x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყოველმხრივ არაჩვეულებრივი და საყვარელი თუთიყუში მთელს მსოფლიოში
image

კაკაპო არის ყველაზე უცნაური და საყვარელი თუთიყუში მთელს პლანეტზე . ის არის ერთადერთი თუთიყუშებს შორის, რომელსაც არ შეუძლია ფრენა, ეწევა ბუსავით ღამით ცხოვრებას და ასევე არის ყველაზე მძიმე თუთიყუშებს შორის. სხეულის სიგრძით 60 სმ. წონამ შეიძლება მიაღწიოს 4 კგ-ს.ასევე ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი ფრინველთაგანია - მათ შეუძლიათ 60-იდან 100 წლამდე იცოცხლონ.


ის მხოლოდ ახალ ზელანდიაში ბინადრობს და მრავალი წელია გადაშენების პირასაა.


მწვანე კაკაპო მსოფლიოში ყველაზე მძიმე, ყველაზე დღეგრძელი და კიდევ ერთი, ყველაზე სურნელოვანი თუთიყუშია!


image

ამ დროისთვის თუთიყუშები ცხოვრობენ სპეციალურად გამოყოფილ მტაცებლებისგან თავისუფალ კუნძულებზე.


„არსებობს კაკაპოს გადარჩენისათვის კომპლექსური მიდგომა“, ამბობს ახალი ზელანდიიდ ბუნების დაცვის მინისტრი პოტო უილიამსი. „ეს იყო სიდიდით მეორე გამრავლების სეზონი, რის შედეგადაც 1970-იანი წლების შემდეგ ამჟამად გვყავს ყველაზე მეტი ფრინველი . ახლა 252 ერთეული გვყავს და ჯერ კიდევ 1995 წელს მსოფლიოში მხოლოდ 51 კაკაპო იყო დარჩენილი!"

image

კაკაპოსს აქვს ძალიან მოკლე ფრთები, რომლებსაც იყენებენ წონასწორობის შესანარჩუნებლად და ხეებიდან ხტომისთვის. კაკაპოს ბუმბული სხვა თუთიყუშების ბუმბულებთან შედარებით უფრო რბილია, რადგან მათ ფრენისთვის მყარი ფრთები არ სჭირდებათ.


როგორც ცნობილია ეს თუთიყუშები ძალზე მეგობრულები არიან ველურ ბუნებაშიც კი. თუმცა, ამ ხასიათმა ისინი იოლ მსხვერპლად აქცია მაორის ტომებისთვის და ევროპელი ჩასახლებულებისთვის.

image

სამწუხაროდ, ეს თვისებები, რომლებიც კაკაპოს ასეთ მიმზიდველ და უნიკალურ ფრინველად აქცევს, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. თუთიყუშები ბუდობენ მიწაზე (ზოგჯერ ბუდეებში იმალებიან) და მუშკის ძალიან სურნელოვანი სუნი აქვთ. მტაცებლებისგან კაკაპოს დაცვის ერთადერთი საშუალებაა ბუჩქად შენიღბვაა!

image

ეს თუთიყუშები ღამის გამოდიან, ანუ დღისით ბუდობენ ხეებზე ან მიწაზე, ღამით კი აქტიურდებიან. კაკაპო უნიკალური თუთიყუშია. ეს ქორწინების რიტუალებშიც კი ვლინდება. შეჯვარებისთვის მამრი ირჩევს თვალსაჩინო ადგილს და ეჯიბრება სხვა მამრებს მდედრის მოსაზიდად. მამრები კონკურენცის დროს დაბალი სიხშირის "სიგნალებს" უშვებენ, რათა გააფრთხილონ მდედრები მათი არსებობის შესახებ. ეს ხმები 5 კილომეტრის მანძილზე აღწევს! მათი შეჯვარების სეზონი გრძელდება 2-4 თვე!

image



0
293
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0