x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბილ გეიტსს რუსი საყვარელი გამოუჩხრიკეს
image

მშვიდი და უწყინარი გარეგნობის მქონე ბილ გეიტსი კიდევ ერთხელ გამოიჭირეს ცოლისგან უჩუმრად სხვა ქალთან ურთიერთობაში. ორი წლის წინ ის დაშორდა მეუღლეს მელინდას, რომელთანაც 27 წელი იცხოვრა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, მედია აივსო "მაიკროსოფტის" ყოფილი თანამშრომლების განცხადებებით, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმის მოყოლაში, თუ როგორ ცდილობდა გეიტსი მათ ვახშამზე დაპატიჟებას და ზოგიერთი აცდუნა კიდეც.


ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის პირადი ცხოვრების ახალი დეტალები გაირკვა. აღმოჩნდა, რომ გეიტს რუსი საყვარელი ჰყავდა.


ეს ყველაფერი ჟურნალისტებმა გამოჩხრიკეს, ისინი ცდილობდნენ, დაემყარებინათ კავშირი Microsoft-ის თანადამფუძნებელსა და მილიარდერ ფინანსისტს ჯეფრი ეპშტაინს შორის, რომელსაც ბრალი ედებოდა პედოფილიაში და ათობით ახალგაზრდა გოგონას სექსუალურ ექსპლუატაციაში, რომლებიც მონაწილეობდნენ მის დახურულ სექს-წვეულებებში.





ბილ გეიტსს არაერთხელ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ეპშტეინთან. ამაზე მან უპასუხა, რომ, მართლაც, მხოლოდ ერთხელ ივაშხმა მასთან ერთად.


"მე ვნანობ იმ ვახშამს, მაგრამ იქ არაფერი იყო, აბსოლუტურად არაფერი, - თავის იმართლა გეიტსმა. - მას ჰქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც, როგორც თავად ამბობდა, შეეძლოთ შემოწირულებები გაეკეთებინათ გლობალური ჯანდაცვის განვითარებისთვის, ეს იყო რაც მე მაინტერესებდა; ამ მიმართულებით არ არის საკმარისი დაფინანსება“.


მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ერთი ვახშმით არ დასრულებულა. მამაკაცებს ჰყავდათ საერთო მეგობარი - რუსი მილა ანტონოვა. The Wall Street Journal-ის ცნობით, გეიტსი და ანტონოვა 2010 წელს ბრიჯის თამაშის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. მათი უცაბედი გაცნობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა.


სამი წლის შემდეგ, Microsoft-ის დამფუძნებელის პარტნიორმა, ბორის ნიკოლიჩმა მილა მიაგზავნა ჯეფრი ეპშტეინთან, რათა დახმარებოდა გოგონას ნახევარი მილიონი დოლარის შოვნაში, რომელიც სჭირდებოდა ონლაინ ბიზნესის დასაწყებად. ფინანსისტმა, სხვა საკითხებთან ერთად, გოგონას პროგრამირების გაკვეთილებიც გადაუხადა. თუმცა სტარტაპი საბოლოოდ მაინც ჩაიშალა.


ანტონოვამ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა ეპშტეინთან, ამიტომ 2014 წელს რამდენიმე დღე დარჩა ნიუ-იორკში მის ბინაში. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის რომანტიკული ან სექსუალური ურთიერთობა არ ყოფილა.


ამერიკული პრესა ირწმუნება, რომ 2017 წელს ჯეფრი ეპშტეინმა გადაწყვიტა ბილ გეიტსის დაშანტაჟება. დაემუქრა ელექტრონული ფოსტით, რომ ანტონოვასთან რომანის შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებდა. სანაცვლოდ მან მილას განათლებაზე დახარჯული 500 ათასი დოლარის ანაზღაურება მოსთხოვა.


არა და ანტონოვას, გეითტსსა და ეპშტეინს დიახ, ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. 2013 წლის გაზაფხულზე ისინი ერთად დაესწრნენ საღამოს ნობელის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარი, ს ტორბიორნ იაგლანდის სახლში, სადაც ენერგიულად განიხილეს მილიარდერის ავღანეთში შექმნილი პოლიომიელიტის ფონდის საქმიანობა.

image

ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Microsoft-ის დამფუძნებლის ყოველკვირეულ ჩანაწერებში ჩამოთვლილია ეპშტეინთან ექვსზე მეტი დაგეგმილი შეხვედრა, მათ შორის ნიუ-იორკში, მის კერძო ბინაში, რომელიც 2011 წლით თარიღდება.


ხოლო 2013 წლის მარტში გეიტსმა იფრინა ეპშტეინის თვითმფრინავით ნიუ ჯერსიდან ფლორიდაში., რომელსაც უწოდეს "ლოლიტა ექსპრესი" (იმის გამო, რომ ამ თვითმფრინავით ახალგაზრდა გოგონები გადაყავდათ ფინანსისტის კერძო კუნძულზე),


ახლა ბილ გეიტსს კიდევ ერთხელ მოუწევს მოინანიოს პედოფილ ფინანსისტთან შეხვედრები.


შეგახსენებთ, ეპშტეინმა აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე ორი კუნძული, 1998 და 2016 წლებში 7, 95 და 18 მილიონ დოლარად შეიძინა.თავად კი, 2019 წლის ივლისში, ძალადობაში დაადანაშაულეს და დააკავეს.66 წლის ჯეფრი ეპშტეინს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი და პროსტიტუციაში ჩაბმა დაედო ბრალად.


2019 წლის 10 აგვისტოს მილიარდერი ფინანსისტი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

2
221
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
2023, 27 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2