x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როდის და რა მოვლენასთან დაკავშირებით დაწერა გალაკტიონმა "დროშები ჩქარა"?
imageგალაკტიონის ლექსი "დროშები ჩქარა"- ყველა ეპოქას და დროს მიესადაგება მის პათეტიკაში გამოსჭვივის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების სულისკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათთაგანი შეკვეთილი ლექსი გახლავთ, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესო ლირიკად გალაკტიონის შემოქმედებაში.


ლექსი პირველად გამოქვეყნდა გაზეთ “სოციალ-დემოკრატში" 1917 წლის მარტში, თებერვლის ბურჟაზიული რევოლუციის შემდეგ, რა დროსაც გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II და რომანოვების დინასტიის მმართველობას და რუსეთის იმპერიას ბოლო მოეღო.

image


გალაკტიონმა 1947 წელს შოვში გამართულ საღამოზე გაიხსენა ლექსის შექმნის ისტორია:



სტენოგრამა:


თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საქართველოს სახალხო პოეტს, აკა­დე­მი­კოს გალაკტიონ ტაბიძეს (ყველა ფეხზე სდგება: ხანგრძლივი ოვაციები).

გალაკტიონ ტაბიძე: - ჩემს [აქ ყოფნაში] რაჭა-ლეჩხუმში ყოფნის დროს ასეთ შემთხ­ვე­ვას ჰქონდა ადგილი: [ამას წინად] ბუბასკენ მიმავალ გზაზე შემხვედრმა მწყე­სებმა წა­მი­კითხეს გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, რომელშიაც ეწერა, რომ ჩე­ხოსლოვაკიის მწერლები სცემენ ქართველი მწერლების ანტოლოგიას, რომ­ლის საერთო სახელი იქნება „დროშები ჩქარა“, ჩემი ლექსის სახელი.
„დრო ყოველივესი უკეთესად შემფასებელიაო“, - სთქვა ამის გამო ერთმა რაჭ­ველმა. რაკი ლექსი, დაწერილი ოცდაათი წლის წინად, განაგრძობს არ­სე­ბო­ბას, როგორც ცოცხალი სინამდვილე, ცოცხალი მოვლენა, მაშასადამე, მას­ში არის ის ცხოველმყოფელი ძალა, რომლითაც ერთმანეთს ეხმაურებიან კავ­კა­სიონის კალ­თებზე მყოფი ბუბელი მწყესი და ლეგენდარულად შორს მყოფი ჩე­ხოსლოვაკელი მწერ­ლებიო“.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კურორტის თავაზიანი დირექტორისა და კუ­რორტის მთავარი ექიმის ინიციატივით, ნიკორწმინდელმა დურგალმა ნი­კოლოზ ვა­ჩაძემ, დამიდგა სამუშაო მაგიდა, გაიყვანა რა ბილიკი ვილიდან ჩემს მაგიდამდე.
ამგვარად, ჩემს განკარგულებაშია ახალთ-ახალი ხეივანი ჩემთვის სრუ­ლი­ად საკ­მარისი დაფიქრებებისა და მოგონებებისთვის ბუბელ მწყესებთან შეხ­ვედრისა.
ამ შემთხვევამ ჩემში გამოიწვია ასეთი მოგონება.
ეს იყო 1917 წელს. მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულს, მე შემატყობინეს, რომ ქუთაისის გუბერნატორის მიერ განკარგულება იყო გაცემული ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის შესახებ. ეს განკარგულება მიეცა ქუთაისის პოლიციას, აგრეთვე ჟან­დარ­მე­რიას სისრულეში მოსაყვანად, რის შესახებაც მე ჩუმად მაცნობა გუ­ბერნატორის მდი­ვანმა, გვარად დადიანმა. მანვე, როგორც ჩემს მხარეზე მყოფ­მა კარგმა ქართველმა, მირ­ჩია, მიმეღო რაიმე ზომები. მეც, რა თქმა უნ­და, მაშინვე არალეგალურ ცხოვრებაზე გა­დავედი. ვცხოვრობდი ხან ერთ, ხან მეორე მეგობართან, სახლიდან არც დღით, არც ღამით არ გამოვდიოდი.
ასეთ მდგომარეობაში განვაგრძობდი ერთი დიდი ხნის წინად დაწყებულ წიგ­ნის „ქართული ორნამენტი“-ს წერას.
საქმე იმაშია, რომ ყრმობიდანვე მიტაცებდა ეს თემა. მასში მე ვგრძნობდი და ვხე­დავდი ქართველი ერის, მისი ხელოვნების, მისი ადამიანების მთლიან ბუ­ნებას, ნიჭს. ჩემთან სანახავად მოსულს მეგობარ პოეტს ვთხოვე, ჩა­მოე­ტა­ნა ჩემთვის ძვე­ლი ნანგრევიდან რაიმე ორნამენტი. მან თხოვნა შემისრულა: მო­მიტანა დროთა სვლი­საგან ხავს-მოდებული ორნამენტი, იგი დავიდე მა­გი­და­ზე და ასე განვაგრძობდი წე­რას.
მაგრამ მისი დამთავრება სადიდხანოდ გადამადებინა რევოლიუციამ.
ერთს საღამოს სახლიდან გამოვედი. სახეზე ჩაბალახი მოვიხვიე, რომ არა­ვის ვეც­ნე. ქალაქის თეატრს შორიდან მოვუარე, თვით თეატრში კი რაღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივი რაღაც ხდებოდა.
თეატრის კულისებში მსახიობებთან შევედი.
- რა, რა მოხდა? - ვკითხულობ.
- რევოლიუცია, მგოსანო, - იყო პასუხი.
- რას ამბობ, გაიმეორე...
- რევოლიუცია, მგოსანო...
- რევოლიუცია... მერე... სად არის დროშები.
კულისებიდან გამოვედი ქუჩაში. იქიდან გავეშურე თეატრის დარ­ბა­ზი­სა­კენ.
შევედი თუ არა თეატრის ხალხით გაჭედილ დარბაზში, აუდიტორიამ იმ წამს­ვე შე­მამჩნია და, ძახილით: „გაუმარჯოს რევოლიუციას“ - გარს შე­მო­მეხ­ვია.
გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, თვალის დახამხამებისთანავე ხელით ამი­ტა­ცეს; ხელ­თაყვანილი რამოდენიმეჯერ შემომატარეს თეატრი. ისმოდა მქუ­ხა­რე ტაშისცემა და ძახილი: „გაუმარჯოს რევოლიუციას“...
აი, ამ მომენტში დაიბადა ჩემი ლექსი „დროშები ჩქარა“.
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა.
დროშები ჩქარა.
თავისუფლება ხალხს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა,
დროშები ჩქარა.
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაჰღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს,
დროშები ჩქარა
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას.
გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით.
დროშები ჩქარა.

(ხანგრძლივი ტაშისცემა. ოვაციები).
ამხანაგებო! მახსოვს ლექსის კითხვის დროს ყველგან და ყოველთვის ხაზს ვუს­ვამდი გან­საკუთრებით უკანასკნელ სტრიქონებს: „დიდება, ვინც კიდევ გვაბრ­ძო­ლებს იმედით, ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას“.
„გათენდა... შეერთდით, შეერთდით“.
„მართალი ხარო“, - მეუბნებოდნენ ჩვენი მწერლები. ცნობილია, რომ იმ დროს ქუთაისი ცენტრი იყო ქართული ლიტერატურული მოძრაობის, მრავალ შე­ჯახებებისა და ახალ გზათა ძიების.
„რევოლიუცია მხოლოდ დაიწყოო, - ამბობდენ ისინი, - იქნება კიდევ ბრძო­ლე­ბი... არსებობს მტერი, ეს ცხადია. არ უნდა მივეცეთ თვით­დამშ­ვი­დე­ბას, ჩვენ უნ­და ვიბრძოლოთ მედგრად, იმედიანათ“.
მე ადრევე მხურვალე მიმდევარი ვიყავი რევოლიუციური იდეების, ჩემს შეგ­ნე­ბაში კი 1917 წელი - იყო ერთი საფეხურიდან მეორე უფრო მაღალ სა­ფე­ხურ­ზე ასვლა. მე ვიგრძენი, რომ ლექსი „დროშები ჩქარა“ სარგებლობდა მა­სის მხურვალე გა­მოხმაურებით იმის გამო, რომ იგი გამოსახავდა ხალხის მისწ­რაფებას, ხალხის მოთ­ხოვნილებას, მის სულიერ განწყობილებას. და ერთ­ხელ კიდევ ნათელი გახდა, რომ პოეზია, რა საგანსაც არ უნდა ეხებოდეს იგი, არასდ­როს არ არის პოეზია, თუ მას თან არ ახლავს გულწრფელი, უმაღლესი პა­თოსი, თუ იგი არ ემსახურება ხალ­ხის ინტერესებს. 1917 წელი ჩემთვის იყო - ქუთაისი, თბილისი, მოსკოვი და პეტ­როგრადი, სადაც ვინახულე ამხ. სტა­ლინი.
ლენინი სწორედ იმ მომენტში ასე სწერდა: „რევოლიუცია მოახდინა პრო­ლე­ტარიატმა, მან გამოიჩინა გმირობა, იგი ღვრიდა სისხლს, მან გაიყოლია თან მშრო­მელი და უღარიბესი მოსახლეობის უფართოესი მასები“ (ლენინი, ტ. XX, გვ. 23-24).
„რუსეთის პროლეტარიატის სამი წლის 1905-1907 წლების უდიდესი კლა­სობ­რივი ბრძოლებისა და რევოლიუციური ენერგიის გარეშე შეუძლებელი იქ­ნე­ბო­და მეორე რევოლიუციის მოხდენა ესეოდენ სწრაფად, მისი დაწყებითი ეტა­პის დამ­თავრების თვალსაზრისით, რამდენიმე დღეში“ - სწერდა ლენინი (იქ­ვე, გვ. 14).
ეხლა.
ყოველი შემდგომი თემა უახლოვდება შემდგომ თემას, და ეს პროცესი ხდე­ბა თან­დათანობით და ლოღიკურად. ლექსიდან „დროშები ჩქარა“ გა­მომ­დი­ნარეობს ჩე­მი სხვა ლექსები და პოემები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ 1917 წელს ეხე­ბა.
ყოველივე ამის შესახებ თავის მშვენიერ მოხსენებაში თქვენ გესაუბრათ ჩე­მი შე­მოქმედების გულდასმით შემსწავლელი მომხსენებელი, ამიტომ ზედ­მე­ტად მიმაჩნია - ჩემის მხრივ - რაიმეს დამატება.
[გადავალ შემდეგ მოგონებებზე].
ვიტყვი მხოლოდ: ლექსი „დროშები ჩქარა“ დაიწერა 30 წლის წინად.
ოცდაათი წლის განმავლობაში ფრიალებდენ ჩვენი საყვარელი დროშები.
და დღეს, ოქტომბრის რევოლუციის 30 წლის თავს, მე მინდა, მივესალმო ახა­­ლი ლექსით: დროშები ცამდის!

image

3
262
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
262
  
2023, 30 მაისი, 23:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 მაისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3