x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დარეჯან მეფარიშვილი: "..ნიკა გვარამია მე რომ დამზაფრეს და ნევროზი ამკიდეს, მაშინ ხელისუფლებას წარმოადგენდა..".

image "ჟურნალისტების დევნა წაუყენეს ბრალად ხელისუფლებას და მაგალითად ნიკა გვარამია მოიყვანეს - ნერვიულობს ე.წ. კრიტიკული მედია, კუდებითურთ.


საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ჟურნალისტის დევნაო, - ბრძანეს. თურმე იჩაგრებიან, უკვირთ... ჰოოოდა...


ექვსმა ჩინოსანმა მიჩივლა სასამართლოში - ექვსივეს მოვუგე პროცესი.


ორ ჩინოსანს, ბაჩო ახალაიას და სოზარ სუბარს ვუჩივლე - ორივეს მოვიგე სასამართლო პროცესი.



იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის არც ერთ პრესკონფერენციაზე არ მიშვებდა - დაცვა გაფრთხილებული იყო.


2011 წლის ჩათვლით არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია - საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. რამდენჯერ მომხვდა დუბინკა არ დამითვლია.


ერთხელ პოლიცია (7 თუ 8 "ცალი" ფორმიანი) შემომივარდა სახლში შუაღამისას, დედაჩემი და ჩემი დები კინაღამ ემსხვერპლნენ ნერვიულობას.


ერთი მინისტრის პიარმა დამირეკა და - რა გინდა, აგური უნდა მოგხვდეს თავში, რომ გაჩერდეო, "მეხუმრა". შეიძლება არ დაიჯეროთ და კაი ხანს მესიზმრებოდა სახლები როგორ ინგრეოდა და აგურები მეცემოდა თავში. გაქცევა მინდოდა და ვერ გავრბოდი.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორჯერ, გვარის დასახელების გარეშე და სტატიის მითითებით, ისე "თბილად" მახსენა, დღემდე მახსოვს.


იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში იჭორავა ჩემზე.


იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ თათბირზე არასამთავრობო სექტორთან, ბრძანა: როგორ გავაჩერო. უთხრეს - დაიჭირეო. ახლა მაგის პირდაპირი რეპორტაჟები მაკლია ციხიდანო, - უპასუხა. ამბავი მე რომ მომიტანეს, როგორ გამიხარდებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მე არ ვიტყვი.


ომში უკან არ დამიხევია, ერთხელ ტყვედაც ამიყვანეს.


ერთხელ, ერთი ჩინოსნის მდივანმა თავისუფლება აღმიკვეთა, სულ "რაღაც" ორი საათით.


ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე მომჩივანი ჩინოსნის ადვოკატმა ჩემი ფსიქიატრიული შემოწმების შუამდგომლობა დააყენა, დაუკმაყოფილა მოსამართლემ. ისეთი ფსიქოლოგიური ტერორი მაქვს გამოვლილი, დღემდე მიკვირს ფსიქიატრიულს მართლა როგორ ავცდი.


ერთ-ერთ სასამართლოზე, რომელსაც ვაშუქებდი, პროკურორმა სახეში ხელი გამარტყა.


ერთ-ერთი პროცესის შემდეგ (ამ პროცესსაც ვაშუქებდი) დერეფანში გამოსულმა უშიშროების თანამშრომელმა ზურგზე ხელი მკრა და დაკეტილი ფანჯარა გავიტანე თავით. სასწაული მოხდა და სახეზე ჭრილობები არ მივიღე.


ჩემს წინააღმდეგ, ერთი კანონიერი ქურდის მეგობარი "ჩუმადანში" 100 ათასი დოლარით რედაქცია-რედაქცია დადიოდა, თქვით რომ აგენტია და ვანომ დაავალა იმ სტატიების დაწერა, რასაც წერსო.


დაგირავებულ სახლში (პირველ სართულზე დიასახლისის ოჯახი ცხოვრობდა, მეორეზე - მე, ბინის კარს არ ვკეტავდი, საკუთარი სახლი იყო, თავისი ეზოთი) მოსასმენი აპარატი დამიმონტაჟეს.


რედაქციაში რამდენჯერ მომივარდნენ, არ დამითვლია. მათ შორის, კოდუას "ჯარისკაცები", კოდუას დედითურთ და ძმით. ალყა დაარტყა "ალიას" შეიარაღებულმა პირებმა, შეუიარაღებლები კი რესპონდენტების მისაღებ ოთახში "მირჩევდნენ" საქმეს.


არ დარჩა "ზვანია" მე რომ არ მომაკერეს. ოღონდ არ მკითხოთ რომელი, მრცხვენია თქმა.


ახალაიას რომ ვუჩივლე, გადაწყვეტილების გაყალბებისთვის ერთი მოსამართლე მოხსნეს.


20-ზე მეტმა უცხოელმა იურისტმა დაწერა ჩემს სასამართლო საქმეზე დასკვნა.


ოჯახის წევრებს ჩემს გამო რა გადაატანინეს ვერ დავწერ - არ მინდა ტკივილი განვუახლო მათ.


მამაჩემი რომ დაიბარეს პოლიციაში და შენი შვილი გააჩერეო, "პრავები" რომ უკაჩავეს, ეს ცალკე ისტორიაა.


კიდევ ბევრის გახსენება შემიძლია, ისიც სიკვდილს როგორ გადავურჩი ორჯერ და ისიც, ახლა თუ არა, ხვალ მაინც "მოგაყუჩებთო", რომ მირეკავდნენ...


ჰოოოდა, ნიკა გვარამია, რბილად ვიტყვი, მე რომ დამზაფრეს და ნევროზი ამკიდეს, მაშინ ხელისუფლებას წარმოადგენდა...


აი, ასეთი ვიყავი მაშინ. მაინც გავუძელი! მეტსაც გავუძლებ!" - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი.




0
277
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0