x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"ასე გააგრძელეთ და მერე რუსეთზე წერეთ მტერიაო"- რამ აღაშფოთა მაკა რაზმაძე

image


ჟურნალიტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში მსახიობ, სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზოგიერთი ადამიანის უტიფრობით აღშფოთებული ემოციას ვერ მალავს. ტელეწამყვანის თქმით, "ლაიქებზე" მონადირე სოციალური ქსელის მომხმარებლები სვავებად იქცნენ და ერთმანეთს ცრუ ინფორმაციებისა და ადამიანების გარდაცვალების შესახებ პოსტების წერაში ეჯიბრებიან:


"სვავებად გადაიქცა ამასობაში ხალხი ამ სოცქსელების გადამკიდე-დასწრებაზეა-აბა ვინ დაასწრებს ვინმეს სიკვდილზე ან რაიმე ცუდ ამბავზე დაწერას რომ მეტი ლაიქი ერგოს.ვინმეს ლანძღვა და ჯვარზე გაკვრები ხომ ნორმად იქცა, რეაქციაც კი აღარავის აქვს.სხვის ცუდზე იცინის ხალხი და უხარიათ…ასე გააგრძელეთ და მერე რუსეთზე ან თუნდაც იაპონიაზე წერეთ მტერიაო.ამაზე უარესს რას უკეთებს ჩვენს ქვეყანას ნებისმიერი მტერი ნეტა?ცოცხალია სოსო ჯაჭვლიანი კიდევ კარგი!"- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსახიობ სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც საბედნიეროდ ჭორი აღმოჩნდა.









0
743
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
743