x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
მითხარი შენი საყვარელი ხილი და გეტყვი ვინ ხარ შენ!
image

ვაშლი

ამ ხილის მოყვარულებს ახასიათებთ მოთმინების უნარი, შრომისმოყვარეობა, მაგრამ აქვთ უდიდესი ნაკლი- არიან ძველმოდურები. იმისათვის, რომ მიაღწიონ უფროსის კეთილგანწყობას, კანიდან ძვრებიან. როგორც წესი, ასეთი ადამიანები უფროსის მოწონებასა და პატივისცემას იმსახურებენ.

image
ატამი


ამ წვნიანი ხილის მოყვარულები ფლობენ ისეთ დადებით თვისებას, როგორიც არის რამოდენიმე საქმის შესაბამება. მაგრამ ხანდახან ამ ადამიანებს ვერ გაუგებ ხუმრობენ, თუ სიმართლეს ამბობენ. უდიდესი პლიუსია-თანდაყოლილი ინტელექტი და დიდი მინუსი-რთული პრობლემების გადაწყვეტა.

image

მარწყვი

ამ არომატული კენკრის მოყვარულებს ახასიათებთ სტუმართმოყვარეობა, ისინი არიან კონტაქტურები და კეთილგანწყობილნი. ლამაზი და ელეგანტური ნივთების მიმართ გულგრილნი არიან. არ არიან ჩხუბისმოყვარულნი. მაგრამ ხშირად და უსაფუძვლოდ ეჭვიანობენ, რაც მათ სრული სიტყვის მნიშვნელობით სიცოცხლეს უწამლავს.

imageსაზამთრო

ეს ადამიანები სანიმუშო ქცევის ეტალონები არიან! არ აქვთ ცხოვრებისადმი უკმაყოფილების გრძნობა და მიისწრაფიან ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ. თუმცა არ გააჩნიათ პრინციპულობა.


image








ბანანი

ამ ტროპიკული ხილის მოყვარულები დამთმობი და რბილები არიან, თუმცა მათი მანერები და შესახედაობა ხშირად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სენტიმენტალურნი და მიამიტები არიან. ჩვევად აქვთ სიზარმაცე.

image

მანდარინი

იუმორის გრძნობა-აი რითი იზიდავენ ისინი გარშემომყოფებს. ქარაფშუტები არიან და ხშირად იცვლიან აზრს ამა თუ იმ საგანზე. თანაც მათი ეს თვისებები სიბერემდე შეუცვლელი რჩება. მეგობართა წრისათვის შეუცვლელნი და თავდადებულნი, ოჯახისთვის გამუდმებული საზრუნავი არიან.



image


მსხალი

ნამდვილი მეგობრები. განმასხვავებელი თვისებები- მეგობრულობა და სიმშვიდე, რომლებიც მათთვის გენერატორის როლს ასრულებს შესანიშნავი ხასიათის შესანარჩუნებლად. აღმერთებენ იუმორს. თითქმის არ აქვთ უარყოფითი თვისებები.

imageფორთოხალი

აი მივედით არისტოკრატებამდეც. ეს ადამიანები, თავს ნამდვილ არისტოკრატებად თვლიან, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ფანტაზიაა.

არიან ექსტრიმის მოყვარულნი. ხშირად ტკენენ სხვებს გულს ისე, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდებიან.



რომელი ხილის მოყვარული ხარ შენ?

10
131
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თაზუ
თაზუ
131
  
2016, 4 თებერვალი, 11:26
მალინა და არ წერია
2012, 10 ოქტომბერი, 20:31
მადლობა :)
2012, 10 ოქტომბერი, 19:45
საინტერესოა, like
2012, 4 ოქტომბერი, 18:41
მე ვერ ამომშლი :D:D:D
2012, 4 ოქტომბერი, 13:52
დივა მეგობრებიდანაც არ ამოგშალო მიფრთხილდი :D
2012, 4 ოქტომბერი, 13:52
ე.ი. ყველა თვისებით ხარ დაჯილდოვებული :D:D:D
2012, 4 ოქტომბერი, 0:49
სად ხარ შენ სტუმართმოყვარე...შენ გგონია დამავიწყდა ბულაჩკა რომ გქონდა დამალული და არ მაჭამე :D:D
2012, 4 ოქტომბერი, 0:11
მე ყველა მიყვარს და რავი :Dდ
2012, 3 ოქტომბერი, 23:55
:D მე მარწყვი მიყვარს ძალიან
2012, 3 ოქტომბერი, 23:54
ფორთოხალი მიყვარს,ვგიჟდები...მაგრამ ასეთი სწერვა არ ვარ..შენც ხო იცი? :D ე შენ რა ხარ დაწერე რა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10