სხვა ჟანა დარკი 2012, 3 ოქტომბერი, 19:48 ფრანგი ჟანა დარკი(1412-1431)იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც საფრანგეთის უდიდეს ნაწილს ინგლისი აკონტროლებდა.გადმოცემით, 13 წლის ჟანას მთავარანგელოზი მიქაელი და საფრანგეთის წმინდანები მოევლინენ და კაცად გადაცმა და საფრანგეთიდან ინგლისელების გასაძევებელი ბრძოლის წინამძღოლობა უბრძანეს.
ჟანა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ასწლიანი ომის პერიოდში(დაიწყო 1337 წ.-ს)ცხოვრობდა.ომის მიზეზი ინგლისის მეფე ედუარდ 3-ის საფრანგეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზია იყო.ჟანა საფრანგეთის დოფინს(ტახტის მემკვიდრეს), მომავალ მეფე კარლ 7-ს ეახლა და თავისი გამოცხადების შესახებ უამბო.
ჟანამ დოფინის ნდობა მოიპოვა და ქალაქ ორლეანის გასათავისუფლებლად ჯარი ჩააბარეს.ალყაშემორტყმულ ქალაქს ფრანგების ჯარი 1429 წელს მიადგა.ჟანას რაინდის სამოსი ეცვა და ხელში დროშა ეჭირა.ერთ კვირაში ინგლისელებმა უკან დაიხიეს.მას შემდეგ ჟანა დარკს "ორლეანელი ქალწული"ეწოდა.
შემდეგი 12 თვე ჟანა ფრანგების ჯარს სარდლობდა ინგლისელებთან ბრძოლაში.მან არაერთი ფრანგული ტერიტორია დაუბრუნდა საფრანგეთს.1430 წლის მაისში ჟანა ბურგუნდიის ჰერცოგმა (ფრანგი დიდებული, რომელიც ინგლისელების მხარეს იყო) ჩაიგდო ხელში.ტყვე ჟანა ინგლისელებს გადასცეს.
ინგლისელებმა ჟანა გაასამართლეს.მას ბრალად დასდეს ჯადოქრობა და ერეტიკოსობა(ადამიანი, რომელიც ქრისტიანული ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება), დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს.1431 წლის მაისში ჟანა კოცონზე დაწვეს საფრანგეთის ქალაქ რუანში.სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ ორლეანელი ქალწული უდანაშაულოდ ცნეს, 1920 წელს კი რომის პაპმა წმინდანად აღიარა. p.s ჟანა დარკის ცნობა ბრძოლის ველზე იოლი იყო, რადგან თეთრი აბჯარი ეცვა. 2816 9-ს მოსწონს |
+100000000000