x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ვაშლოვანში მომხდარი ინციდენტის გამო დედოფლისწყაროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
image


28 მაისს ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარი ინციდენტის გამო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი, სექტორ მიჯნისყურეს მესაზღვრე დააკავეს. მას ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება.

.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.



ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, “ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.

ვაშლოვანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ ფიროსმანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მესაზღვრეების მიმართ მსგავსი პრეტენზია მანამდე არცერთ ტურისტს არ გამოუთქვამს. ინციდენტის შესახებ ტურუსტული ჯგუფის ერთერთმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა:

.

„2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც !!!
27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე 13 ადამიანი, სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი, მივედით ბანაკამდე, გვგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ, სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეებიც არიან და ნუ მოკლედ მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს, მანამ სანამ არ დაღამდა... ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00 ზე გვაღვიძებს როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა, ჯერ თავიდან გვეგონა რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა. მაგრამ არა! ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელორუსი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო, რომელზეც უთხრა უიი გასაღები არ მქონიაო, შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა და შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით, მეორედ გადატენა და იქვე დაიდო!!! კარვებს შორის გაიარა ტყვიამ!!! ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის !!!!! არ დაგვავიწყდეს ის, რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ !!! ხალხო შოკში ვარ! ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ეხლაც კი თვალწინ მაქვს“ - წერდა ნანუკა ავალიანი.
.

1
465
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
465
  
2023, 1 ივნისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1