x
სტივ ჯობსის გამონათქვამები

image

მის მიერ შემუშავებულმა და სრულყოფილმა კომპიუტერებმა თუ აიფონებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიისა და მუსიკის ინდუსტრიაზე. მას ხშირად უწოდებენ „ციფრულ რევოლუციის“ მამას. სტივ ჯობსი იყო შესანიშნავი ორატორი, რომელსაც თავად გამოჰქონდა პრეზენტაციებზე ინოვაციური პროდუქტები და სახალისო შოუებსაც დგამდა.

  • აკეთეთ საყვარელი საქმე; იპოვეთ ჭეშმარიტი გატაცება და მიდრეკილება; ერთადერთი საშუალება, რაღაც მართლა დიდებული გააკეთოთ, არის ის, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ.
  • გამოიყენეთ სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდი, რომელიც იყოფა ოთხ კატეგორიად: ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, საფრთხეები.
  • იყავით მიზანდასახულები. მრავალ იდეას შორის იპოვეთ ის, რომელსაც სწრაფად და დამაჯერებლად უნდა განახორციელოთ.ამ იდეებთან ერთად მოემზადეთ ახალი წარმატებისთვის; ხანდახან პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, მაგრამ გარისკეთ! თამამად მიენდეთ თქვენს გულსა და ინტუიციას.
  • დიადზე ფიქრისას მცირედით დაიწყეთ; არ იფიქროთ ყველაფერზე ერთბაშად; დაიწყეთ რამდენიმე მარტივი ჩანაფიქრით და ასე მიაღწიევთ უფრო რთულამდე; არ იფიქროთ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, მაგრამ მომავალიც არ დაივიწყოთ.
  • ეცადეთ, ბაზარზე ლიდერი გახდეთ; დანერგეთ წამყვანი ტექნოლოგიები თქვენისაქმიანობის ყველა სფეროში და ამასთან, გააკონტროლეთ ისინი; თუ არსებობს უფრო უკეთესი ტექნოლოგია, გამოიყენეთ, თუნდაც მას არავინ იყენებდეს; იყავით პირველი და შექმენით სტანდარტები.
  • სწორება აიღეთ შედეგზე! ადამიანები თქვენი ქმედებებით განგსჯიან, ამიტომ შედეგი უმთავრეს მიზნად დაისახეთ. იყავით ხარისხის საზომი;თუმცა, ყველა ადამიანი არ არის ორიენტირებული უმაღლეს ხარისხზე, ამიტომ განუმარტეთ მისი უპირატესობები;უამისოდ ისინი არ იყიდიან საქონელს.
  • მიაქციეთ ყურადღება დიზაინს - „ ჩვენ ისეთი მშვენიერი ღილაკები შევქმენით, რომ მათი მოფერება მოგინდებათ“
  • იკითხეთ რჩევა! გაესაუბრეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს; ყველა მათგანი გამოთქვამს ერთ სასარგებლო მოსაზრებას მაინც; მაგრამ თუ თქვენ საქმის მთავარი რგოლი ხართ, შეიძლება ხანდახან არც გაგცენ სწორი პასუხი, რადგან შეეშინდეთ თქვენი. მაშინ შენიღბეთ ან სხვა წყაროებთან მოიძეთ ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილეთ მათზე, ვინც თქვენი პროდუქციის მომხმარბელია, უპირველესად, მათი აზრი გაითვალისწინეთ.
  • გამუდმებით ეძიეთ სიახლეები! ინოვაციები განასხვავებს ლიდერს სხვებისგან.
  • შეცდომები გააანალიზეთ. ხანდახან ახლის შექმნისას შეცდომებს ვუშვებთ. ამიტომ ეცადეთ, სწრაფად იპოვოთ, აღმოფხვრათ და მათი გათვალისწინებით სხვა იდეები დახვეწოთ.
0
18
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0