x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135766
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510148
რატომ ითვლებოდა "სილამაზის ოყნა" ყველაზე მოდურ პროცედურად საფრანგეთის არისტოკრატებს შორის? მიზეზი მართლაც გაგაოცებთ!

image


ოყნა მე-16 საუკუნეში საფრანგეთში მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მეტიც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ მოდამ ფართო ასახვა ხელოვნებაშიც ჰპოვა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ უცნაური ტენდენციის შესახებ მოგიყვებით.




ოყნის ისტორია


image


სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, ოყნა თითქმის ყველა ოჯახში იყო. მედიცინის ევოლუციისა და სხვადასხვა წამლების გაჩენამ, მისი აქტუალობა დაკარგა. ცხადია, მე-16 საუკუნის საფრანგეთში მსგავსი წამლები არ არსებობდა, მაგრამ მუცლის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტის ატანაც არავის სურდა, გარდა ამისა, ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ მათი გარეგნობა, კანის სილამაზე და ფიგურა საჭმლის მომნელებლის ხარისხზე იყო დამოკიდებული, პროცედურა, სწორედ ამ უკანასკნელი პუნქტების გამო პოპულარული განსაკუთრებით ქალებში გახდა.


image


ადამიანების მიერ ოყნის გამოყენება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა ამ პროცედურის შესახებ ყველაზე პირველი ცნობები, მეცნიერებმა ძველ ეგვიპტესა და ძველ ბაბილონში აღმოაჩინეს. ოყნის გამოყენების საინტერესო ტექნიკა ძველ ინდურ ტომებს შორისაც გვხვდება: იმქვეყნად წამსვლელთათვის ოყნას იქ სხვადასხვა ბალახს უმატებდნენ.


image


აღნიშნული ხელსაწყო იმით მზადდებოდა რაც ადამიანებს ხელთ ჰქონდათ, ეს შეიძლება ყოფილიყო ბამბუკის მილები, ძვლები და რქები, აბრეშუმის მსგავსი ქსოვილების ტომრები, ღორის სა­შარ­დე ბუშ­ტები და ცხოველების სხვა ნარჩენები. ორგანიზმში შეყვანილი სითხის შემადგენლობაც ასევე განსხვავებული იყო - კომბოსტოს წვენიდან და ვირის რძიდან დაწყებული ძმრითა და ღორის ნაღველით დამთავრებული.






ოყნა მე -16 საუკუნის საფრანგეთში


image


საფრანგეთში ოყნის განსაკუთრებულმა პოპულარობამ ხელი შეუწყო რწმენას, რომ თითქოს ის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება (რაც რეალობას რაღა თქმა უნდა, არ შეესაბამებოდა) იყო. მაღალ საზოგადოებაში ოყნის ეფექტის ყველას სჯეროდა, თუმცა პროცედურის რაოდენობა სერიოზულ კამათს იწვევდა. ამ მოსაზრებას ბევრი არისტოკრატი წამოეგო, განსაკუთრებით კი ქალბატონები, შედეგად, რაღაც ჯადოსნური გზით, ოყნის ოპტიმალური რაოდენობა დღეში 4 - ით განისაზღვრა. ეს მოდა უმაღლესმა თავადაზნაურობამაც აიტაცა. მეცნიერთა აზრით, მარტო მეფე ლუი XIV-მ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სულ მცირე 2 000 ოყნა გაიკეთა, მეტიც, მას აღნიშნული პროცედურა ზოგჯერ პირდაპირ ტახტზე უტარდებოდა. "მეფე მზის" მაგალითს მისივე ქვეშევრდომებიც აყვნენ, ასე იქცა 16 საუკუნის საფრანგეთში მოდურად წამლების რექტალურად მიღება.



image


და ამ უჩველო მოდასთან დაკავშირებული ყველაზე უცნაური ფაქტი ის გახლავთ რომ მიუხედავად პროცედურის ინტიმურობისა, მასზე ხმამაღლა საუბარი სრულიად ნორმალური იყო. მეტიც, სავსებით ჩვეულებირივი იყო ასეთი სცენების ნახატებზე გამოსახვა და შემდეგ მათი საჯაროდ გამოფენა. ამასთან, იმ ეპოქის ბევრი მხატვარი ძალიან ბედნიერი იყო ამ პროცესის საკუთარ ტილოებზე ასახვით. ოყნის უსაზღვრო პოპულარობას საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა.

image


გაჩნდა სხვადასხვა კრიკატურა, ხუმრობა და ასევე სცენები პიესებში, რომელიც გაახალგაზრდავების ამ საკმაოდ უჩვეულო მეთოდს საჯაროდ დასცინოდა. ოყნასთან დაკავშირებულ მეორე სერიოზულ პრობლემად მკვლელობათა სერია იქცა, ვინაიდან პროცედურისთვის წყალში შხამის დამატება ძალიან ადვილი იყო, რაც ასეთი გზით სხეულში მყისიერად ხვდებოდა. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც ლუი XIV იძულებული იყო სპეციალური ჯგუფიც კი შეექმნა, რომელიც მას ოყნით მოწამვლისგან დაიცავდა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ შხამი იქ სრულიად შემთხვევით ხვდებოდა: ვიღაცას შეეძლო უბრალოდ რეცეპტით გამოწერილი ხსნარის პროპორციები უნებურად გადაეჭარბებინა.












0
435
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
435