სხვა მოჩვენებები და საკუთარი ბანკომატი: კიდევ რა საიდუმლოებებს მალავს ბუკინგემის სასახლე 2023, 11 ივნისი, 12:09 ლონდონის ცენტრში მდებარე დიდებული, პომპეზური სასახლე - ყველაზე დიდია არსებულთა შორის, ჩვენთვის ის ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლია, ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ხოლო გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფისთვის - ჩარლზ III-ისთვის პირველ რიგში, სახლი.და რაღა არ არის დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი მეუღლის, პრინც ფილიპის უფროსი ვაჟის მდიდრულ სახლში! ბუკინგემის სასახლეს აქვს საკუთარი ფოსტა და საფოსტო კოდი, იქვეა პოლიციის განყოფილება, თეატრი, ეკლესია, ბანკომატის აპარატი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ სამეფო ოჯახის საჭიროებისთვის არის განკუთვნილი, უზარმაზარი საცურაო აუზი, კინოთეატრი და სამედიცინო კაბინეტი, რომელიც ისეა აღჭურვილი რომ იქ ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც კია შესაძლებელი.საკუთარი მეტროსადგური - მართალია თუ არა?ამბობენ, რომ სასახლის მრავალკილომეტრიან მიწისქვეშეთში ადგილი მეტროსადგურისთვისაც გამოინახა, თუმცა ეს ჭორები არაფრით დასტურდება, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია მიწისქვეშა გვირაბების არსებობს შესახებ, რომლებიც ინგლისის მთავარ სასახლეს პარლამენტის შენობასთან და კლარენს - ჰაუსთან აკავშირებენ.ისტორია და ლეგენდასასახლის მშენებლობა 1703 წელს დასრულდა, და თავდაპირველად ეს არქიტექტურული კომპლექსი ბუკინგემის ჰერცოგს- ჯონ შეფილდს ეკუთვნოდა. შენობა მხოლოდ 1761 წელს იქნა მეფე ჯორჯ III-ის კერძო საკუთრებად ქცეული, ხოლო ინგლისის მეფეების ოფიციალურ რეზიდენციად ის მხოლოდ 1837 წლიდან იქცა.ისტორიული მონაცემების თანახმად, სასახლის შენობა იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ადრე მონასტერი იყო. არსებობს ძველი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მის გალერეებსა და დარბაზებში დღემდე ბერის სული დახეტიალობს, რომელიც ყველანაირად ცდილობს სამეფო ოჯახისთვის ზიანის მიყენებას. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ტურისტებს სასახლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ყოველწლიურად ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ეძლევათ. ეს შთამბეჭდავი ექსკურსია, შენობის მხოლოდ მცირე ნაწილის დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. არცერთ უბრალო მოკვდავს არ აქვს უფლება ნახოს სასახლის საიდუმლო კუთხეები და მისი მრავალი საიდუმლო გასასვლელი და ოთახები! მაგრამ ზოგჯერ ყველაზე მკაცრი წესებიც კი ირღვევა.ბომჟი სამეფო სარდაფში და დაუპატიჟებელი სტუმარი ელისაბედის საძინებელშისამეფო მონასტრის წიაღში, რომელსაც წითელ ფორმაში გამოწყობილი მცველები საგულდაგულოდ იცავდნენ 1982 წელს ერთმა უბრალო მოკვდავმა, სახელად მაიკლ ფეგანმა შეღწევა მაინც მოახერხა.სავარუდოდ, ის ჩაკეტილი ფანჯრიდან გადაძვრა. მამაკაცმა 15 წუთის განმავლობაში სასახლის დარბაზებში სეირნობა, ბოკალიდან სამეფო ღვინის დაგემოვნება და წახემსებაც მოასწრო. ბოლოს თავად ელისაბედის საძინებლამდეც მიაღწია და მასთან საუბარიც კი მოახერხა, რის შემდეგაც დაცვის წევრების მიერ იქნა აყვანილი.ციხეში ის არ მოხვედრილა (შესაძლოა დედოფლის თხოვნით), თუმცა ექვსი თვით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქნა გაგზავნილი. ბრიტანელი მამაკაცი დღეს უკვე 70 წელს გადაცილებულია, თავის ერთ - ერთ ინტერვიუში მან ბუკინგების სასახლეში შეღწევას ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი მოვლენა უწოდა. და აი, კიდევ ერთი დოკუმენტირებული სკანდალური შემთხვევა: ერთხელ დედა დედოფალმა ჯორჯ VI-თან ერთად სეირნობისას გადაწყვიტა სასახლის სარდაფები შეესწავლა.მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოაჩინეს... უსახლკარო, რომელიც სამეფო სარდაფში ბინის უქონლობის გამო იყო დასახლებული. აღმოჩნდა, რომ ის სასახლეში ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით მოხვდა.
|