x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ზიგმუნდ ფროიდის 25 გამონათქვამი, რომლებიც ბევრ რამეზე აგიხელთ თვალს

ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებები ადამიანის ბუნებაზე ინოვაციური იყო იმ დროისთვის. მკვლევარის მთელი ცხოვრების მანძილზე მისი იდეები სამეცნიერო საზოგადოებაში რეზონანსს განიცდიდა, მაგრამ მეცნიერის თეორიებისადმი ინტერესი დღემდე არ გამქრალა. წარმოგიდგენთ ფროიდის გამონათქვამებს, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ:image

1. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა შეედაროთ ხართ თქვენ-წარსულში, ხოლო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა აჯობოთ, ხართ ისევ თქვენ-აწმყოში.

2. ჩვენ ამ სამყაროში მარტონი მოვდივართ და ასევე მარტონ ვტოვებთ მას.

3. ბევრის მოყვარე-იცნობს ქალებს, ერთის მოყვარე შეიცნობს სიყვარულს.

4. ადამიანის გაბედნიერების ამოცანა არ იყო სამყაროს შექმნის გეგმის ნაწილი.

5. ადამიანების უმეტესობას ნამდვილად არ სურს თავისუფლება, რადგან მას პასუხისმგებლობა მოჰყვება და უმეტესობას პასუხისმგებლობის ეშინია.

6. დაკავებულ ადამიანს იშვიათად სტუმრობენ უსაქმურები - ბუზები მდუღარე ქვაბთან არ დაფრინავენ.

7. ადამიანი არასდროს არაფერზე ამბობს უარს, ის უბრალოდ ცვლის ერთ სიამოვნებას მეორეთი.

8. თქვენი პიროვნების მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემის სიდიდით, რამაც შეიძლება გაგაბრაზოთ.

9. რაც უფრო უნაკლოა ადამიანი გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს შიგნით...

10. ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს... ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.

11. სამწუხაროდ, დათრგუნული ემოციები არ კვდება. მათ აჩუმებენ და ისინი აგრძელებენ გავლენას ადამიანზე შიგნიდან.

12. შუა საუკუნეებში დამწვავდნენ, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.

13. ხანდახან სიგარა მხოლოდ და მხოლოდ სიგარაა.

14. სიყვარული და შრომა ჩვენი კაცობრიობის ქვაკუთხედია.

15. შური გამანადგურებელი რამაა.

16. ცხოვრებაში არაფერი გვიჯდება ისე ძვირი, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.

17. პირველი ადამიანი, ვინც ქვის ნაცვლად სალანძღავი სიტყვა ისროლა, იყო ცივილიზაციის შემოქმედი.

18. სისულელის პირველი ნიშანი სირცხვილის სრული არარსებობაა.

19. არაფერია უფრო ძვირი, ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირება.

20. მხოლოდ სექსის სრული არარსებობა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ გადახრად, დანარჩენი ყველაფერი გემოვნების საკითხია.

21. სანამ დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამთ თქვენს თავს, დარწმუნდით, რომ არ ხართ გარშემორტყმული იდიოტებით.

22. ადამიანის ბუნებაა აფასებდეს და სურდეს უპირველეს ყოვლისა, ის, რისი მიღწევაც არ შეუძლია.

23. თითოეულ ადამიანს აქვს სურვილები, რომლებსაც ის არ უზიარებს სხვებს და სურვილები, რომლებსაც თავადაც არ უმხელს საკუთარ თავს.

24. მასებს არასოდეს სწყუროდათ სიმართლე. ისინი ითხოვენ ილუზიებს, რომელთა გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

25. ჩვენ ყოველთვის არ ვართ თავისუფალი იმ შეცდომებისგან, რომლებზეც სხვებს დავცინით.

2
788
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
788
  
2023, 2 ივნისი, 23:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2