პარამეცნიერებები მანილაში ბიჭის ტელეპორტაცია კვლავ იწვევს მკვლევართა გაოცებას 2023, 29 მაისი, 1:49 მანილაში ბიჭის ტელეპორტაცია კვლავ იწვევს მკვლევართა გაოცებას
მთელი წლის განმავლობაში 13 წლის ფილიპინელ ბიჭს ტანჯავდა ის გამოცხადება, რაც თავიდან ანგელოზი ეგონა. როდესაც მის გვერდით გამოჩნდა ლამაზი გოგონას სახით, ბიჭი მოულოდნელად სხვა ადგილებში გადავიდა, ანუ მასთან სპონტანური ტელეპორტაცია მოხდა.
ადამიანების სპონტანური ტელეპორტაციის შემთხვევები - უეცარი და თავად მსხვერპლისთვის შეუმჩნეველი გადაადგილება ერთი რაიონიდან მეორეში - იშვიათია და ყველაზე ხშირად ტყეს უკავშირდება. ტყეებში ადამიანი კ იკარგება, ამიტომ სკეპტიკოსები ტყეში ტელეპორტაციას იმით ხსნიან, რომ ტყეში ადამიანი კარგავს დროის გრძნობას და ნორმალურად ვერ ადევნებს თვალყურს რამდენად შორს არის წასული. მაგრამ ასეთი ახსნა უკიდურესად რთულია იმ შემთხვევებზე, როცა ტელეპორტაცია ხდება ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაშ და მით უმეტეს, როცა ის დაკავშირებულია სხვა პარანორმალურ მოვლენებთან. 1951 წლის სექტემბრის ნათელ დღეს, 13 წლის სკოლის მოსწავლე, სახელად კორნელიო კლოზა, სახლში მიდიოდა თანაკლასელთან ერთად ზამორას დაწყებითი სკოლიდან მანილაში. კარგი დღე იყო და უცნაურობის ნიშნები არ ჩანდა, მაგრამ ბიჭებმა ღია მინდორი რომ გადაკვეთეს, კორნელიო უცებ ადგილზე გაიყინა და გაფითრდა. მისმა მეგობარმა რუდოლფომ ჰკითხა, რა მოხდა და რატომ გახდა კორნელიოს თვალები თევზივით ამობურცული. ამაზე ბიჭმა უპასუხა, რომ ახლა ხედავს გოგონას თეთრ კაბაში და გრძელ ქერა თმებში, რომელიც ბალახის ზემოთ ცურავს. მხოლოდ კორნელიომ დაინახა ეს გოგონა, რუდოლფოსთვის ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი მეგობარი ცარიელ ადგილს უყურებდა. ამის შემდეგ კორნელიო გაუჩინარდა. ეს მოხდა მისი მეგობრის თვალწინ და ნამდვილად არ იყო რაიმე სახის ხრიკი. რუდოლფოს საშინლად შეეშინდა და მთელი სისწრაფით მოკურცხლა სახლისკენ. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი პარანორმალური ფენომენების სერიის, რომლებიც დაკავშირებულია კორნელიო კლოზასთან. როდესაც რუდოლფო მივარდა თავის სახლთან, რომელიც კორნელიოს სახლის გვერდით იდგა, დაინახა კორნელიო ცოცხალი და უვნებელი, რომელიც გაშტერებული იდგა თავისი სახლის გარეთ. კითხვაზე, თუ რა მოუვიდა, კორნელიომ თქვა, რომ გოგონამ ჯერ დაიწყო საუბარი, შემდეგ კი ხელით შეეხო. ამის შემდეგ ბიჭმა უცებ იგრძნო თავი სრულიად უწონად, ბუმბულივით და მიხვდა, რომ უკვე მინდორზე კიარა, სახლთანაა. კორნელიომაც და რუდოლფომაც ისაუბრეს და გადაწყვიტეს არავისთვის ეთქვათ ამის შესახებ. რადგან მოზარდები არასოდეს დაუჯერებდენ, მაგრამ გაკიცხავდნენ ან დასცინებდნენ. თუმცა კორნელიოსთვის პრობლემა არ მოგვარებულა უცნაური ინციდენტის დამალვით. რაღაცამ იმოქმედა მასზე ისე, რომ ახლა მხიარული, კეთილი და ხალისიანი ბიჭი უცებ გახდა პირქუში და აგრესიული. ის ჩხუბებში ჩაერთო, სკოლას ხშირად აცდენდა და სწრაფად მოიპოვა ბოროტი მოძალადის რეპუტაცია. ამ ყველაფერს თან ახლდა უცნაური ინციდენტები, როცა ის რამდენჯერმე გაუჩინარდა ოჯახის წევრებისა თუ სხვა ადამიანების თვალწინ და სხვა ადგილას გამოჩნდა, ხშირად თვითმხილველებს აშინებდა. ერთ დღეს ის კლასში მთელი კლასის თვალწინ გაუჩინარდა და მეზობელ ქალაქში აღმოჩნდა. მოგვიანებით, კორნელიო იტყვის, რომ ის გაქრა იმ მომენტში, როდესაც თეთრად ჩაცმული გოგონა ისევ მასთან მივიდა და ხელებით შეეხო. ასევე იტყვის, რომ მან ასევე დააჯილდოვა იგი სხვა ზეუნარებით. კორნელიოს ფენომენს მეცნიერები დღემდე სწავლობენ, თუმცა არამატერიალურ სამყაროში ძნელია იპოვო ხელსესახები მტკიცებულებები გარდა იმისა, რომ მატერიალურ სამყაროში ბიჭიო რამდენჯერმე ყველას თვალწინ გაქრა. 483 2-ს მოსწონს
|