სხვა დაკარგული ცხოვრება 12 2023, 12 ივნისი, 22:16 -რახდება მშვიდობა გაქვთ? გეგამ ანიკას ნაწყენი თვალებით გახედა და ისე რომ არაფერი უთქვამს ოთახიდა გავიდა.. ლექსოც უკან გაყვა... -რა მოხდა ლევანი მშვიდად გამოვიდა, ვიფიქრე რომ თქვენ საუბრობდით და აღარ შემოვედით... -არ მაპატიებს, შემიძულებს, ამას ვერ გადავიტან ნეტავ მომკვდარიყავი... -კარგი დამშვიდდი, იჩხუბეს? -არა, ერთმანეთი ვერ ნახეს -აბა რა მოხდა? -ლევანი ნასვამი იყო, განადგურებული, ვცადე მისი გაჩერება მაგრამ ვერ შევძელი მითხრა როგორც მე წავართვი მამობის უფლება სხვას ისე წამართვა უფალმა მეცო.. -და ეს გეგამ გაიგონა...კარგი ლილე, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა, რაც ადრე უკეთესი...მაინც ვეღარ დამალავდით -ასე არ უნდა გაეგო.. -მისმინე, ძალა მოიკრიბე, ფეხზე რაც შეიძლება მალე უნდა დადგე, წინ რთული დღეები გველოდება, ეხლა მთავარია კოკოს ისე მივაწოდოთ ეს ამბავი რომ სტრესი არ მიიღოს.. -ახლა გეგას რეაქციის მეშინია, ბავშვთან ხომ არ წავიდოდა...ლევანი ნასვამია ერთმმანეთს რამეს დაუშავებენ...გთხოვ ლექსოს დაურეკე... ანიკამ ლექსოს დაურეკა მაგრამ მან ტელეფონი გათიშა ანდა რა უნდა ეთქვა როცა თავადაც არაფერი იცოდა რა ხდებოდა... -არაფერს მეტყვი, სადამდე აპირებ ასე გიჟივით მანქანით სიარულს?...გეგას არაფერი უთქვამს კიდევ რამოდენიმე წუთი იარა მერე მანქანა კლდის პირას გააჩერა მანქანიდან გადავიდა ნაპირთან მივიდა და ბოლო ხმაზე იღრიალა... "მე მამა ვარ, მამა ვარ გესმით ხალხო" ლექსო მეგობარს მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა... გესმის ძმაო, საყვარელი ქალიდან შვილი მყავს, შვილი რომელიც უჩემოდ გაიზარდა, რა გავაკეთო ეხლა, თვალებში როგორ ჩავხედო? -ყველაფერი მოგვარდება ძმაო..ყველაფერი კარგად იქნება... -ის ნაბიჭვარი გონია მამამისი, რომ არ მიმიღოს? მოვკლავ ჩემი ხელით მოვკლავ, აქამდეც უნდა მომეკლა გეგაამ წასვლა დააპირა მაგრამ ლექსომ არ მისცა უფლება... -აქ მოდი, დებილი ბავშვივით რატომ იქცევი თუ მოკლავ მაგით რას გააკეთებ? ციხიდან შეაყვარებ შვილს თავს?მასე ვერ გახდები შვილისთვის მამა, მამის მკვლელად თუ გინდა დარჩე მის გონებაში სამუდამოდ მიდი... -ვერ ვხვდები ლილემ როგორ შეძლო ასე მომქცეოდა?ჩემი შვილი ჩემს გარეშე გაიზარდა, ვერ ვნახე მისი პირველი კბილი, მისი პირველი ნაბიჯები, მისი პირველი სიტყვა ვერ გავიგონე...როგორ ვაპატიო ეს ყველაფერი ლილეს? შესაძლებელია კი ამის პატიება... -უნდა შეძლო, თუ ვერ აპატიებთ ერთმანეთს დაშვებულ შეცდომებს ამით რა სარგებელს მოუტან საკუთარ თავს?ბრაზობ შვილის გარეშე გატარებულ წლებზე და ეს ბრაზი ისე გაბრმავებს თავად ამბობ შვილის გვერდით ყოფნაზე უარს... -ერთი წამიც არ მინდა გავატარო მის გარეშე... -და მაგას როგორ აპირებ?თუ დედამისს ვერ აპატიებ?დედას შვილს წაართმევ? -რა სისულელეს ამბობ? არ მიცნობ? -კარგად დაფიქრდი, მოთმინებით დაელოდე ლილეს გამოსვლას სისულელე არ გააკეთო, ეტაპობრივად ნელნელა მიაწოდეთ შვილს ინფორმაცია... -ჩემს შვილს ტკივილს არასდროს მივაყენებ, მთელი ცხოვრება რომ მომიწიოს ლოდინი... -ხოდა ძალიანაც კარგი, დამშვიდდი, დაწყნარდი და პირველ რიგში ლილეს დაელაპარაკე.. -არ შემიძლია, მისი დანახვაც კი არ შემიძლია... -მისმინე, ლილეს ადგილას წარმოიდგინე თავი შენ ის მიატოვე... -არ მიმიტოვებია...არ უნდა დაეჯერებინა... -მართლა? -მართლა... -მაშინ შენ რატომ დაიჯერე რომ სიყვარულით გათხოვდა?... -ეგ სულ სხვა, ლილეს ჩემამდე ის უყვარდა... -თავს იმართლებ...არადა სიმართლე ერთია, თქვენ ერთმანეთი ნამდვილად შეიყვარეთ, ერთი ბედისწერა დაგეწერათ იქ ცაში...ერთმანეთი გიყვარდათ მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდით სწორედ ამიტომ არ ხართ ეხლა ერთად... -მისი არაკაცი ქმარიც მართალია? -არა, ის ნამდვილი არაკაცია მაგრამ სიყვარულით შენზე ნაკლებად არ უყვარს...ამბობენ ომში და სიყვარულში ყველა ხერხი გამართლებულიაო... -საყვარელ ადამიანებს არ ტკენენ? -მაგას თუ ხვდები რატომ ბრაზობ ლილზე? -როგორ ახერხებ რომ ტვინი ამომიტრიალო? -კარგად გიცნობ, მთელი ცხოვრება... -ძალიან ვბრაზობ გესმის, ვიხრჩობი, ლილეზე ვბრაზობ... -გაგივლის... ორვე გაჩუმდა, უბრალოდ უმისამართოდ გაჰყურებდნენ ჰორიზონტს... -ნეტა როგორ გამოიყურება?მხოლოდ ხმა ჩამესმის მისი.. -ძალიან საყვარელია..მხიარული და თბილი... -შენ საიდან იცი? -შენც იცი, იმ დღეს ანიკასთან ერთად იყო მაგდონალდში.. ლექსო დაიბნა და გეგას ეგ არ გამოპარვია, ის დღე გაახსენდა ... -იმ დღეს დიდად არ მოვეწონე.. -ნუ სულელობ ბავშურად იეჭვიანა ანიკაზე.. -რამეს მიმალავ? -კი, კიდევ ვნახე რამოდენიმეჯერ ამ ორი კვირის მანძილზე მე და ანიკა ვასეირნებდით.. -შენს და ანიკას შორის რამე ხდება? -არა, რა უნდა მოხდეს იმ ნიკაზეა ყურებამდე შეყვარებული ვერ ხედავ? -ამ ბოლო დროს სულ ერთად გხედავთ და შენც არ შეგიყვარდეს ყურებამდე ეცადე... -რა პრობლემა? -ის პრობლემა რომ ანიკას როგორც შენ ამბობ ის ნიკა უყვარს ყურებამდე...და ეს სიყვარული წლებია გრძელდება და ვფიქრობ რომ არც დასრულდება... არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს რომ ნიკას არ უყვარს და შესაძლოა არც არასდროს შეუყვარდეს... მე ჩემს ძმაზე ვფიქრობ არ მინდა გული ეტკინოს... -თუ არ უყვარს მე რატომ არ მოვწონვარ? -ვის ნიკას?რავი მგონი ჩემი ძმობა საკმარისი მიზეზია...ჭკუით იყავი კარგი? -არაფერი სერიოზული..მართლა შენს ძმობას ვფიცავარ... -ძალიანაც კარგი... -გეგა, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ დამპირდი რომ არ გამიბრაზდები... -მიდი გელოდებოდი როდის გეყოფოდა გამბედაობა... -გეგა რომ შენი შვილი იყო ვიცოდი, უფრო სწორედ ბორჯომში გავიგე, მაშინ ანიკასთან თქვენს გამო ვიჩხუბე არ დამიდასტურა მაგრამ მივხვდი რომ გეგა შენი და ლილეს შვილი იყო... ისევ სიჩუმე ჩამოწვა... -არაფერს მეტყვი? რსი გაგონება გინდა ლექსო შენზეც ვბრაზობ, ანიკაზეც ლილეზე მთელ სამყაროზე ვბრაზობ რადგან ჩემი შვილის გვერდით არ ვარ...მაგრამ მესმის შენიც, ვიცი რომ ჩემთვის მხოლოდ კარგი გინდა... -ვერ გითხარი გეგა რადგანაც ვთვლიდი და ეხლაც ვთვლი რომ ამის თქმის უფლება მხლოდ ლილეს ქონდა... -მესმის ძმაო, ხანდახან იძულებული ხარ გაჩუმდე, აი როგორც მე ვარ ჩუმად ეხლა, სიმართლე ვიცი მაგრამ შვილთან ვერ მივდივარ დავუშვათ გავბედე და მის წინ დავდექი რა ვუთხრა როგორ აუხსნა ეს ყველაფერი... -ცოტაც მოითმინე ძმაო, ყველაფერი დალაგდება ძალიან მალე ჩაიკრავ შენს შვილს გულში... -შორიდან, შორიდან მაინც მინდა დავინახო თუნდაც წამით... -ღამის 12 საათზე ამას ვერ შეძლებ ხომ იცი, წამო ჩემთან წავიდეთ... გამოიძინე დილით ნათელი გონებით დავიწყოთ ახალი ცხოვრება..სხვათაშორის შენ თუ მამა გახდი მე ბიძა გავხდი და მეც ეიფორიაში ვარ... -ჩემი ბიჭი... -აქედანვე გაფრთხილებთ ბიძია აუცილებლად გაათავხედებს... -ეგ არ გაგიჭირდება...შენი დისშვილი ხომ გაგიჟე ეხლა ჩემი შვილის ჯერია? -წავედით... -შენთან არა ჩემებთან წავიდეთ ბებოს და ბაბუს ვახარო მინდა? ლექსოს არაფერი უთქვამს მძღოლის გვერდით სავარძელში მოკალათდა... "ლილეს უთხარი არ ინერვიულოს" გახარებულმა წაიკითხა ანიკამ ლექსოს სმს და ორივემ შვებით ამოისუნთქეს... -ამ ბიჭს სასწაული მაგია აქვს ყველას ტარება შეუძლია მის ჭკუაზე... -ვის? -ლექსოს... -მგონი, სხვანაირად საუბრობ ლექსოზე.. -შენც ნიკა ხარ?არ შეიძლება ადამიანთან თავი კარგად იგრძნო? -რათქმაუნდა შეიძლება, ალბათ მე მომეჩვენა, მაგრამ შენ მაინც ფრთხილად იყავი, ლექსოსნაირი კარგი ბიჭები მარტივად უყვარდებათ. -მე მარტო დებილი ბიჭები მიყვარდება... -ჩემს ძმასს რომ ჩემთან ლანძღავ არაუშავს... -არა, მთავარია სხვასთან არ ვლანძღავ მაგ დებილს.. -გეყოფა ჩემი ძმის ლანძღვათკო გითხარი მე შენ.. ლილემ ბალიში ესროლა სავარძელში გაშოლტილ ანიკას... -მადლობა, მინდოდა ეს ბალიში..ამას მაინც ჩავიხუტებ გულში შენ ძმა არ მეხუტება და.. -სამაგიეროდ ლექსო ხომ გიკრავს გულში... -უიმე, როგორ გავდი ეხლა შენს ძმას, საზიზღარო“ხმა არ გამცე ვიძინებ მე. -არადა გიჟდები ჩემ ძმაზე.. -ლილე... -შენ რა არ გძინავს.. -რაღაც რომ გითხრა მპირდები რომ არ მეჩხუბები? -რა დაშავე... -დამპირდი... -როგორ დაგპირდე როცა არ ვიცი რა დაშავე? -გეგა, გეგას მშობლებს ვაჩვენე...ერთი ამოსუნთქვით მიახარა ანიკამ და ლილეს რეაქციის მოლოდინში გაიტრუნა... -მომიყევი.. -გეგა მე და ლექსომ პარკში წავიყვანეთ, ისინიც იქ მივიდნენ... -მერე? -შორიდან გვიყურებდნენ, მერე გეგამ თვალი მოკრა იას და მასთნ გაიქცა, ჩვენც მივედით, გეგას მამამ ცრემლები ვერ შეიკავა სახე მოგვარიდა, მაგვიანდებაო და გგვეცალა იაც მას გაყვა... -რამდენი ადამიანის ტკივილის მიზეზი გავხდი ჩემი სულელური საქციელების გამო... -დიდი სიხარულის მიზეზიც ხარ, ასე რომ იფიქრო არა... -ვერცერთი მათგანი მაპატიებს დაკარგულ წლებს... -გაპატიებენ, გაპატიებენ და ბედნიერებიც იქნებით, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ... -მადლობა რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობ ... -ჩაიწიე შენთან უნდა დავიძინო.. -მოდი, მოდი ჩემთან მაინც დაიძინე, სხვასთან შანსი არ გაქვს... -ნაკერი რომელ მხარეს გაქვს? უნდა ჩაგარტყა.. -ყველგან, ეგენი კი ნამდვილად მაქვს ბლომად.. ის იყო გოგოებს უნდა ჩაძინებოდათ რომ პალატის კარები გაიღო და ნიკა შემოვიდა წამში ორივე მოფხიზლდა... -ნიკა აქ რატომ მოხვედი მშვიდობაა..რამე მოხდა? მითხარი რომ ყველა კარგადა... -ოჰო, რა გჭირს ლილე რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ერთ ადამიანს შენი ნახვა ისე ძალიან უნდოდა უარი ვერ ვუთხარი და მის გამო ძილიც გავიტეხე... -ვის? შვებით ამოისუნთქა გოგოებმა... -სხვათაშორის შენიც ქალბატონო... -ოჰო ახლა დავიძაბე და სად არის თავად ის? შენ თავზე არ საუბრობ იმედია.... -სურპრიზი...აღიარეთ რომ ყველაფერს მოელოდით ჩემი აქ დანახვის გარდა... -მარო... -როგორ მიხარია ცოცხლებს რომ გხედავთ. -როგორ არ წამოგცდა რომ ჩამოდიოდი... -ასე ხომ სურპრიზი არ იქნებოდა... კიდევ უფრო მაგარი ამბავი მაქვს სამსახურმა ნება დამრთო რომ ონლაინ ვიმუშაო ასე რომ ძვირფასო ანიკა გილოცავ მდგმური შეიძინეთ სამი თვით..მაგრამ არ გადაგიხდი... -აგიტან როგორმე...მაგრამ არამგონია ჩვენი მონატრება იყოს მხოლოდ მიზეზი შენი აქ სამი თვით გადმობარგების.. -ო, ძალიან სიმპატიური მიზეზი მაქვს 192 სანტიმეტრი, ცისფერი თვალებით, გამხდარი, სპორტული აღნაგობის ექიმი... -არ არსებობს, შენ ბიჭის გამო ჩამოდი აქ? -ასეც ხდება ჩემო ლილე... -არადა ეს მე მასწავლიდა ჭკუას... -შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ, მთელი ცხოვრება იდიოტივით არ ვაპირებ უფრო იდიოტის სიყვარულს... -სხვათაშორის მეც აქ ვარ... -შენ რა შუაში ხარ ნიკა? ანიკამ და ლილემ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ, ნიკა მიხვდა რომ საკუთარი თავი გაყიდა და საკუთარი შეცდომის გამოსწორება სცადა... -იქნებ მომირიდოთ და არ განიხილოთ ჩემი თანდასწრებით ბიჭები... -რატომაც არა ვაპირებ პირველი შენ გაგაცნო...წინაღმდეგი ხარ? -არა, რატომ უნდა ვიყო წინაღმდეგი? ნეტავ წლების წინაც ასე მოქცეულიყავით...თორემ ამ ბოლო დროს თქვენზე იმდენ საიდუმლოს ვიგებ ვრწმუნდები რომ საერთოდ არ გიცნობთ..კაი რაც არის არის ქვემოთ ჩავალ ყავას მოგიტანთ.. -ძმაო, ყავას გოგოები ამოიტანენ შენ დარჩი და დავილაპარაკოთ... გოგოები უხმოდ გავიდენ პალატიდან.. ნიკა ადგილიდან არ განძრეულა... -ჩვენი ნიშნობის დღეს გავიგე რომ ლევანს საყვარელი ყავდა არა მარტო საყვარელი შვილსაც ელოდებოდა მისგან...შუა ქუჩაში ვჩხუბობდით მითხრა სანამ ერთ ერთი ჩვენგანი ცოცხალია ჩვენი სიყვარული არ დამთავრდებაო წამით არ მიფიქრია ისე გადავწყვიტე მისთვის სიკვდილი..იმ დღეს გავიცანი გეგა..იმ ღამეს ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო მარტო ერთი რამ მინდოდა ლევანსაც გამოეცადა ის ტკივილი რასაც ღალატი ქვია...ჩემი სისულელის გამო არა მარტო ჩემი გეგას ცხოვრებაც დავანგრიე.ლევანს სიმართლე ვუთხარი, ჩემმა ღალატმა იმდენად გამწარა ჩემზე ხელიც კი ასწია, იმ სისხლის გემოს ეხლაც ვგრძნობ რომელმაც ტუჩის კუთხიდან იფეთქა, მაგრამ მაშინაც და ეხლაც ვთვლი რომ ეგ სილა დავიმსახურე..მასთან ერთად წასვლაზე რათქმაუნდა უარი განვაცხადე..სახლშიც ვერ დავბრუნდებოდი მცხვენოდა თქვენი როგორ მეთქვა ეს ყველაფერი ამასთან ერთად მეშინოდა შენი რეაქციის შენ ვერ იქნებოდი მშვიდად როცა ჩემს დალურჯებულ სახეს შეხედავდი ვერც ჩემს საქცელს მიიღებდი და სწორედ ამიტომ გავჩუმდი... -მე შენი ძმა ვარ, მიყვარხარ და მეყვარებოდი ყველა შენი შეცდომის მიუხედავად, მე შენ დაგიცავდი, ჩემთვის რომ გეთქვა არ გეყვარებოდა სსხვა და სხვა კაცის ცოლი არ იქნებოდი, ნუთუ ასეთი ცუდი ძმა ვიყავი შენთვის, ნუთუ საერთოდ არ გქონდა ჩემი იმედი? -ბრაზმა გონება დამიბინდა ძმაო, გეგამ წამით არ დამტოვა მისი მშობლების სახლში წამიყვნა ანიკაც კი ჩამოიყვანა თავი მარტო რომ არ მეგძნო..ვერც კი მივხვდი როგორ შემიყვარდა, ვთხოვე რომ დამლოდებოდა იმ იმედით რომ ლევანთან ყველაფერს დავამთავრებდი მაგრამ ვერ შევძელი.. მე ლევანზე უარი გეგას გამო კი არა მისი ღალატისთვის ვთქვი მაგრამ ლევანი ვერ შეეგუა ამ აზრს მისთვის არაფერი დამიმალია მაგრამ ლევანს ვერაფერი შევაგნებიე მას მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი რომ ან ერთად ვიქნებოდით ან ერთად დავიხოცებოდით.. შემდეგ გავიგე რომ ორსულად ვიყავი იმითვის რომ გეგა და ჩვენი შვილი დამეცვა გაქცევა გადავწყვიტე მაგრამ ვერ შევძელი.... -რას ამბობ?გეგა ლევანის და შენი შვილი არ არის?მან იცის? -იცის, მან ყველაფერი იცოდა, ისიც იცოდა რომ გეგა მიყვარდა მაგრამ მასტან წასვლის უფლება მაინც არ მომცა..იმ ღამით ლევანმა მაიძულა დამეჯერებინა რომ გეგას პასუხისმგებლობის აღების შეეშინდა და გაიქცა, ის კი ყველაფერის მიუხედავად მზად იყო ჩემს გვერდით დარჩენილიყო შვილი მარტო რომ არ გამეზარდა ფიქტიურად დავქორწინდით...მეც სულელივით დავიჯერე რომ გეგას არ უყვარდი სინამდვილეში კი მან მოსვლა იმიტომ ვერ შეძლო რომ გეგამ ხალხი დაიქირავა და იმდენად ძლიერად აცემია გეგა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს..იმ დღის მერე დაფიცება შემიძლია რომ ლევანს ჩემთვის არაფერი დაუძალებია, ნებით დავრჩი მის გვერდით და გეგას დაბადების შემდეგ ოჯახიც გავხდით, იმდენად გვაღმერთებდა მე და გეგას რომ უბრალოდ მისი მიტოვება ვერ შევძელი... მაგრამ ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ რადგან ვთვლიდი რომ ვერც გეგამ და ვერც ლევანმა ვერ შეძლეს ჩემი ერთგულება..იმდენდ ვერ ვაპატიე გეგას ჩემზე უარის თქმა შვილიც კი დაუმალე ახლა კი ვიგებ რომ მას არ მიუტოვებივარ პირიქით მე მივატოვე ის, როცა გეგა ჩემი მიზეზით სიცოცხლისთვის იბრძოდა მე სხვას გავყევი ცოლად და ესეც არ ვიკმარე და შვილი წავართვი... -ლილე რას ამბობ შენ, არა ეს სიმართლე ვერ იქნება...ჩემი და ასე არ მოიქცეოდა.. -სიმართლეა ძმაო, ყველა სიტყვა სიმართლეა, გეგა ჩემი და გეგას შვილია... ნიკა ატირებულ დას მიუახლოვდა და გულში მაგრად ჩაიკრა... -არ დამტოვო ძმაო, გთხოვ ჩემთან იყავი ძალიან მეშინია.. -განა შემიძლია შენი დატოვება? -გეგამ სიმართლე გაიგო, მეშინია რომ არასდროს მაპატიებს, შვილი რომ წამართვას... -ნუ გეშინია დაო, მე ვესაუბრე მას, ვუყურებდი თუ როგორ იტანჯებოდა შენს გამო, ძალიან უყვარხარ და ვფიქრობ რომ ტკივილს ვერ მოგაყენებს... -მითხარი რომ ჩემზე არ ბრაზობ ძმაო... -მაგის თქმა არ შემიძლია რადგან ტყუილი იქნება, მე შენზე ძალიან ვბრაზობ ვერც იმას გეტყვი რომ ეს სიტუაცია მომწონს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენს გვერდითა არ დავდგები, ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის..მთავარია შენ მიხვდე რა გინდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო... -როცა სიმართლე ვიცი ლევანთან ცხოვრება აღარ შემიძლია.. -ვერაფერს გეტყვი მარტო ერთს გთხოვ ყველაფერი მშვიდად და დაფიქრებულად გააკეთე, ვეცადოთ ნაკლებად ვატკინოთ ჩვენს ახლობელ ადამიანებს გული... -გპირდები ძმაო... -კარგი, ნუღარ ტირი წავალ გოგოებს გავხედავ, ახლა მხოლოდ ანიკა თუ შეძლებს ჩვენს გამხიარულებას... -ძმაო... -გისმენ... -ანიკას გრძნობებს გაუფრთხილდი კარგი... -შენ ხომ იცი რა ძალიან მიყვარს ... -ვიცი..ისევ ისე იზრუნე და გიყვარდეს სიმართლემ არ შეგაშინოს და არ გაიქცე კარგი..თუ ვერ შეიყვარებ როგორც ქალს მეგობრად დარჩი, ვიცი მისთვის რამდენად მნიშვნელოვანია შენი მეგობრობა.. -გპირდები დაო ყოველთვის ვიქნები მის გვერდით.. კარგახანს ისაუბრეს ოთხივემ ერთად გაიხსენეს ამბები ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ანიკას და ნიკას ავიწყდებოდათ გამხელილი სიმართლე წამით მერე ისევ რეალობას დაუბრუნდებოდნენ და ისევ დისტანციას იცავდნენ ერთმანეთთან.. -მარო დაღლილი იქნები, წამო დღეს ჩვენთან გეგასაც ნახავ დილით დედა გემრიელად გასადილებს და მერე ანიკასთან გაგიყვან.. -რატომაც არა ნათლიას ბიჭს ჩავეხუტები და ჩემს დეიდუნას... -ჰოდა წავედით... -მალადეც ასე გვტოვებთ, იქნებ მეც მინდა დილით გემრიელი სადილი... -მეგობრობა მსხვერპლს მოითხოვს შენ ლილეთან რჩები... -მე ვუშვებ..ძალიან მეძინება დილით კი სამივე მოხვალთ და დედაჩემის გაკეთებულ კექსს მომიტანთ... -კარგი ლილემ ნება დაგრთო ასე რომ შენც მოდიხარ.. -მასე არ მინდა გაიბუტა ანიკა... ნიკა მის მუხლებთან ოდნავ დაიხარა და წამში ანიკა ტომარასავით მხარზე გადაიკიდა...ასე შეიძლება? -დამსვი ვირო... -ვირო არა? კარგი თუ ვირი ვარ მაშინ სკვრში რომ შადრევანია იქ დაგსვამ შუა გულში...არა უფრო სწორედ გადაგაგდებ...აშკარად გჭირდება მოფხიზლება.. -აბა გაბედეე... -ვერ გავბედავ? -ვერა... -კარგი შევამოწმოთ... მარო წავედით კარი გამიღე... ორი გიჟი, ეხ ძმაო მე რა გითხარი და შენ რას აკეთებ? იქნებ შენც გიყვარს და ვერ ხვდები? გაიფიქრა ლილემ და თვალი გააყოლა მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებს... ბევრი ეხვერწა მარიმ ორივეს სავადმყოფოში ვართო მაგრამ ვერაფერს გახდა და ბოლოს ხელი ჩაიქნია, ისე დატოვეს სავადმყოფო ენა არცერთს გაუჩერებია...როცა ნიკამ გეზი სკვერისკენ აიღო ეხლა კი მიხვდა ანიკა რომ ნიკა არ ხუმრობდა მაგრამ მაინც არ დანებდა.შადრევანთან მისული ნიკა წამით შეჩერდა მარო იცოდა რომ ამ ორს შორის ჩარევა არ შეიძლებოდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონის კამერა მოიმარჯვა...ამ სანახაობას ვერ გამოვტოვებ ... . ბოლოჯერ კითხა ნიკამ ანიკას მიქონდა თუ არა სიტყვები უკან და როცა ანიკადან სასურველი პასუხი ვერ მიიღო დაქადნება სისრულეში მოიყვანა... -არც ეხლა მიგაქვს შენი სიტყვები უკან... -არა..ახლა ფაქტებზე დაყრდნობით თამამად შემიძლია გიწოდო ვირი... -დიდად მადლობელი ვარ ... -მადლობას მოგცემ მე შენ, ხელი მომკიდე და აქედან ამომიყვანე, სხვარაშორის ასე სველი შენს მანქანაში ჩავჯდები... -საბარგულში ჩაგსვავ... -არაფერიც საჭესთან ვჯდები.. -მგონი აქ დაგტოვებ...მოდი მოდი ნუ იბუსები მომეცი ხელი ამოგიყვანო.. აი აქ შეცდა ნიკა ანამ ხელი ჩაჭიდა თუ არა მთელი ძალით მოქაჩა გამოწვდილ ხელს და ნიკაც წამში წყალში აღმოჩნდა... -არ არსებობს გიყურებთ და საერთოდ არ შეცვლილხართ...ეს ვიდეო ლილეს უნდა ჩაუგდო...ეხლა კი ამოდით ორივე საბარგულში უნდა ჩაგსვათ საჭესთან მე ვჯდები....გასაღები მესროლე მანქანაში დაგელოდებით..ნიკამ გასაღები უსიტყვოდ ესროლა მაროს... წყლიდან ამოვიდა და დასახმარებლად ანიკას გაუწოდა ხელი... -ხარ ღირსი? -კი რადგანაც შენ დაიწყე, არ ჩაგეგდე წყალში და არაფერი მოხდებოდა... -შენ მაიძულე -დამნაშავე სულ მე ვარ... -ნამდვილად, სხვათაშორის ჩემი ტელეფონი არ ირთვება, ამიტომ შენსას ავიღებ... -რატომ ვითომ, მე არ მჭირდება? -გაძლებს ლექსო როგორმე ერთ დილას შენი დილამშვიდობისსას თუ ვერ დაიწყებს? -რატომ აკეთებ ამას? -რას ვაკეთებ? -ათი დღის წინ გითხარი მთელი ცხოვრება მიყვარხართქო და შენ რას აკეთებ?გინდა სინდისი დაიმშვიდო და თავს დააჯერო რომ ჩემს და ლექსოს შორი რამე ხდება?თუ შენ კარგად იგრძნობ თავს ეგრე იყოს..ვნანობ იმ დღეს სიმართლე რომ გითხარი გეფიცები მართლა ვნანობ იმ დღეს ძალიან გამაბრაზე და მაგიტომ გითხარი, გეფიცები, მე შენგან არაფერს ვითხოვ...დაივიწყე, ჩათვალე რომ ის დღე არ ყოფილა და მეც არაფერი მითქვია... ნიკამ ანიკა მკერდში მაგრად ჩაიკრა... -მაპატიე, მართლა ბავშვურად ვიქცევი მაგრამ შემეშინდა, მე შენ ძალიან მიყვარხარ და შენ თუ ჩემს გამო გეტკინება მე კარგად ვერასდროს ვიქნები...მე მართლა არ ვიცი როგორ მოვიქცე შენ რომ გული არ გეტკინოს, შემომხედე შენ მარტთალი ხარ ნამდვილი ვირი ვარ, ჩემი თავი რამ შეგაყვარა? -თავს ნურაფერს აიძულებ, ისე მომექეცი როგორც აქამდე მექცეოდი, ისე გიყვარდე როგორც აქამდე გიყვარდი, არ გაბედო და ჩემი მეგობარი არსად დამიკარგო...მე ვისწავლე როგორ მიყვარდეს შენში ორი ადამიანი ორივე ძლიერად და განსხვავებულად.. -როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო... -წლებმა მასწავლა...წამო წავიდეთ თორე მარო დიდი ხნით არ დაგველოდება და ორივეს ტაქსით მოგვიწევს წასვლა სახლში...ანიკას ხმაში იგრძნობოდა რომ ძალიან ციოდა.. -გცივა? -არა.. -როგორ არა კანკალებ, ხმაც კი გიკანკალებს.. -თუ ხვდები რაღას მეკითხები... -მოდი ჩემთან, ნიკამ ანიკას მხარზე ხელი გადახვია და გულზე მიიკრა...შეიძლება? -შეიძლება...ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ანიკამ... რამდენჯერ ჩაუკრავს ნიკას მკერდში ანიკა მაგრამ ეს ჩახუტება სულ სხვა იყო სხეულში ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა ისიც კი არ ახსოვდა ოდესმე თუ შესცივნია... ნიკა უფრო და უფრო მაგრამ იკრავდა გოგო გულში რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობდა ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა მაგრამ ერთი კი ნათელი იყო რომ ეს ჩახუტება არაფრით გავდა ძველს..მილიონჯერ მაინც ჩაუკრავს გულში ეს პატარა გოგო, როცა პატარები იყვნენ და ეზოში თამაშის დროს ანიკა რომ დაეცემოდა და მუხლებს იტკენდა რამდენჯერ მჯარა მის მუხლებთან, ცდილობდა ჩქარ-ჩქარა შეებერა სული რათა მისთვის ტკივილი გაეყუჩებია, ნეტავ ისევ ბავშვები ვიყოთ, ნეტავ ისევ სულის შებერვით შემეძლოს მისი ტკივილის დაამება... -სად ხართ ამდეხანს? ფიქრებიდან მაროს ხმამ გამოარკვია ორივე, ვერც კი მიხვდნენ რომ უკვე მანქანასთან იყვნენ ანიკა უკანა სავარძელში მოკალათდა ნიკამ საბარგულიდან მოსაცმელი ამოღო და ანიკას მოახურა სახლში მისულებს ეთო ფეხზე დახვდათ.. -დედა შენ კიდევ არ გძინავს? -რა დამაძინებს შვილო როცა ერთი შვილი სავადმყოფოშია მეორე კი ტელფონს არ მაგონებს..თქვენ რა გჭრთ რატომ ხართ სველები, ან ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული... -არაფერი დედა... -როგორ თუ არაფერი... -ეთო მაგათ შეეშვი, ნახე ვინ მოვედი... -ჩემი მარიკო, ჩემი გოგო, როდის ჩამოხვედი როგორ მომენატრე, მოდი აქ კარგად ჩაგეხუტო.. -მეც სიგიჟემდე მომენატრე ჩემო დეიდუნა...გავიგე ჩემმა გოგომ თვალი გაახილა და მე იქ რა გამაჩერებდა...ჩამოვედი და თან სამი თვით... -შემოდით რამეს ცხელს დაგალევინებთ.საჭმელ ხომ გინდა იცი რამდენი გემრიელობები მაქვს....ნიკა შენ ზედა საბაზო გამოიყენე აქ ანიკა შევა ... ჩამოდი ჩაის შენთვისაც გავამზადებ.. -ანიკა ორი წუთი დამელოდე საჭირო ნივთებს მოგიტან... -სხვათაშორის რძლისთვის ვაგროვებ მაგრამ ჩემს შვილს ისევ ჩვიდმეი წლის გონია თავი... -რამეს ლილესას ავიღებდი... - ნუ სულელობ, გამომართვი, მიდი იბანავე თორემ გაცივდები მე ჩაის გაგიმზადებ... -მადლობა..ანიკამ ეთოს ლოყაზე აკოცა და სააბაზანოსკენ გაეშურა... ეთომ მარის წელზე ხელი მოხვია და სამზარეულოში წაიყვანა, გემრიელი კექსიც მაქვს... -როგორ მიყვარს, შენ მე ათ კილოს მომამატებიებ წასვლამდე.. -ცოტა გინდა კიდეც, ზედმეტად გამხდარხარ... -რას ამბობ სამი კილო მაქვს მომატებული.. -მოდი ერთი შემოგხედო, ამაზე სუსტი შესაძლებელია იყოს ადამიანი... -ეთო როგორ მომენატრე... -მეც შენ სულელო გოგო, დედა და მამა როგორ არაიან... -რავი მშვენივრად, ერთი სცენით ცხოვრობს მეორე მხატვრობით, ჩემთვის კი არა ერთმანეთისთვისაც არ რჩებათ დრო... -ორივე რომ ძალიან უყვარხარ ხომ იცი? -ვიცი ეთო, ისიც კარგად ვიცი რომ თამამად შემიძლია მეორე დედა შენ გიწოდო, არაფერ დამვიწყებია რაც ჩემთვის გაგიკეთებია... -მე ყოველთვის ვამბობდი რომ სამი გოგო მყავდა...ლილე, შენ და ანიკა...სადაც არ უნდა იცხოვრო სანამ ცოცხალი ვარ იცოდე რომ აქ საქართველოში სახლი გაქვს და ოჯახი გყავს... -მადლობა ეთო, მე ყოველთვის ვგრძობდი თქვენს დიდ სიყვარულს... აბაზანიდან გამოსულ ანიკას ნიკა შეფეთა წინ... -ეს რა გაცვია სასაცილოდ გამოიყურები... -მოკეტე ეთომ მომცა...არ გაიცინო თორემ მოგკლავ...სხვათაშორის შენი ცოლისთვის ქონდა ნაყიდი... -უნდა ვკითხო ერთი შვილიშვილები არ უნდა? -რას სულელობ? -რავი პატიმარს გავხარ მაგ პიჟამოებში... -გეყოფა.. -კარგი ხო არაფერს ვამბობ, წამო ჩაი დავლიოთ საშინლად მეძინება... ჩაი დალიეს ისაუბრეს და დასაძინებლად ოთახებში წავიდნენ.. ზუსტად ხუთ წუთში მარის ტკბილად ეძინა ანიკამ კი ვერა და ვერ მოახერხა დაძინება რამდენჯერ თვალს დახუჭავდა გონებაში მხოლოდ ერთი კადრი ტრიალება როგორ ეკვროდა მისი და ნიკას სხეულები ერთმანეთს, რას არ გაიღებდა ანიკა რომ შეძლებოდა თუნდაც ერთ დილას მზე ამოსულიყო და ამ მკერდზე თავდადებულს გაღვიძებოდა... რამდენჯერ უძინია ამ სახლში მაგრამ ახლა სუნთქვა ეკვროდა ახრჩობდა იმაზე ფიქრი რომ ნიკას ორი ოთახის იქეთ ეძინა მას კი მასთან მიახლოების უფლება არ ქონდა... მხოლოდ ანიკა არ იყო ვისაც ძილი არ ეკარებოდა... არ ეძინა იმ ღამეს არც ნიკას მაგრამ ის ამის მიზეზს ვერ იაზრებდა ან უბრალოდ არ უნდოდა აღიარება რომ მისი ფიქრებმა ანიკაზე სხვა მიმართულება მიიღეს... იმ რამეს არ ეძინა არც გეგას ათასნაირად წარმოიდგინა შვილთა შეხვედრის სცენა.. მთელი ღამე გაათია იამაც ქმართან საუბარში, გეგასთვის ოთახიც კი გამოყვეს სახლში და ავეჯიც კი შეარჩიეს შვილიშვილის ოთახისთვის... ორივეს თვალწინ გეგას არამქვეყნიურად ბედნიერი სახე ედგათ როცა მშობლებს ახარა რომ შვილი ყავდა... გამთენიისას ტირილში ჩაეძინა ლილესაც...ბევრჯერ სცადა დაერეკა გეგასთვის მაგრამ ვერ გაბედა... დილიდან უამრავი ხალხი ირეოდა ლილეს პალატაში ლილემ მისი გადამრჩენელი დათა და ლიკაც გაიცნო... უამრავი ხალხი ირეოდა მაგრამ ის ვისაც ლილე ელოდა ის არსად ჩანდა... სამმა დღემ გაიარა ამ მოლოდინში გეგა გი არსად ჩანდა ლექსო არ ტოვებდა ლილეს ხშირად ნახულობდა მაგრამ გეგაზე არაფერს ამბობდა... გაგრძელება იქნება .... 79 1-ს მოსწონს
|