იარაღი და ტექნიკა შორს მსროლელი გერმანული კეისრები პირველი მსოფლიო ომის დროს 2023, 28 მაისი, 8:38 გერმანული კრეისერი “ ემდენ" ნაწილებად დაიშალა მას შემდეგ, რაც ავსტრიულმა “სიდნეიმ" ცეცხლი გაუხსნა . მოგვიანებით, გერმანული ხომალდი ზღვამ ქოქოსის კუნძულზე გარიყა. პირველი გერმანული კრეისერი, რომელმაც ომის გამოცხადებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ცეცხლი გაუხსნა ბონისა და ფილიპვილის ფრანგულ ბაზებს ეს იყო “გებენი" . გებენს თან ახლდა მსუბუქი კრეისერი “ბრესლაუ". გერმანული კრეისერები “გებენი" და “ბრესლაუ" კონსტანტინოპოლის პორტში 1914 წლისოქტომბერში შევიდნენ . ისინი ოსმალეთის დროშის ქვეშ ცურავდნენ, ეკიპაჟი კი გერმანული ჰყავდათ . ომის დარჩენილი ნაწილი ხმელთაშუა და შავ ზღვებზე, მოკავშირეთა გემებზე თავდასხმაში გაატარეს . კრეისერი “კერიგსბერგი " გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკაში იყო ბაზირებული. მან ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში ბრიტანული გემები ჩაძირა და ცეცხლი გაუხსნა სხვადასხვა პორტს . თვითონ 1915 წლის ივლისში ჩაიძირა . “ კრონპრინცი ვილჰელმი" ატლანტის ოკეანეში დაცურავდა, მან 20-ზე მეტი სავაჭრო გემი ჩაძირა . მარტში საწვავი გამოელია და შეცურა ნიუპორტში, სადაც აშშ- მა მისი კონფისკაცია მოახდინა . კრეისერმა “კარსრუემ " ჩაძირა უამრავი სავაჭრო გემი კარიბის ზღვაში . მის მეთაურს, კაპიტან კოლერს, განზრახული ჰქონდა, თავს დასხმოდა დაუცველ ბარბადოსს - მაგრამ გემი უეცრად აფეთქდა და ჩაიძირა. ვერც ერთმა გადარჩენილმა ფაქტს ახსნა ვერ მოუძებნა . ყველაზე წარმატებული კრეისერი “ ემდენი " იყო . მას “ აღმოსავლეთის გედსაც " უწოდებდნენ. აგვისტოში ხომალდმა დატოვა ცინგტაოს გერმანული ბაზა და რანგონის დასარბევად გაემართა. რანგონის პორტი დაუყოვნებლივ დახურეს, ამან ბრიტანული საგარეო ვაჭრობა თვეზე მეტხანს შეაფერხა. 22სექტემბერს “ემდენმა " ცეცხლი გაუხსნა მადრასს. ის უმიზნებდა ნავთობის დიდ საცავებს და გაანადგურა დოკები . The story of the SMS EMDEN ემდენმა გაანადგურა 23 სავაჭრო გემი, ერთი რუსული კრეისერი და ერთიც ფრანგული გამანადგურებელი . ასევე ააფეთქა მალაიზიის ქალაქ პეგანინის დოკები . 9 ნოემბერს ქოქოსის კუნძულებთან ის ავსტრიულ კრეისერ “ სიდნეის" შეხვდა. “ემდენი" ნაპირთან ძალიან ახლოს მიცურდა და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ნაწილებად დაიშალა. კრეისერი გებენი, რომელსაც იავუზი დაარქვეს, 1973 წამდე თურქეთის სახედრო-საზღვაო ძალების აქტიურ სამსახურში დარჩა. 69 შეფასება არ არის
|