x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
ფილიპ კირკოროვი ნანობს ალა პუგაჩოვასთან ქორწინებას, მის ნაცვლად რომელი მომღერლის ცოლად მოყვანა სურდა?
image

ბულგარულ-სომხური წარმოშობის რუს მომღერალს, ფილიპ კირკოროვს, რატომღაც თითქმის სამი ათეული წლების შემდეგ "ახსენდება" და ამბობს, რომ ნანობს ალა პუგაჩოვასთან ქორწინებას.


გამოდის, რომ ალა პუგაჩოვასთან ქორწინება შავი ლაქაა ფილიპ კირკოროვის ცხოვრებაში?

ერთ-ერთ სიმღერაში ფილიპ კირკოროვი ასე "გალობდა":



"ოჰ, სად არის ეს 1994 წელი, როცა კინაღამ წყვილი გავხდით? ვნანობ დღემდე... მზად ვიყავი არამარტო მხრებით, ხელებითაც მატარებდე, ჩემო მზეო! მიყვარხარ მთელი გულით და სულით"(Ах, где этот 1994 год, когда мы чуть не стали парой? Жалею по сей день… Готов был носить не только на плечах тебя, но и на руках, моё солнце! Люблю тебя всем сердцем и душой")


გამოდის, რომ პუგაჩოვასთან ქორწინებაში გატარებული მთელი 9 წელი შეცდომა იყო? და ალასა და ფილიპს არ უყვარდათ და ეს უბრალოდ გატაცება ერთმანეთით? მაშ სხვაგვარად როგორ ავხსნათ, რომ ამ ბოლო დროს კირკოროვს არ ერიდება და ღიად ყვება, როგორ ღალატობდა პრიმადონას. ახლა კი მათ ქორწინებას შეცდომასაც კი უწოდებს და თან ნანობს.


როგორც გაირკვა, ბულგარელი გულთამპყრობელი ნანობს, რომ ერთ დროს სავსე მკერდიან ნატაშა კარალიოვაზე არ დაქორწინდა.

image

როგორც თავად კირკოროვი ამბობს, რომელმაც 31 მაისს ნატაშას ნახევარსაუკუნოვანი იუბილე მიულოცა, ირკვევა, რომ მას იმ დროს ორივე ქალი უყვარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, "მილიონ ალისფერი ვარდების" შემსრულებლისადმი აკვიატებამ მოიცვა. ახლა ფილიპ კირკოროვს მხოლოდ სევდიანად შეუძლია გვერდიდან უყუროს და ცრემლები მოიწმინდოს, ბედნიერ კარალიოვასა და ტარზანს რომ უყურებს.


ან, მოიცადეთ, რა სახის მინიშნებას აკეთებს რუსული პოპის მეფე წლების შემდეგ? ყველამ იცის, როგორი კაცები მოსწონს ნატაშა კარალიოვას. შესაძლოა, სასიყვარულო სამკუთხედიც კი ჩამოყალიბდეს.


შეგახსენებთ, ფილიპ კირკოროვი და ალა პუგაჩოვა 1994 წლიდან 2005 წლამდე იყვნენ ერთად, ფილიპი პრიმადონაზე 18 წლით უმცროსი იყო.

1
155
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
2023, 4 ივნისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1