ფეხბურთი გაეტანო შირეა - მსოფლიო ვარსკვლავის კარიერა და ტრაგიკული აღსასრული 2023, 25 მაისი, 9:48 – გაეტანო შირეა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არა მარტო ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება, არამედ მის მიერ მოპოვებული ტიტულებით ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნებს.დღეს, 25 მაისს, მას დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა გაეტანო შირეა დაიბადა იტალიის პატარა ქალაქ ჩერნუსკო-სულ-ნავილიოში, რომელიც მდებარეობს ლომბარდიის პროვინციაში. ფეხბურთის თამაში ქუჩაში დაიწყო, შემდეგ მოხვდა ადგილობრივ Serenissima-ს გუნდში და შემდგომ, 14 წლის ასაკში კი " ატალანტას" აკადემიაში. 1974 წლიდან შირეა "იუვენტუსში" გადავიდა, სადაც მთელი მისი კარიერა ამ გუნდში გაგრძელდა, 1984 წლიდან გაეტანო შირეა გუნდის კაპიტანია, მთლიანად "იუვენტუსში" მან 552 მატჩი ითამაშა, ამ ხნის განმავლობაში იგი გახდა იტალიის შვიდგზის ჩემპიონი, იტალიის თასის ორგზის მფლობელი, უეფა-ს თასის, თასების მფლობელთა თასის, უეფა-ს სუპერთასის, ევროპის ჩემპიონთა თასისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, სახელოვანმა ფეხბურთელმა 1988 წელს დაასრულა კარიერა, 35 წლის ასაკში. რაც შეეხება ნაკრებს, გაეტანო შირეა იყო იტალიის ნაკრების კაპიტანი, მთლიანად ჩაატარა 78 მატჩი ნაკრების შემადგენლობაში, გაიტანა ორი გოლი, იყო სამი მსოფლიო ჩეპიონატის მონაწილე(1978.1982, 1986) მსოფლიო ჩემპიონი(1982) და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე(1980). გაეტანო შირეას — ფაბიო კანავაროსთან და ანტონიო კაბრინისთან ერთად — მეორე ადგილი უკავია იტალიელ ფეხბურთელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობის მხრივ. მათზე მეტჯერ მხოლოდ პაოლო მალდინიმ ითამაშა, გაეტანო შირეა ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მცველად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 71-ე ადგილი დაიკავა. 1989 წლის 3 სექტემბერს, შირეა ბრუნდებოდა ლოძიდან ვარშავაში "გურნიკის" მატჩის ყურების შემდეგ, რომელშიც "იუვენტუსის" მომავალი მეტოქე იყო უეფას თასზე, ფეხბურთელი ჩქარობდა, სურდა ტურინის ავიარეისისთვის მისწრება. Fiat 125 ით ფეხბურთელის გარდა მგზავრობდა მთარგმნელი ბარბარა იანუშკევიჩი და " გურნიკის" ადმინისტრატორი ანდჟეი ისდებსკი. საჭესთან პოლონელი მძღოლი ჰენრიკ პაიაკი იჯდა. ორ სატვირთო მანქანის გასწრებისას მსუბუქი ავტომობილი, რომლის საბარგულში ბენზინის ოთხი კანისტრა იყო მოთავსებული, მისკენ მიმავალ ფურგონს დაეჯახა და მომენტალურად გაუჩნდა ცეცხლი. მხოლოდ ისდებსკიმ მოახერხა ცეცხლიდან თავის დაღწევა. პოლიციას 13 საათი დასჭირდა გარდაცვლილების იდენტიფიცირებისთვის. ფეხბურთელს დარჩა ცოლი მარიელა, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკოსი გახდა და ვაჟი რიკარდო (დაიბადა 1977 წელს), რომელიც დღეს მუშაობს " იუვენტუსის" საკლუბო სისტემაში. 483 2-ს მოსწონს
|