x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
13 უცნაური ნივთი მოდის სამყაროდან, რომელშიც ზოგიერთი ნებისმიერ თანხას გადაიხდის

image


კბილის პასტა გეკონის გემოთი, მაქმანის კოსტიუმი და გიგანტური ზამბარა არასასურველი თმის მოსაცილებლად-ეს მხოლოდ იმ საქონლის ნაწილია, რომელიც მთელი მსოფლიოს მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ქვემოთ მოცემულია ის უცნაური ნივთები, რომლებსაც ადამიანები ინტერნეტ- მაღაზიებში უკვეთავენ.


1. უსაფრთხოების საცვალი


image


აქსესუარი, რომელსაც მოკლე და საშუალო სიგრძის ქვედაბოლოზე აკერებენ, რათა თავიდან აიცილონ უხერხული სიტუაციები. გაყიდვაშია ჩინეთში და იაპონიაში.

2. მაქმანის კოსტიუმი


image


კომპლექტი კალიფორნიელი დიზაინერების შექმნილია. მამაკაცები აღნიშნავენ, რომ პერანგი ძლიან მოხერხებულია ზაფხულში, მაქმანის შორტები კი მსუბუქია, ამასთან კანი თავისუფლად სუნთქავს.


3. ღიმილის გამაფართოებელი


image


სახის კუნთების ჩინური ტრენაჟორი, რომელიც ადამიანს ხშირად გაღიმებას აჩვევს. გაჯეტის ხმარება აუცილებელია დღეში 2-3 წუთი.


4. სილიკონის ხელოვნური წვივები



image


ჩინეთში გამოგონილი ხელოვნური წვივები ასევე გავრცელებულია კორეაში. მას იმაგრებენ ფეხებზე კოლგოტების ან შარვლის ქვეშ, ფეხის ფორმის კორექციის მიზნით, ან იმისთვის, რომ ფეხები უფრო შესამჩნევი გახადონ.


5. ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის ნიღაბი


image


კორეული ნიღაბი ლიფტინგ ეფექტით, რომელივ ხანგრძლივი მოხმარებისას სახის ფორმას აკორექტირებს. განკუთვნილია ძილისთვის.


6. თვალის ლინზები იმიტირებული ცრემლის სტრაზებით


image


აღნიშნული აქსესუარი ამსტერდამელმა დიზაინერებმა 2003 წელს შეიმუშავეს. ვიდეორგოლში ნაჩვენებია, რომ ასეთი ლინზის ხმარებისას დახამხამება შესაძლებელია, მაგრამ ყოველდღიურად მისი ხმარება არ ღირს.


7. სამაგრი თითებისთვის


image


ჩინური სამაგრი, რომელიც ხელის თითებზე მაგრდება, ახალი გაკეთებული მანიკურის დასაცავად და ლაქის სწრაფად გასაშრობად.


8. დახეული ჯინსები ღია უკანალით


image


შავი ტრუსები კომპლექტში არ შედის.


9. ზურგის საპარსი


image


ამერიკული გაჯეტი. ბევრი მამაკაცი იყენებს ამ მოწყობილობას, როგორც სალონური ეპილაციის ალტერნატივას.

10. კბილის პასტა ბეკონით და საპონი ღორის ხორცის არომატით


image


აშშ-ში, ღორის ხორცის მოყვარულების დიდი მოთხოვნილებაა პირადი ჰიგიენის საგნებზე. მისი დამზადებისთვის რა თქმა უნდა არომატიზატორები გამოიყენება, რომელიც არანაირად არ არის კავშირში ხორცთან.


11. ტუჩის და თვალის საიუველირო სამკაულები


image


ექსპერიმენტული სამკაული, რომელიც სახეზე ჩერდება სახის მუსკულატურის მოძრაობით. მზადდება შეკვეთით და მათზე დიდი მოთხოვნილებაა.

12. მარმელადის დათუნიები რუჯისთვის


image

რუჯის აბების კვალდაკვალ აშშ-ში გამოჩნდა კენკრის მარმელადი უცნაური თვისებით. საკმარისია, დღის განმავლობაში ორი მარმელადი მიირთვათ და ორი კვირის შემდეგ, სახლიდანაც რომ არ გახვიდეთ, იდეალური რუჯი გექნებათ. მწარმოებლის სიტყვით, მის შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია.


13. ლედ-გირლანდები წამწამებისთვის


image


ასეთი წამწამები არა მხოლოდ ანათებს, ციმციმებს კიდეც რამდენიმე რეჟიმში. ამ აქსესუარმა, რომელიც ჩინეთში სავარაუდოდ სახუმარო გამოგონებაა, კლუბური ცხოვრების მოყვარულებში პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ მხედველობისთვის შესაძლო ზიანის მიყენებაზე.

გაეცანით შემდეგ სტატიებს:








მოდა, რომელიც კლავდა: სველი კაბა შუა ზამთარში

image


წარსულის 14 გამოჩენილი ადამიანის თითქმის უცნობი პორტრეტები

image


სხვადასხვა ქვეყნის 11 გამოგონება-მიზანი: ადამიანებისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის შექმნა

image


როგორ გამოიყურებიან ეს ცხოველები დედის მუცელში ცოტა ხნით ადრე, სანამ დაიბადებიან

image


"მიცვალებულის თითები", "იუდას ყურები" და ა.შ. სოკოები, რომლებიც სრულიად ამართლებენ სახელწოდებებს

image


ბუნებასაც უყვარს ფანტაზიორობა

image


რატომ გაშიშვლდა 2500 ადამიანი სიდნეის პლაჟზე (18+)

image


ავიალაინერი-სასტუმრო 5 ათას მგზავრზე და ბირთვულ ენერგიაზე! (+ვიდეო)

image

ბევრ ფანატს არ უნახავს ეს მსახიობები ახალგაზრდა ასაკში


image


იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი?

image








0
757
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
757