x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რომ ვიტყვი წინასწარ მათ "გეგმას" და ღიად გამოვიტან, "აკივლდებიან".... ა ბატონო!"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" მიერ რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის ინიციტივის სრულ მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფრაქცია "ენმ"-ს ყოფილ თავმჯდომარეს მმართველ გუნდთან გარიგებაში ამხელს:


"ქართული ოცნება მხარს უჭერს ხატია დეკანოიძის ინიციატივას ????მოკლედ ასეა “ჩემი ხატია სამშობლო, პოლიტიკური სახატე მთელი "ქართული ოცნება"????იუმორი გადაგვარჩენს✌️ იფ "მაგარი ბრძოლაა" და რაც მთავარია "დროული დაქუცმაცება" ოპოზიციისა ზოგიერთი "მებრძოლის ლოზუნგით "რუსი მოდის და არა რუსეთს".


ოცნება+ " მებრძოლები ახალი ფრაქცია -ჯგუფით"= დიდგორის "გამარჯვებას" ი.კობახიძის მხარდაჭერით???? ესეც იუმორით, აბა სხვა რა დაგვრჩენია... განსაკუთრებით ოცნების უპრეცენდენტო მხარდაჭერა "მომეწონა"-უჰ "გადასარევ"! ????ჰოდა, რომ ვიტყვი წინასწარ მათ "გეგმას" და ღიად გამოვიტან, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს, რომ "აკივლდებიან" ხოლმე ეს "პოლიტმებრძოლები " ...... ა ბატონო!


ერთხმად დაუჭირა მმართველმა გუნდმა მხარი ამ ინიციატივას, ზარქუამ მიულოცა "კლანჭებიდან თავის დახსნას გილოცავთო", მდინარაძემ ოხანაშვილმა, კობახიძემ -სიამოვნებით გიჭერთ მხარსო....... ჰოდა რა გითხრათ აბა??? "წინ დიდი ბრძოლაა" და ამათ იმედად ბიძინა თუ იქნება თორემ .......????"- წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.


91 ხმით ნულის წინააღმდეგ - პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. საუბარია რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივაზე, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესახებ. წინადადების განხილვა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კამათი ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის გაიმართა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დეპუტატების შეფასებით, მათი ყოფილი თანაგუნდელების ინტერესები "ქართული ოცნების" შეხედულებებს საეჭვოდ ემთხვევა.


"გულწრფელად გეუბნებით, რომ მიჭირს კითხვების დასმა - ემთხვევა თუ არ ემთხვევა დღეს თქვენი და "ქართული ოცნების" ინტერესები?!" - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ხატია დეკანოიძის მისამართით.











0
273
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
273