სხვა
ხუთი გოგონა "საოცარი" გარეგნული მონაცემებით
2023, 9 ივნისი, 15:28
თითოეული ქალი თავისებურად ლამაზი და უნიკალურია. ყველა მათგანს აქვს დამახასაითებელი ხიბლი და განსაკუთრებულობა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ "განსაკუთრებული" გარეგნული მონაცემების მქონე ხუთ ქალბატონზე, რომელთა შესახედაობაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
ქალი - თოჯინა "ბარბი"
ამ უჩვეულო გოგონას ვალერია ლუკიანოვა ჰქვია. ის წარმოშობით ოდესიდანაა. ინტერნეტში მას ხშირად "ბარბის თოჯინას" ან "ქალი - თოჯინას" უწოდებენ. ვალერიას კარად განვითარებული ფანტაზია აქვს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: "მე არამიწიერი გოგო ვარ პლანეტა პლეადიდან. დედამიწაზე 150 წლის წინ ჩამოვფრინდი. მე უკვდავი და ლამაზი ვარ!". "თოჯინა" ამბობს, რომ პლასტიკური ქირურგისთვის არასდროს მიუმართავს, თუმცა მისი ამ სიტყვების ცოტას თუ სჯერა.
ქალი წვრილი წელით
პენი ბრაუნი ცნობილი ავსტრალიელი "პინ-აპ" მოდელი გახლავთ. მან პლასტიკურ ოპერაციებში 250 000 დოლარზე მეტი დახარჯა, რათა როგორმე ჯესიკა რებიტს დამსგავსებოდა ფილმიდან "ვის უნდოდა კურდღელი როჯერის დაღუპვა" (რეჟისორ რობერტ ზემეკისის 1988 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმი). ცნობილია, რომ გოგონამ 6 ნეკნი ამოიღო და წვრილი წელის შესანარჩუნებლად მთელ დღეებს მჭიდრო კორსეტით ატარებს, პენის გონებაში რა აქვს კაცმა არ იცის.
ქალი ყველაზე წელვადი ტუჩით
ამ უჩვეულო ქალს ატაიე ელიგიდაგნე ჰქვია. ის წარმოშობით ეთიოპიიდანაა. მის ტომში მას "კლავდრატა როტანგს" (უჩვეულო სილამაზის გოგონა) ეძახიან. ატაიეს ტუჩში ორმოცდაცხრამეტი სანტიმეტრის დიამეტრის ლითონის დისკი აქვს ჩადგმული. ეთიოპიური ტრადიციის თანახმად, ყველა გოგონას გათხოვებამდე ტუჩის ასეთი დეკორაციების ტარება მოეთხოვება. ითვლება, რომ რაც უფრო დიდია დისკი, მით უფრო ლამაზია ქალბატონი. გოგონა გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალი
ამ პატარა, ლამაზ ქალბატოს ჯოტი ამჯი ჰქვია. ის წარმოშობით ინდოეთის ქალაქ ნაგპურიდანაა. ჯოტი პლანეტის ყველაზე პატარა ქალის ტიტულის ღირსეული მფლობელია, გოგონა თავისი პატარა სიმაღლის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა. მისი სიმაღლე სამოცდასამი სანტიმეტრია, წონა კი მხოლოდ ექვს კილოგრამს შეადენს. ქალს იშვიათი დაავადება აქონდროპლაზია აქვს.
ქალი ყველაზე გრძელი დრედებით
ამ ფერადკანიან ლამაზმანს აშა მანდელა ჰქვია. მას პლანეტაზე ყველაზე გრძელი დრედები აქვს. ოფიციალური მონაცემებით, მისი ვარცხნილობის სიგრძე ჩვიდმეტი მეტრია. მისი დრედები მსუბუქ ავტომობილთან შედარებით რამდენჯერმე გრძელია. აშა ამბობს, რომ მისი თმა ოცდაორ კილოგრამს იწონის. ასეთი დრედების დასაბანად ქალს რამდენიმე დღე სჭირდება, რის შემდეგაც მათ საგულდაგულოდ იშრობს. არავინ იცის, რატომ გაიზარდა აშამ ამ სიგრძის თმა.