x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 11
image

როცა ლილე გავიცანი მაშინ ლევანის გამო სიცოცხლეზე ამბობდა უარს, გზაზე წინ გადამიდგა ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება სასწაულმა გადამარჩინა მკვლელი რომ არ გავხდი..მაშინ მითხრა რომ მას არ იცნობდა და დახმარება მთხოვა სავადმყოფოში წაყვანა მინდოდა მაგრამ უფლება არ მომცა სახლში წაყვანაზეც ვერ დავითანხმე თავად წავალო მითხრა და მანქანიდან გადავიდა...გზა გავაგრძელე მაგრამ წასვლა ვერ შევძელი იმის შიშით რომ ისევ დაუშავებდა თავს რამეს უკან დავბრუნდი და ჩემთან წავიყვანე...



-სახლში წაიყვანა ბიჭმა, გადაწყვიტა ესარგებლა მისი დაბნეულობით და ...



-არა, წამითაც არ მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა დავხმარებოდი...



-როგორ დაეხმარე მისი მდგომარეობით ისარგებლე და ლოგინში ჩაიწვინე...






-გეთანხმები, იმ ღამეს ცუდად მოვიქეცით მაგრამ მე ეს არ დამიგეგმავს, არ მინდოდა შენი დისთვის ცხოვრება გამერთულებია თუმცა ჩემი ცხოვრება კი ნამდვილად გართულდა, შემიყვარდა გოგო რომელსაც სხვის გამო სიკვდილი უნდოდა, გოგო რომელიც სხვისი საცოლე იყო...ლილემ თავად უთხრა ლევანს რაც მოხდა ჩვენს შორის იმ ღამეს.. და მასთან ერთად წასვლაზე უარი განაცხადა შეთანხმდენ რომ როცა ლევანი დაბრუნდებოდა ისე დაშორდებოდენ რომ თქვენ ვერაფერს გაიგებდით, ლილეს არ უნდოდა რომ თქვენ გენერვიულათ..



-გინდა მითხრა რომ ჩემი და თურქეთში არ წასულა?



-არა, ბათუმში წავიყვანე ჩემი მშობლების სახლში და იქ დავტოვე, მეშინოდა როცა მარტო ვტოვებდი მაგრამ კარგად მესმოდა რომ ჩემი მასთან დარჩენა სწორი არ იქნებოდა...ვცდილობდი შორიდან მეზრუნა მასზე მაგრამ ლილე ყოველ დღე უფრო ცუდად იყო არ ჭამდა არც სახლიდან გადიოდა მეც ვეღარ შევძელი მეყურებია შორიდან თუ როგორ იკლავდა თავს და მასთან ჩავედი..ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვენიერი ათი დღე გავატარეთ ერთად...მე, ლილემ, ლექსომ და ანიკამ..ნიკა შენი და სიგიჟემდე შემიყვარდა მაგრამ ხმა არ ამომიღია, რადგან ვიცოდი რომ რომ ჩემი სიყვარული არასწორი იყო...



მაგრამ როცა ლილემ მითხრა რომ ისიც იგივეს გრძნობდა ჩემს მიმართ იმედი მომეცა, დრო მთხოვა ლევანს დავშორდებიო და მეც დავთანხმდი საუკუნოდ შემოძლო დავლოდებოდი ქალს რომელიც მიყვარდა...მაგრამ ლევანმა ლილეს დაშანტაჟება დაიწყო, ემუქრებოდა თუ უარს იტყვი ჩემს ცოლობაზე შენი ძმა და მამაშენი გაიგებენ ყველაფერსო.



-ლილემ ყოველთვის იცოდა რომ ჩემი იმედი შეეძლო ქონოდა, ასე სულელურად რატომ მოიქცა? ხომ იცოდა რომ მე მას მოუსმენდი...



-იცოდა, და სწორედ მაგიტომ შეეშინდა თუ შენ სიმართლეს გეტყოდა შენი რიაქციის შეეშინდა არ უნდოდა რამე დაგეშავებინა იმ არაკაცისთვის...



-შენ რატომ არ მოიქეცი კაცივით რატომ არ მოხვედი ჩემთან?



-ლილემ უფლება არ მომცა მითხრა წარსული უნდა ჩავხურო და შენთან თავისუფალი მოვალ და ჩემ ძმასაც მაშინ გაგაცნობო, არ მინდა ამ ყველაფერში გაგრიო.მარტო გადაწყვტა ბრძოლა მაგრამ ვერაფერს გახდა ერთ დღესაც შემომთავაზა გავიქცეთო წამით არ მიფიქრია, ბილეთები ავიღე მაგრამ იმ დღეს მე ლილესთან ვერ მივედი, როცა სავადმყოფოში გონს მოვედი ლილე უკვე სხვისი ცოლი იყო, ვბრაზობდი, მეგონა რომ მაინც ის აირჩია, როცა ფეხზე ადგომა შევძელი ერთი წლის განმავლობაში თქვენს სახლთან მოვდიოდი ყოველ საღამოს იმ იმედით რომ ლილე თქვენთან მოვიდოდა მაგრამ ამაოდ, ასე გავიდა ხუთი წელი...მძულდა ლილე და თან სიყვარულსაც ვერაფერს ვუხერხებდი, ვერ ვხვდებოდი რატომ დამაჯერა მის სიყვარულში რატომ მომცა იმედი თუ მაინც მასთან უნდოდა ყოფნა..სამი დღის წინ შევხვდი ისევ და გავიგე რომ ლილე ჩემზე იგივეს ფიქრობდა ლევანმა იმ ღამეს დააჯერა ლილე რომ მე მივატოვე, დააჯერა რომ შემეშინდა მასთან ერთად გაქცევის რომ სათანადოდ არ მიყვარდა...



-ჩემთვის უნდა გეთქვათ...



-ნიკა მისმინე, მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას თუ როგორ მიყვარს შენი და არც იმის თქმას ვაპირებ რომ შენი დის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ადამიანს ყველაფერი შეუძლია მაგრამ მის გარეშე ცხოვრება არ მინდა...



-მაშინ რომ სიმართლე გეთქვათ ეხლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა მე არ ვაიძულებდი ჩემს დას იმ კაცის გვერდით ცხოვრებას ვინც არ უყვარდა, მე შევძლებდი ჩემი დის დაცვას, ეხლა კი მათ ოჯახი აქვთ, შვილი ყავთ გგონია ასე მარტივია?



-როცა ლილე გამოჯამრთელდება მე ვკითხავ მას ისევ ისე ძალიან ვუყვარვარ თუ არა როგორც ხუთი წლის წინ და თუ მისი პასუხი იქნება დადებითი მსოფლიო რომ დადგეს ჩემს წინააღმდეგ ხელს არ გავუშვებ..



-ლილემ შეიძლება რომ ვერ გაიაროს...



-გეგას წამით თვალს დაუბნელდა, შეუძლებელია, ლილე აუცილებლად გაივლის...მაგრამ რომც ვერ გაიაროს გგონია ეს საკმარისი მიზეზია მისგან წასასვლელად?მთელი ცხოვრება მისი ხელით ტარება რომ მომიწიოს ამისთვისაც მზად ვარ...



ნიკამ თავი დახარა...



-ეხლა კი თუ ჩემს ცემას კიდევ არ აპირებ მე წავალ, ბოდიში იმ შეცდომისთვის რაც ჩავიდინე შენს წინაშე, მაგრამ ერთი იცოდე არ ვნანობ არაფერს რაც ლილეს უკავშირდება...

ნიკას არაფერი უთქვამს გეგა კი ნელი ნაბიჯით გაეცალა მას...



დრო ნელა გადიოდა...



ანიკამ ლექსოს პირობა შეუსრულა და გეგა ბებიას და ბაბუას აჩვენა, ლექსოს და ანიკას სიახლოვე ნიკას აბრაზებდა მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა...გეგა ისევ ექიმის ფორმით იპარებოდა რეამინაციაში ვინაიდან ლილეს თავის ქალის ძლიერი დაზიანება ქონდა აძინებდნენ, მაგრამ გეგა სათობით იდგა მის საწოლთან და ესაუბრებოდა იმ ლამაზ დღეებზე რაც წინ ელოდათ..საფრთხემ იმისამ რომ ლილე ვერ გაივლიდა ჩაიარა და ყველამ შვებით ამოისუნთქა...ლილემ თვალი რეამინაციაში გაახილა თვალი მოავლო ოთახს იქვე ექთანს მოკრა თვალი რომელიც მის გვერდით მწოლ პაციენტს გადასხმას უმაგრებდა... ყველაფერი გაახსენდა ავარიის წამიდან მოყოლებული ამ წამამდე..მერე წამით მოფხიზლდა მუცელზე ხელი დაიდო, ჩემი შვილი ჩემი შვილი როგორ არის იმეორებდა განწირული ხმით ექთანმა წამში მასთან მიირბინა, ხმაურზე მეორე ექანიც შემოვიდა..



-დამამშვიდებელი მივცეთ?



-ექიმმა შეუწყვიტა დამამშვიდებლები, დილით პალატაში უნდა გადავიყვანოთ...



-ჩემი შვილი როგორ არის?



-სამწუხაროთ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს ექიმებმა...



-მაპატიე შვილო, მაპატიე ვერ გაგიფრთხილდი...ლილეს აღარაფერი უთქვამს თვალები დახუჭა და ცრემლებს გზა მისცა...



-



გეგამ ლექსოს დახმარებით ყველაზე კომფორტული პალატა მოაწყო ლილესთვი...გეგა არ შეეძლო მის ახლოს ყოფნა მაგრამ ლექსო არ ტოვებდა ერთი წამით ლილეს..


-რა ლამაზია აქაურობა, გეგას დამსახურებით არა? ჩაეკითხა ლექსოს ლილე როცა ბოლო ექთანი როგორც იქნა გავიდა პალატიდან..


-გიჟს გავს...ერთი სული აქვს როდის გნახავს..




-ლექსო, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო...



-უბრალოდ კარგად იყავი ლილე, მივხვდი რომ ჩემი ძმა უშენოდ ვერ იცოცხლებს..



-რამდენი ტკივილი მივაყენე, მან კი ჩემი მიტოვება მაინც ვერ შეძლო...



-ცუდზე არ იფიქრო, შენი ბრალი არ არის რაც მოხდა...ყველაფერი კარგად იქნება...ახლა შენებს დავურეკოთ და ვამცნოთ ეს სასიხარულო ამბავი..



-ლექსო, გეგას უნდა დაველაპარაკო...მაგრამ არ მინდა ვინმემ დაგვინახოს?



-ვეცდები ...



-ანიკას დაურეკე... დამალაპარაკე



-გისმენ ლექსო...რაჯანდაბამ გაგახსენა ჩემი თავი ამ დილა ადრიანად...



-მეგონა ჩემთან ჭორაობას ამჯობინებდი ძილს...შევცდი?



-ლილე, არ არსებობს, შენ მელაპარაკები, რა მაგარია, ეხლავე მოვდივარ შენთან...



-ნიკას დაურეკე დედაჩემის და გეგას ნახვა მინდა მალე მომიყვანოს...



-ახლავე, არა ცოტა მოგვიანებით დაურეკავ პირველი მე უნდა ჩაგეხუტოოო...



-გეფიცები გიჟია...ჩაილაპარაკა ლილემ და ტელეფონი ლექსოს მიაწოდა...




რამოდენიმე წუთში ანიკა პალატაში გიჟივით შემოვარდა გაღიმებული ალაპარაკებული მეგობრის დანახვამ ისე ააღელვა ხან ტიროდა და ხან იცინოდა...მისი შემყურე ლილე და ლექსო კი სიცილს ვეღარ იკავებდა...



-ვაიმე ლექსო გთხოვ გააჩუმე, როცა ვიცინი ყველა ნაკერი მტკივა..



-ხომ იცი შანსი არ მაქვს, სხვა რაც გინდა მთხოვე...



-მოიცა, მოიცა თქვენ მე დამცინით, შენც ამას დაემსგავსე? არადა სულ რაღაც ორი გრამი სისხლი გადაგისხა, ყოჩაღ შენ მისნაირი გახდი უკვე...



-სისხლიც კი მიწილადე არა?



-ხო გაუმართლა შენი ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა და ახლა გმირი გონია თავი, კიდევ იმ გოგომ ვინც აქ მოგიყვანა გეგასთან ერთად სავადმყოფოში, ისე მშვენიერი გოგო იყო იმას დამგვანებოდი რაღა ამ მაიმუნს დაემსგავსე..



-ლექსო მადლობა..



-არაფრის, მიხარია, მოვასწარი კეთილი საქმის ჩადენა მერე დანარჩენი შენმა დაქალმა გამიშრო...



-გოგო არ მახსოვს, ბიჭი იყო გეგასთან ერთად მან ამომიყვანა...



-ხო, შეყვრებულები არიან მათ დაინახეს შენი ავარია..



-ტელეფონის ასაღებად დავიხარე ვერც კი მივხვდი როგორ გადავედი საპირისპირო მხარეს.. ლილემ თვალები დახუჭა და ცრემლებს გზა მისცა... არ მომატყუოთ, იმ მანქანაში ვინც იჯდნენ ხომ ყველა ცოცხალია?


-კი, კი არ ინერვიულო, ერთი ადამიანი იყო, სავადმყოფოში გადაყვანაც კი არ გახდა საჭირო...


-მადლობა ღმერთო..


-ისე ეს ყვავილები რა ამბავია ამის მაგივრად საჭმელი ვერ მოუტანეთ გოგოს ორი კვირის მშიერია... სცადა საუბრის თემა შეეცვალა ანიკას...


-ყველგან და ყოველთვის ჭამაზე როგორ ფიქრობს?


-ისევ ძველი ანიკა...


-თქვენ რა ბედავთ და მე დამცინით...ახლა იცოდე ვიტირებ...


-არ იტირო ჩემო პატარა, ლექსომ ანიკა გულში ჩაიკრა სწორედ ამ დროს პალატაში ნიკა შემოვიდა მას ფეხდაფეხ გეგა და დედა შემოყვა...ნიკა ლილეს ჩაეხუტა მაგრამ წამით არ მოუშორებია ასვე ჩახუტებული ლექსოსა და ანიკასთვის..


გახარებულმა ნიკამ ვერ მოზომა ჩახუტება ლილეს ტკივილისგან სახე დაემანჭა


-ბოდიში მაპატიე დაო ვერ მოვზომე, ძალიან გატკინე...


-აბა თუ მოკლავ ავარიას გარადჩენილს...


-მთავარია შენ არ წუხდები ჩახუტებით...


-ოჰო, შენი ბიჭი აშკარად ბრაზობს..უჩურჩლა ლექსომ ანიკას...


-ნერვებს ნუ მიშლი...ანიკამ მაჯა გაკრა ლექსოს და გვერდით გადგა...



-დედა, იყვირა გეგამ და წამში ლოგინზე აძვრა


ლილემ შვილი გულში ჩაიკრა...


როგორ მომენატრე ჩემო პატარა, იმეორებდა და შვილს მაგრად იკრავდა გულში, მერე კუთხეში მდგარ დედას გახედა რომელიც სიხარულის ცრემლებს ვერ იკვებდა...ამ ორ კვირაში როგორ დაუბერებია დედაჩემი დარდს...


-დედა, ნუ ტირი გთხოვ მოდი ჩემთან..ხომ ხედავ გადავრჩი, მალე აქედანაც გამოვალ და აღარასდროს აღარ განერვიულებ...


-შენ რომ რამე მოგსვლოდა შვილო, მე როგორ უნდა მეცოცხლა..


ნიკამ გეგა საწოლიდან აიყვანა ლილე კი დედას ჩაეხუტა...


-კარგი ლილე, მე დაგტოვებ, საღამოს ისევ გინახულებ თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს, გილოცავთ ყველას ლილეს გადარჩენას...


-ლექსო, კიდევ ერთხელ მადლობა...


-სამადლობელი არაფერია...საღამომდე...


-მიდი გააცილე, უჩურჩულა ანიკას ნიკამ..როცა ლექსო პალატიდან გავიდა...



-რატო ჩაიციკლე რა გინდა რა დაგიშავა ამ ბიჭმა?


-მეჩვენება რომ თქვენს შორის რაღაც ქიმია არის..


-გეჩვენება, მე ვიცი ვისაც მოუხდები, მაგრამ ის უტვინოა და ვერაფერს ხვდება...


ნიკას უნდოდა რამე მწარე ეთქვა მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა ბედად პალატაში ლევანი შემოვიდა...ყვავილები მაგიდაზე დადო და საყვარელ ქალს ჩაეხუტა ოთახიდან ყველა უსიტყვოდ გავიდა...


-როგორ მიხარია რომ რომ კარგად ხარ..შენ რომ რამე მოგსვლოდა ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი...


-მაპატიე გემუდარები, მაპატიე რომ ჩვენ შვილს ვერ მოუარე...ვიცი გითხარი რომ შენთან ცხოვრება არ მინდათკო მაგრამ ჩვენი შვილი ...ჩვნი შვილი უნდა დაბადებულიყო, ბედნიერი ცხოვრება უნდა ქონოდა, მე მარტლა ასე მინდოდა გეფიცები...


-გაჩუმდი, ნუ ტირი გემუდარები, თავს ნუ იდანაშაულებ..


-ნეტავ მეც მოვკვდარიყავი...


-არასდროს გაიმეორე ეგ სისულელე, მადლობა უფალს რომ შენ მყავხარ და გეგა გვყავს..მიყვარხარ ძალიან...


-ლევან...


-ლილე, მინდა მხოლოდ ერთის გჯეროდეს და გწამდეს, შენ საკმარისი ხარ ჩემი ბედნიერებისთვის...უშენოდ ცხოვრება არ მინდა...


ლილეს აღარაფერი უთქვამს...


ოთახში გეგა შემოვარდა..


-მამა, მამა ბებიას რამე უთხარი უნდა რომ სახლში წამიყვანოს მე კი დედასთან მინდა...ლევანმა გეგა ხელში აიტაცა


-ბოდიში შვილო ვერ გავაჩერე...


-ბებოს ვერაფერს ვეტყვი რადგან მართალია, სავადმყოფოში ბავშვების გაჩერება არ შეიძლება...


-მაშინ დედა წავიყვანოთ და ჩვენ სახლში დავბრუნდეთ...


-წავიყვანთ, მაგრამ დღეს ვერა...მოდი ეხლა შენ ბებოსთან ერთად წადი სახლში და გახსოვდეს რაც უფრო კარგად მოიქცევი მით უფრო მალე მოვა დედა სახლში...


- მაშინ შენ მაინც წამოდი...


-დედას მარტო ხომ არ დავტოვებ?

-მაშინ მეც დავრჩები, გადაწყდა ბავშვი მშობლებთან უნდა იყოს...

-შენ ახლა ეშმაკობ..

-არა, კი არ ვეშმაკობ ვჭკვიანობ...



-ლევან, წადი გთხოვ არ დატოვო მარტო, ისედაც ყველა დაიღალეთ ორი კვირა სავადმყოფოდან არ წასულხარ არც შენ და არც ნიკა..გთხოვთ ორივე წადით სახლში დღეს..


-არა, ნიკა წავიდეს მე დავრჩები რამე რომ დაგჭირდეს... ისედაც როცა სამსახურში ვარ შენი დატოვება მიწევს


-რა უნდა დამჭირდეს, გთხოვთ წადით და მშვიდად დაისვენეთ ამ საღამოს ხომ ხედავთ რომ კარგად ვარ, ასე მეც უფრო მშვიდად ვიქნები...


-წამოდი შვილო სახლში, ბავშვიც არ იქნება მარტო, შენც ცოტას დაისვენებ შენც დაიღალე და ნიკაც, ლილესთან ანიკა დარჩება, არ იტყვის უარს, ხვალ შენ დარჩი ასე სჯობს ყველა ცოდვები ხართ...


-კარგი, დათანხმდა ლევანი


-მოდი ჩემო ბიჭო წასვლამდე დედას ჩაეხუტე...


-ნიკა და ანიკა სად არიან?



-არ ვიცი შვილო მიდი დაურეკე და ერთად გავიდეთ რაღამც ჩემს გოგოს გაღიმებულს ვხედავ ახლა თქვენზე უნდა ვიზრუნო...თქვენ სულ დაგივიწყეთ..


-დედა, უკვე გვერდზე მიმწიე?


-სამივე ჩემები ხართ თქვენ...ნომერ პირველი კი ესაა, არა ბები? გეგა ბებოს ჩაეხუტა


სწორედ ამ დროს პალატაში ია შემოვიდა..


-მობრძანდით ია ექიმო... მიესალმა ლევანი და ფეხზე წამოდგა...


-აბა ჩვენი პაციენტი როგორ გრძნობს თავს?


-ბევრად უკეთ ია ექიმო..


-ნებას თუ დამრთავთ ლილეს გავსინჯავ..


-ლევან, გეგა გაასეირნე გთხოვ, დედა შენც ნუ დარჩები


ორივენი უხმოდ დაემორჩილა ლილეს თხოვნას..


ია მის საქმეს აგრძელებდა ისე რომ ლილეს თვალებშიც არ უყურებდა ცდილობდა არაფერი შეემჩნია თითქოსდა ისიც ჩვეულებრივ რიგითი პაციენტი იყო...


-ქალბატონო ია მადლობა ყველაფრისთვის, ვიცი რომ ჩემი გადარჩენისთვის შეუძლებელი შეძელით...


-ეს ჩემი მოვალეობაა, შენც ექიმი ხარ და ეს შენთვის უცხო არ არის...


-ვიცი რომ ყველაფერი იცით...


-ლილე მე ის ვიცი რა გზა გამოიარა ჩემმა შვილმა ამ ხუთი წლის მანძილზე და არ მინდა იგივე გზა გაიაროს კიდევ...


-ვწუხვარ, მე მართლა ვწუხვარ არ მინდოდა გეგას ცუდად ყოფნის მიზეზი ვყოფილიყავი, მაპატიეთ..


-ლილე, როცა აქ ჩემმა შვილმა მოგიყვანა, მითხრა..დედა თუ მას ვერ გადაარჩენ მეც მოვკვდებიო...თანახმა იყო იმ გოგოსთვის მომკვდარიყო რომელმაც მიატოვა და სხვას გაყვა ცოლად...ამის მერე მე სათქმელი არაფერი მაქვს...მე არა პატიება მას სთხოვე...


-მე მართლა ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და ჩემი ნებით არ მიმიტოვებია..


-ხოდა თუ გიყვარს დღეეიდან გადაწყვეტილებები ისე მიიღე რომ ჩემ შვილს ნუღარ ატკენ, შენც დედა ხარ, ვიცი რომ ჩემი გესმის..შენ შვილს ჩემი შვილის სახელი ქვია ესეც დასტურია რომ ჩემი შვილი გიყვარდა, რაც მოხდა ბედს, ბავშვობას და კიდევ ათას რამეს დავაბრალოთ მაგრამ დღეიდან ვალდებული ხარ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო არა მინდა ჩემი შვილი კიდევ მოტყუებული დარჩეს...


-მესმის, ვიცი რომ არ მაქვს უფლება გეგას ცხოვრება კიდევ დავანგრიო, არ მაქვს მისი სიყვარულის უფლება...


-ვერ მოგატუებ, ნამდვილად არ მინდოდა ჩემს შვილს სხვისი ცოლი ყვარებოდა..მაგრამ ჩემი შვილის ბედნიერება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.... იას არაფერი უთქვამს ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა რამდეიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა შეჩერდა და ლილესკენ მობრუნდა..


- რას უზამ შენს ცხოვრებას შენი ნება მაგრამ ვალდებული ხარ ჩემ შვილს სიმართლე უთხრა, ვთვლი რომ გეგას აქვს უფლება რომ სიმართლე იცოდეს თქმის უფლება კი მარტო შენ გაქვს...


ია პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა პალატიდან...


-ექიმო ჩემი შვილი როგორ არის?


-თქვენი შვილი ძალიან ძლიერი გოგო აღმოჩნდა ქალბატონო, იბრძოლა ბოლომდე და გაიმარჯვა კიდეც, დაახლოებით ათი დღე დავტოვებთ ჩვენთან და სახლში სრულიად გამოჯამრთელებულს გაგატანთ..


-მადლობა, თქვენ აჩუქეთ ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე...


-ეს ჩვენი მოვალეობა თან ლილე ჩვენთვისაც ძვირფასია, ის ჩემი თანამშრომელია...ეხლა კი დაგტოვებთ...


ანიკას სიამოვნებით დათანხმდა ლილესთან დარჩენის შემოთავაზებას მასაც ეს სურდა უნდოდა მშვიდად ესაუბრა ლილესთან...უნდოდა ეთქვა რომ ლექსომ და იამ ყველაფერი იცოდა მაგრამ პალატაში შესულს ლილემ დაასწრო...


-ია ყველაფერს მიხვდა...


-რამე ცუდად გითხრაა?


-არა, კორექტულად მიმანიშნა რომ არ არის გახარებული იმ ფაქტით რომ მის შვილს სხვისი ცოლი უყვარს..ისიც მოაყოლა რომ ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა, ...


-იმედია გესმის მისი და ეთანხმები რომ გეგამ სიმართლე უნდა იცოდეს...ლექსოც მიხვდა...


-მეშინია გეგას რიაქციის შემიძულებს...


-ნუ სულელობ, ვერც კი წარმომედგინა რომ გეგას ასე ძალიან უყვარდი, მიუხედავად იმისა რომ ლევანმა აქ მოსვლა აუკრძალა ორი კვირა სავადმყოფოდან არ გასულა, დღეში სამჯერ შემოდიოდა რეამინაციაში შენს სანახავად..მაგრამ თუ გეგა შვილის ამბავს სხვისგან გაიგებს აი მაშინ ნამდვილად უნდა გეშინოდეს გეგას რეაქციის...


-ვიცი, საუბარი არ შემეძლო მაგრამ ყველაფერი მესმოდა...სანამ აქ ვარ ვერ ვეტყვი უნდა ავდგე საწლიდან, ძალა უნდა მოვიკრიბო, ასე მარტივი არაა...


-ეცადე რაც შეძლება მალე დაასრულე ეს ფარსი, იგივე შეცდომას ნუ დაუშვებ ჩაჭიდეთ თქვენს შვილს ხელი და ბედნიერად ცხოვრება გააგრძელეთ...უფალმა მეორე სიცოცხლე გაჩუქა დაააფასე...


-მეორე სიცოცხლე მაჩუქა, ჩემი შვილი კი მასთან წაიყვანა..


-გემუდარები არ იტირო ჩემო პატარა...ყველაფერი უფლის ნება...


-ცოტას დავიძინებ, ჯერ ძალა არ მაქვს...


-კარგი დაიძინე...მე აქ ვიქნები...ანდა ერთი წამი არ დაიძინო გინდა რაგაც გითხრა შენს ბრუციან ძმას სიყვარული აუხსენი...


-მერე?


-რა მერე დააღო პირი და მიყურებდა...ცდილობს მომერიდოს, მაგრამ ავიწყდება..


-დღეს შევამჩნიე რომ ლექსოს და შენი ურთერთირთბა არ მოსწონს..


-აუ ჩაიხვია, სულ ლექსოზე მლაპარაკება, ერთმანეთ უხდებითო..


-ჩემი სულელი ძმა...


-მიდი პატარა დაიძინე მე ქვემოთ ჩავალ ყავას ავიღებ...


ლილეს მაშინვე ჩაეძინა ანიკა სავარძელში მოკალათდა და ინერნეტში სასურველი წიგნის ვერსია მოიძია როგორც იქნა სამუშაო დღეც დამთავრდა თანამშრომლები შეცოტავდნენ ლექსომ ლილეს პალატას მიაშურა რათა დაეზუსტებია ლილე მარტო იყო თუ არა...


ძალიან გაუხარდა როცა გაიგო რომ ლილესთან მხოლოდ ანიკა იყო ასე მარტივადაც არ წარმოედგინა გეგას და ლილეს შეხვედრა...


-ლილე როგორ არის? ვინ არის მასთან...


-მე, ძინავს ცოტახანს ვკიტხულობდი შემდეგ მომბეზრდა და ფოიეში გამოვედი..


-ძალიან კარგი, გეგას დაურეკავ


კარების ხმაზე ლილეს შეეღვიძა...


-გეგა, ლილე საწოლზე წამოჯდა ბედნიერმა გაუღიმა და ცრემლებს გზა მისცა


გეგა საწოლზე ჩამოჯდა და ლილე გულში ჩაიკრა...


-რატომ ვერ შეძელი ჩემი დატოვება, მე არ დამიმსახურებია შენი სიყვარულიი..


-ნუ სულელობ ლილე შენ რომ რამე დაგმართნოდა მე ვერ ვიცოცხლებდი...


-ნუ გიყვარვარ, ნუ გიყვარვარ ასე ძალიან მე ამას არ ვიმსახურებ...გემუდარები წადი დამტოვე, მე შენ სიყვარულის უფლება მაშინ დავკარგე როცა დავიჯერე რომ არ გიყვარდი..ლილე ტიროდა და მთელი ძალით იკრავდა გეგას გულში, თან თხოვდა რომ წასულიყო და თან ისე ეხვეოდა გეგას წავლა რომც ნდომოდა მაინც ვერ წავიდოდა..


-ჩემო მზე გოგო ლილე, არ იტირო, როცა ტირი შენი თვალები გზას არ მინათებენ..სულ უნდა იღიმოდე მე რომ გადავრჩე...


-გეგა, მაპატიე ყველაფერი მაპატიე... გემუდარები დამპირდი რომ რაც არ უნდა გაიგო, რაც არ უნდა მოხდეს არ შემიძულებ..


-ის მელაპარააკები მგონია რომ მემშვიდობები, არ ვიცი რა სისულელე გიტრიალებს ახლა თავში მაგრამ იცოდე მე არ ვაპირებ შენს დაკარგვას, პირობას ვდებ რომ ამ სავადმყოფოოდან მე და შენ ხელიხელჩაკიდებულები გავალთ...


-გეგა...


-არ გეუბნები რომ უშენოდ არ შემიძლია,


გეუბნები რომ არ მინდა უშენოდ...


აღარ მინდა თუნდაც უშენოდ წამი გავატარო...


-გეგა, ასე მარტივია...ჩვენი ოჯახები..


-თუ საჭირო იქნება შენ შვილთან ერთად ცხრა მთას იქეთ წაგიყვან, დარწმუნებული ვარ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის მთავარი ჩვენი ბედნიერება...


-ლევან რა ხდება? სახლში ხომ მშვიდობა?ეს ანიკას ხმა იყო რომელიც აშკარად იმიტომ საუბრობდა ასე ხმამაღლა რომ ლილეს და გეგას გაეგონათ...


-კი, უბრალოდ მინდოდა დაძიებამდე ჩემი ცოლი მენახა რამე პრობლემა? შენ რას აკეთებ აქ? ლევანმა ლექსოს ისეთი მზერით გადახედა როგორც მოსისხლე მტერს უყურებენ ადამიანები...


-არა რა პრობლემა, უბრალოდ შემეშინდა დღეს არ გელოდი, ლილეს ეძინა ვიფიქრე არ გავაღვიძოთკო და ფოიეში გამოვედი...


ლევანს აღარაფერი უთქვამს პალატის კარი ფრთხილად შეაღო, მიძინებული ცოლის საწოლთან მივიდა და შუბლზე ნაზად აკოცა..ლილემ თვალი გაახილა თოთქოს მარლთა ეძინაო..აშკარა იყო რომ ანიკამ იმდენი დრო მოიგო გეგამ დამალვა მოახერხა....


-ლევან, ხომ კარგად ხართ ამ ღამით აქ რატომ მოხვედი?


-უბრალოდ მინდოდა სანამ დაიძინებდი მენახე...


-ლევან, შენ რა მთვრალი ხარ?


-მაპატიე ლილე, მაპატიე რომ ცუდად მოგექეცი მაგრამ იცოდე რომ ყველფერი შენი სიყვარულის გამო გავაკეტე...


-ლევან აქედან რომ გამოვალ მერე ვისაუბროთ...


-ვეღარ უძლებ, ჩემი ბრალია, ჩვენი შვილი ჩემს გამო დავკარგეთ..


-თავს ნუ იტანჯავ, ღმერთის ნება იყო მაგრამ თუ დამნაშავეს მოვძებნით დამნაშევე მხოლოდ მე ვარ მე ვიყავი ვალდებული მასზე მეზრუნა...


-ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა ჩემი ჩადენილი ცოდვისთვის დამსაჯა უფალმა, შენმა სიყვარულმა ისე დამაბრმავა სხვას მამობის ბედნიერება წავართვი, როცა გავიგე რომ ჩემი პატარა მოევლინებოდა ქვეყანას პირველი რაც გავიფიქრე ნეტა გოგო იყოს ბიჭი ხომ უკვე მყავს დედამისივით ლამაზი იქნებათკო...მაგრამ ამჯერად უფალმა ჩემი ცოდვისთვის პასუხი მაგებია და ჩვენი არდაბადებული შვილი მასთან წაიყვანა...მე მან მიმახვედრა თუ რა დიდი ტკივილია შვილის დაკარგვა...


-გაჩუმდი გთხოვ, ჩურჩულებდა ლილე და ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა თვალებიდან...


-სიმართლე არ თქვა, ჩემგან ნუ წახვალ, ერთი შვილი დავკარგე გეგას მაინც ნუ წამართმევ, ის ჩემი შვილია...მისთვის ყველაფერს დავთმო ის ჩემი ყველაფერია მის გარეშე მოვკვდები...


-ლევან თავს ნუ იტანჯავ, გთხოვ წადი სახლში, გეგასთან წადი და დამშვიდდი ხვალ ვისაუბროთ...


-კარგი, ჩემო ძვირფასო... ჩვენს შვილთან წავალ, მაპატიე რომ ასე აგანერვიულე...მაპატიე.. ლევანი ოთახიდან გავიდა....


გეგა კიდევ კარგახანს იდგა საბაზანო კარების უკან გაოგნებული ხმას ვერ იღებდა"სხვას მამობის ბედნიერება წავართვი"


"-სიმართლე არ თქვა, ჩემგან ნუ წახვალ, ერთი შვილი დავკარგე გეგას მაინც ნუ წამართმევ, ის ჩემი შვილია.., "


გონებაში ლევანის სიტყვები უტრიალებდა გეგას ძალა მოიკრიბა და სააბაზანდან გამოვიდა....


-მას ჩემი სახელი დარქვი?


-გეგა, ყველაფერს აგიხსნი...


-შვილი მყავს..შვილი მყავს და მე ამ ყველაფერს ხუთი წლის მერე ვიგებ..


-გეგა, გთხოვ დამშვიდდი...


-როგორ დავმშვიდდე?ასე როგორ მომექეცი?.


-მაპატიე...


-ეს სიმართლე ვერ იქნება ასე ვერ მომექცეოდით...გეგამ მაგიდაზე დალაგებულ საყვავილებს ხელი გაკრა და ძირს გადმოყარა...


ხმაურზე პალატაში ანიკა და ლექსო შემოცვივდნენ...


გაგრძელება იქნება .....


image





0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0