x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ევროპის 7 ქვეყანა, რომლებიც არ არის დაშვებული მსოფლიო რუკაზე და თქვენც არ გეცოდინებათ მათ შესახებ

მსოფლიოში გაცილებით მეტი ქვეყანაა, ვიდრე მითითებულია ატლასებზე. უბრალოდ, ბევრი მათგანი არ არის აღიარებული, არამედ თვითგამოცხადებულია. ევროპაში არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშნები, მაგრამ სერიოზულად არ აქვთ დამოუკიდებლობის იმედი.image

1. ახალი სლოვენური ხელოვნება, სლოვენია

სახელმწიფო სახელწოდებით ახალი სლოვენური ხელოვნება 1991 წელს ჩამოყალიბდა ამავე სახელწოდების არაფორმალური ორგანიზაციისგან, რომელიც, თავის მხრივ, შვიდი წლით ადრე შეიქმნა სლოვენური მუსიკალური ჯგუფის Laibach-ის მიერ. ფიზიკურად შეუძლებელია ახალი სლოვენური ხელოვნების მონახულება, რადგან მას არ აქვს საკუთარი წერტილი რუკაზე, მაგრამ შეგიძლიათ გახდეთ მისი მოქალაქე და მიიღოთ პასპორტიც კი. ამბობენ, რომ დღეს ახალ სლოვენურ ხელოვნებას უფრო მეტი მოქალაქე ჰყავს ვიდრე ვატიკანს.image

2. კუგელმუგელი, ავსტრია

ეს არის ყველაზე პატარა ვირტუალური სახელმწიფო, მისი დიამეტრი მხოლოდ 7, 68 მეტრი იყო - რადგან ეს ყველაფერი ეტეოდა ერთ მრგვალ შენობაში, შენობა ეკუთვნოდა ადგილობრივ მხატვარს. მას ავსტრიის ხელისუფლებასთან „გადაუჭრელი“ უთანხმოება ჰქონდა – სახლის აშენება უნდოდა, ხელისუფლებას კი ამის დაშვება არ სურდა. სახლი საბოლოოდ აშენდა და გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - კუგელმუგელის რესპუბლიკა. ეს მოხდა 1984 წელს. მხატვარმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე და საკუთარი მარკების ბეჭდვაც კი დაიწყო, რისთვისაც კინაღამ ციხეში ჩასვეს - მხოლოდ ავსტრიის პრეზიდენტის პირადმა შეწყალებამ გადაარჩინა. თუმცა, სახლი საბოლოოდ ჩამოართვეს, გადაიტანეს ვენაში, პრატერში და ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.image

3. ალკატრასი, იტალია

იტალიის უმბრიის რეგიონის ამ ეკო-სოფელმა ჯერ თავი რესპუბლიკად გამოაცხადა, შემდეგ კი მთელ დამოუკიდებელ ერად. მისი მთავრობა და მოსახლეობა თვლის, რომ ალკატრასი ბედნიერი მომავლის გზაზეა, რომელშიც დომინირებს პატიოსნება და ურთიერთპატივისცემა. image

4. მაფსულონი, იტალია

სხვა თავისუფალი იტალიის ქალაქებით შთაგონებულმა ამ ჯუჯა „სახელმწიფომ“ ფლორენციის მახლობლად 1996 წელს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. პირველი, რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ყველაფრის თანამედროვეს აკრძალვა, მათ შორის ტელევიზია, კომპიუტერი და ასფალტიც კი. გარდა ამისა, სოფელში, პრინციპში, ურთიერთობენ მხოლოდ ტოსკანურ ენაზე. image

5. სილენდი, დიდი ბრიტანეთი

შესაძლებელია თუ არა სახელმწიფოს შექმნა ჩრდილოეთის ზღვაში ყოფილ ნავთობის პლატფორმაზე?
გადამდგარი ბრიტანელი მაიორი პედი როიმ ბეიტსი 1967 წელს აცხადებდა, რომ მას ჰქონდა სრული უფლება ამ პლატფორმაზე დიდი ბრიტანეთის სანაპიროდან 20 კილომეტრში. მას შემდეგ ჯერ თვითონ, შემდეგ კი მისი ოჯახი იბრძვის იმისთვის, რომ სახელმწიფო (სამთავრო) მართლაც გახდეს სრულფასოვანი სახელმწიფო ერთეული. სამწუხაროდ, ტურისტული მარშრუტები სილენდისკენ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

image

6. უჟუპისი, ლიტვა

უჟუპისი არის კვარტალი ვილნიუსის ძველი ქალაქის გვერდით, სადაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1997 წელს. დამოუკიდებლობის დღეს 1 აპრილს აღნიშნავს სახელმწიფო 12 კაციანი არმიით და ელჩებით 320 ქვეყანაში. ხუმრობას რომ თავი დავანებოთ - სახელმწიფოს თავისი ვალუტა, ჰიმნი და ადათ-წესები აქვს!image

7. სებორგა, იტალია

შუა საუკუნეებში ეს იტალიური სოფელი მართლაც ნამდვილი ფეოდალური სამთავრო იყო - როგორც ბევრი იმ დროს. მან დაკარგა უფლებები და სახელმწიფოს აღიარება 1729 წელს.
და 1963 წელს მისმა მაცხოვრებლებს გაუჩნდათაზრი, რომ იტალიას არასოდეს გაუფორმებია ოფიციალურად სებორგა საკუთარ შემადგენლობაში. ასე რომ სამთავრო "უნდა ყოფილიყო" დამოუკიდებელი. ამგვარად, სოფელმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ტურისტებიც მიიზიდაimage





0
431
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0