუარესებს აზროვნების პროცესს და რეაქციებს ანელებს.

22. ზრდასრული ადამიანის ტვინი 100 მილიარდამდე ნეირონს (ნერვული უჯრედი) შეიცავს. ხოლო, ყოველი ასეთი უჯრედი, 20 ათას მსგავს უჯრედთან არის კავშირში. ახალი ნეირონული კავშირები მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანი რამის დამახსოვრებას ცდილობს.
23. ადამიანის ტვინი სხეულის მასის 2% შეადგენს, ხოლო სპილოს ტვინი, მისი მასის 0, 15% არის.
24. ტვინის სისხლის მიმოქცევის პრობლემის (მაგ., ინსულტი) შემთხვევაში, 8-10 წამში, ადამიანი გონებას კარგავს.
25. ჟანგბადის გარეშე, ტვინს 4-6 წუთის მანძილზე შეუძლია გაძლოს, 5-10 წუთის შემდეგ, მასში შეუქცევადი დესტრუქციული ცვლილებები იწყება, ანუ ტვინი კვდება.
36. ჩვეულებრივ, ადამიანისთვის, უფრო ინტენსიურია ის მოგონებები, რომელიც არომატს უკავშირდება, რადგან მასთან ძლიერი ემოციები არის დაკავშირებული.

37. ალკოჰოლი არ მოქმედებს მეხსიერებაზე და არ იწვევს სკლეროზს. როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით სასმელს იღებს, მისი ტვინი დროებით კარგავს დამახსოვრების უნარს. ამ მდგომარეობაში, მან, შეიძლება, საკუთარი დედაც ვერ იცნოს.

38. დავიწყება — ძალიან სასარგებლოა თავის ტვინისთვის: უსარგებლო ინფორმაციის წაშლა, ნერვულ სისტემას, მოქნილობის შენარჩუნებაში ეხმარება.
39. ადამიანის გენების ნახევარი თავის ტვინის სტრუქტურას აღწერს, ხოლო მეორე ნახევარი — დანარჩენ ორგანიზმს.
40. 2015 წელს, მსოფლიოში, სიმძლავრის მიხედვით, მეოთხე კომპიუტერს 40 წუთი დასჭირდა, ადამიანის თავის ტვინის აქტივობის 1 წამის იმიტირებისთვის. როგორც ამერიკელი გამომგონებელი რეიმონდ კურცვეილმა აღნიშნა, კომპიუტერის გამოთვლითი სიმძლავრე, თავის ტვინის სიმძლავრესთან, მხოლოდ 2025 წელს შეძლებს გათანაბრებას.


image


41. იმ შემთხვევაში, თუ ქირურგიული ჩარევის გზით, ადამიანს ტვინის ნახევარს ამოკვეთენ, ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს მის ჯანმრთელობაზე, აზროვნებაზე და მეხსიერებაზე.
42. ადამიანს გემოს რეცეპტორები, მხოლოდ პირში კი არა, თავის ტვინშიც აქვს.
43. შოკოლადის სუნი ააქტიურებს თავის ტვინის ტეტა-რიტმს, რაც ნერვული სისტემის დამშვიდებას იწვევს.
44. მუსიკაც ისევე დადებითად მოქმედებს დოფამინის გამომუშავებაზე, როგორც გემრიელი საჭმელი.
45. დიეტა და შიმშილობა ნეგატიურად მოქმედებს თავის ტვინზე. მეცნიერთა მტკიცებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევაში, ტვინი საკუთარი თავის «ჭამას» იწყებს.

46. ოჯახში ძალადობა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ტვინზე. მისი ტვინი ძალადობას ისე აღიქვამს, როგორც ომს, მის წინააღმდეგ.
47. ადამიანის ტვინი 50 წლის ასაკამდე ვითარდება.
48. ბავშვის ტვინი ორგანიზმში არსებული გლუკოზის მარაგის 50%-ს მოიხმარს. ხოლო, იმისათვის, რომ გლუკოზის აღდგენა მოხდეს, ბავშვს ბევრი უნდა ეძინოს.

49. ტვინს 6 წუთი ესაჭიროება, რომ ადამიანის მიერ მიღებულ ალკოჰოლზე რეაგირება მოახდინოს.

50. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალაუფლების ყველაზე სუსტი გრძნობა, ადამიანში, თანაგრძნობის უნარს აქვეითებს.



image


51. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის ღუტუნი. ტვინი ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგან გამაღიზიანებლებზე რეაგირებს.
52. საკუთარ თავში რწმენა, ტვინის ზოგიერთი ნაწილის სტიმულირებას ახდენს.
53. მობილური ტელეფონით ხანგრძლივი საუბარი, თავის ტვინის სიმსივნით დაავადების რისკს ზრდის.

54. თავის ტვინი მყარი არ არის, ის 80% წყლის და სისხლისგან შედგება. ამიტომ, წყურვილის დროს, ადამიანმა თავი მზის სხივებს უნდა მოარიდოს.

55. ნერვული უჯრედები კონებად არის დაჯგუფებული და თითოეული მათგანი, რომელიმე, ერთი ფუნქციის შესრულებაზეა კონცენტრირებული (მაგ., მეტყველება, მხედველობა და სხვა).

56. ადამიანის ტვინს მეათედი წამი ესაჭიროება, რომ გამოსახულება და ხმა გაანალიზოს.

57. როდესაც ადამიანი რამეს უყურებს, ინფორმაციის გადამუშავება, რომელსაც ის მარცხენა თვალით იღებს, მარჯვენა ნახევარსფეროში ხდება, ხოლო მარჯვენა თვალით დანახულის — მარცხენა ნახევარსფეროში.

58. უნებლიე სიცილი მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ და ბავშვები კისკის, 4 თვის ასაკიდან იწყებენ. ასეთი სიცილი გადამდები არის და მისი გაყალბება (ძალით სიცილი), თითქმის, შეუძლებელია.

ზოგადად, სიცილი ყოველთვის გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და მისი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. სიცილის რაოდენობა სხვადასხვა ასაკში, განსხვავებულია და ის, ასაკის მატებასთან ერთად, კლებულობს. მაგ., ჯანმრთელი ბავშვი, 6 წლის ასაკში, დღეში 300-ჯერ იცინის, ხოლო ზრდასრული ადამიანი — 15-30-ჯერ (ღიმილის ჩათვლით).

59. არსებობს ისეთი გაგება, როგორიც «გააზრებული სიზმრებია», რომლის დროსაც, ადამიანი სიზმრებს მართავს. ეს მოვლენა ტიბეტში ჩაისახა და მას «იოგა-ძილი» ჰქვია.

60. ადამიანის თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად მუშაობს, მაგრამ ფუნქციები გადანაწილებული აქვს. მარცხენა ნახევარსფერო ორიენტირებულია რაციონალურ, ანალიტიკურ აზროვნებაზე, ხოლო მარჯვენა — ვიზუალურზე (გარემოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა).


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* მარსელებისთვის დედამიწა სარეზერვო პლანეტა იყო?

* ყველაზე სასტიკი ომი უძველეს დროში, რომელმაც არაერთი ქვეყანა იმსხვერპლა

* რჩევები მეხსიერების გასაუმჯობესებლად – საუკეთესო წამალი, პრევენციაა!



0
187
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0