x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა ჰქვია და რა ხნისაა სააკაშვილის მეოთხე შვილი?
image

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან ციხეში ზის, ბავშვი გააჩინა, ეს უკვე სააკაშვილის აქამდე ცნობილი მეოთხე შვილია, ორი ჰყავს იფიციალური ცოლისგან სანდრა რულოვსისგან, -ედუარდი და ნიკოლოზი, ერთი მომღერალ სოფო ნიჟარაძისგან- გოგონა ელის მარია და ისევ ქალიშვილი, 32 ლიზა იასკოსგან, რომლის სახელია ჟასმინი.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში წერ­და, ბავშვი ამჟამად 1 წლისაა.

image




უკრაინული გამოცემა "ტაბლოიდი" წერს, რომ თავად იასკომ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს აღიარა, რომ დედა გახდა.


სოციალურ ქსელში იასკომ დაწერა, რომ ბავშვი არის მამის "უკრაინული გაგრძელება", რომელიც ასე სურდა ჰყოლოდა, რომ "ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით". შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც აქვს.

image

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ომის ამ საშინელ რეალობაში. ზაფხულის დაწყების დღეს უმეტესობას ბოლო დღეები არ გვეძინა. ზაფხულზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენი შვილების დაცვაზე. ჩვენი შვილები, ბავშვები, რომლებსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ყოვლისმომცველი აგრესიის გამო საკუთარ სახლში უსაფრთხოება არ აქვთ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვის მამა არ იქნებოდა თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, როცა ერთად ვგეგმავდით ერთად ყოფნას. ჩემი შვილი ჩემი სიყვარულია. მამისთვის ჩვენი შვილი არის მისი უკრაინული ფესვები და უკრაინული გაგრძელება, რაზეც ოცნებობდა და სურდა ჰყოლოდა, ამაყობდა უკრაინის მოქალაქის პასპორტით."-წერს ლიზა იასკო.




სააკაშვილი და იასკო ურთიერთობას დიდხანს მალავდნენ, თუმცა დაკავების შემდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში 32 წლის უკრაინელი დეპუტატისადმი სიყვარული სახალხოდ აღიარა. თუმცა, მაშინ მედია წერდა, რომ იასკომ სააკაშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა.


ელიზავეტა იასკომ დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და არის პირველი უკრაინელი, რომელმაც დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მმართველობის სკოლა. ერთ დროს მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდში, არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარე.


2020 წელს რუსეთმა სანქცირებული უკრაინელი პირების სიაში იასკოც დაამატა.

1
319
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
2023, 2 ივნისი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1