x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
21-ე საუკუნის მიერ გამოვლენილი ისტორიული უხერხულობა მე-15 საუკუნეში "კოცონზე დამწვარი" ჟანა დ'არკის გამო - დაწვეს თუ არა რეალურად ჟანა?
image

ჟანა დ'არკი - მე-15 საუკუნის საფრანგეთის გმირი, 19 წლის ასაკში დაწვეს კოცონზე, როგორც ჯადოქარი და ერეტიკოსი. თუმცა ნამდვილად დაწვეს თუ არა ჟანა, კითხვის ნიშნები ჩნდება 2006 წლის შემდეგ.


image

ეკლესიის პროპაგანდის წყალობით ჟანას სიკვდილით დასჯის ადგილიდან რამდენიმე ნარჩენი აიღეს- ქსოვილის ნაჭერი და ნეკნისა და ბარძაყის ფრაგმენტები. ეს ნამუშევრები გამოფენილი იყო 1867 წლიდან გამოფენილი იყო მუზეუმებში, როგორც თაყვანისცემის ობიექტები და დიდი ისტორიის მტკიცებულება, სანამ...


image

2006 წელს 2 ათეულმა მეცნიერმა ჩაატარა ანალიზი. შედეგები: ქსოვილი არ დამწვარა, უბრალოდ ჭვარტლით იყო შეღებილი, ხოლო ძვლების ნაშთები ბალზამირებული იყო და ისინი ეკუთვნით კაცს, რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-III საუკუნეებში და კატას, რომელიც ამავე საუკუნეებში ცხოვრობდა. მომლოცველები აგრძელებდნენ თაყვანისცემას, მეცნიერები კი კამათობდნენ ჟანას თხელი და კეთილშობილი ძვლის შესახებ.


ეს მართლაც უხერხული სიტუაციაა. როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ ის ფეიკი, რომლის გამოც ზოგიერთი განსაკუთრებით წმინდა ნეშტის შემოწმება აკრძალულია.

image

ვინ იცის, რეალურად რის წინაშე გვაჩოქებენ და გვაცემინებენ თაყვანს! არავის, თვით ღვთის მსახურის გაკერპება და მის მუხლებზე მთხვევა არ არის ჭეშმარიტ ქრისტიანული

ქრისტეს მეორე მცვება: "არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი..."


ახალი აღთქმის თანახმად, ერთადერთი, რასაც უნდა ეთაყვანო, თვით უფალია.

3
260
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
260
  
ასეა აქაც,ადამიანებს სურდათ დაეჯერებინათ,რომ ჟანა არსებობდა და მისთვის თაყვანი ეცათ,ეს პროპაგანდა. რეალურად,დაწვეს თუ გაათხოვეს კაცმა არ იცის,შეიძლება არც არებობდა ეგეთი ტიპაჟი. იგივე ხდება ღმერთის რწმენაში,ადამიანებს სურთ ქონდეთ იმედი და იფიქრონ არაამქვეყნიურზე. ლოგიკაზე დამყარებული თემა არ არის ეს,ეს არის ფანტაზია ადამიანების და ყველას თავისებურად ესმის. ერთი კი ფაქტია,არც კიდობანის ამბავია სარწმუნო და არც ქრისტეს მესიანური ამბავი,ლოგიკაში არ ჯდება. ღმერთი ყოვლისშემძლეაო,თუმცა მას დასჭირდა განკაცებული ძე,რათა ადამიანის ცოდვები გამოესყიდა. თუ ცოდვების გამოსასყიდად აგზავნი ძეს ან შენივე მისატევებელ ცოდვებისთვის საკუთარ ძეს რატო გაგზავნი? რა გამოდის,შენ დამნაშავე ხარ ჩემთან,ხოლო რომ გაპატიო ეს დანაშაული,შვილი უნდა გამოგიგზავნო და მოგაკვლევინო? თუ პატიება მინდა,ავდგები და გაპატიებ,რა საჭიროა შვილის გაგზავნა და 33 წელი ლოდინი. მიდი და დაიჯერე,თუმცა რაღა დავმალო,ხანდახან მეც კი მჯერა ხოლმე:)
საინტერესო კითხვაა,ოღონ პასუხი გაურკვეველია. ყველა ეპოქა და ამ ეპოქის მამები ცდილობდნენ ისტორია თავისებურად დაეწერათ და თავიანთი სახელი უკვდავეყოთ. მაგალითისთვის,ისტორიაში გვასწავლიდნენ,56600 ჯარისკაცი ყავდა დავითს და 300000 ილ ღაზის,ხოდა რამდენად შესაძლებელია 356600 ადამიანს თუნდაც დგომა თრიალეთის ქედის მახლობლად? ბრძოლა ნამდვილად შედგა,თუმცა რამდენად მონაწილეობდა ამდენი ჯარისკაცი,ეს არალოგიკური და გაურკვეველია. ყველა მეფეს ყავდა თავისი მემატიანე,რა გგონიათ რო ცუდს დაწერდა რამეს მეფეზე? აგერ ახლა არ არის,ყველა მთავრობას თავისი ფავორიტი ტელევიზიები ყავთ,მიშას დროს სრული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა და კურიერში ისიც თქვეს რო 2008 წლის ომი მოვიგეთ. ამდენი საშუალება არსებობდა,თუმცა რაღაც პერიოდი ადამიანებს დააჯერეს,რომ წარმატება გვქონდა ამ ომში და ზეიმიც გადაიხადა მიშიკომ. იგივე ხდება უკრაინის გარშემოც,წელზე მეტია მოდის ინფორმაცია და ამბობენ,რომ რუსეთი აგებს ამ ომს,თუმცა დაკავებული ტერიტორიები არ დაუტოვებიათ ჯერ. როგორ არის შესაძლებელი,ომს აგებდეს მხარე და პოზიციებს არ თმობდეს? ასევე,ახლახან მოვიდა ცნობა,თითქოს რუსული უპილოტოები განადგურდნენ უკრაინაში,თუმცა ის არ უხსენებიათ,რამდენმა შეასრულა ამოცანა. 100% არაფერი არ არის,ყველაზე დაცული ცა აქვს ისრაელს,მეტნაკლებად ყველაზე აწყობილი საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს,თუმცა მაინც იყრება ბომბები და სრულად ვერ იცავენ. რამდენად არის შესძლებელია,100 უპილოტოდან ყველა ჩამოაგდონ?რა გამოდის რო რუსები მაგარი უვიცები არიან,თუმცა ამ უვიცებს ტერიტორიას ვერ ატოვებინებენ. ეს არის პროპაგანდა და ადამიანების ტვინის გამორეცხვის მეთოდი,რათა მეტი ხორცი და სისხლი შესწირონ,ხოლო თვითონ მილიონიანი ექსპერიმენტები ატარონ. უკრაინის ომის,რუსებსაც აწყობთ და ამერიკელებსაც,რადგან იარაღის გამოცდა ხდება და ეს არის უნიკალური შანსი,რათა თავისი იარაღის უპირატესობა და სისუსტე გამოვლინდეს. უბრალოდ,ადამიანები ცდილობენ დაიჯერონ ის,რაც უნდათ და ასე იცავენ თავს უიმედობისგან.
2023, 26 მაისი, 22:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3