მოვლენები "სკიაპარელის" სიურეალიზმის - აღორძინება: ადამიანის სხეულისა და ბუნების ოქროს სახე 2023, 9 ივნისი, 22:37 ![]() მოდის ინდუსტრიაში ცნობილი იტალიური ბრენდის - "Tod's"-ის მფლობელის, იტალიელი ბიზნესმენის, დიეგო დელა ვალეს მიერ "სკიაპარელის" ბრენდის მისი მემკვიდრეებისგან შეძენის შემდეგ, ელზა სკიაპარელის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დენიელ როზბერის ხელმძღვანელობით წარმოდგენილმა ნამუშევრებმა სრული ფურორი მოახდინეს.დიზაინერის ინსპირაცია ბრენდის დამფუძნებელი ელზა სკიაპარელი გახდა, რომელიც თავის კოსტიუმებს გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ქმნიდა. მისი სამოსი წარმატებით კონკურირებდა კოკო შანელის მოდის სახლთან. "სკიაპარელი" საკუთარ კოლექციებში - ე.წ. "შოკისმომგვრელ" ხასხასა ვარდისფერს, ვისკოზას, ლურექს, ხავერდსა და საგაზეთო პრინტს იყენებდა. მეორე მსოფლიო ომის მოლოდინში, მაშინ როცა მოდაში ერთგვაროვანი ფერები დომინირებდა, "სკიაპარელის" ვარდისფერი ნამდვილად ფერის რევოლუცია იყო. ლეგენდარული დიზაინერი სამოსს სალვადორ დალისთან და ჟან კოქტოსთან მეგობრობის გავლენით ქმნიდა. "სკიაპარელის" მიერ შემოსილ ქალებს შორის იყვნენ კეტრინ ჰეფბერნი, გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და იმ დროის ბევრი სხვა ვარსკვლავი."სკიაპარელის" მოდის სახლი 1953 წლამდე არსებობდა, შემდეგ კი პოპულარობა დაკარგა და დაიხურა, ვინაიდან მოდის სამყაროში ახალი ლეგენდების - კრისტიან დიორისა და კრისტობალ ბალენსიაგას გამოჩენას კონკურენცია ვერ გაუწია. დენიელ როზბერიმ საკუთარ კოლექციებში სიურეალიზმის ექსცენტრული იდეების გამოყენება გადაწყვიტა და წარმატებასაც მიაღწია. ჩვენებები 2021 და 2022 წლებში ცნობილი მოდელების მონაწილეობით გაიმართა.მაყურებელი გაოცებული დარჩა ტანსაცმლის უჩვეულო გაფორმებით ადამიანის სხეულის ორგანოების სახით. აი, მწვანე "შრეკის" ტორსიც ეპატაჟურ კიმ კარდაშიანზე, მის გვერდით მყოფ მოდელზე კი შეგიძლიათ საკმაოდ ორიგინალური ზედატანი და ოქროსფერთითებიანი ფეხსაცმელი იხილოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ტორსის გამოსახულებიან ფორმის ჩანთაზე.![]() ჩვენებაზე წარმოდგენილ ქალურობის სიმბოლოს პიჯაკსა და ქურთუკზე ზღვის ნიჟარები და სხვადასხვა ორნამენტები ავსებდა. სამოსი აშკარად სალვადორ დალის ნახატებს ეხმიანებოდა.![]() კოლექციაში აქსესუარის სახით ადამიანის წყვილი ორგანო - ფილტვები იყო წარმოდგენილი, რომელიც ერთმანეთთან ორ შეზრდილ ხეს - სიცოცხლის სიმბოლოს მოგაგონებდათ. ორიგინალური აქსესუარი ამერიკელმა ტოპ - მოდელმა ბელა ჰადიდმა მოირგო.![]()
|