სხვა საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (IX ნაწილი) 2023, 25 მაისი, 8:43 1. ამაზონის ტროპიკული წვიმის ტყე პერიოდულად სასუქს საჰარიდან იღებს. ქარს ქვიშის ნაწილები (მტვერი) ნუტრიენტებით (საკვები ნივთიერება) ოკეანეს გადაღმა, ტროპიკებში გადააქვს, სადაც ის ტყეს ეფინება და მცენარეებისთვის სასუქს წარმოადგენს. NASA-ს მეცნიერების გამოთვლებით, ყოველწლიურად, ქარს 27, 7 მლნ. ტ. მტვერი გადააქვს კონტინენტიდან კონტინენტზე, რომელიც 0, 08%-მდე ფოსფორს შეიცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზონის ტყეები, ყოველწლიურად, 22 ათას ტ. ფოსფორს იღებს აფრიკიდან. ეს კი, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენის გამორეცხვაც ხდება ხსენებული ტყეების ნიადაგებიდან, წვიმების და წყალდიდობების პერიოდში. სამხრეთ ამერიკის ეს რეგიონი მუდმივად განიცდის ფოსფორის ნაკლებობას და რომ არა საჰარა და «საჰარის სასუქი», შესაძლებელია, ამაზონის ტყეებიც არ ყოფილიო. 2. დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან, მხოლოდ კოალას და ადამიანს აქვს თითის ანაბეჭდები. 3. როგორც მეცნიერები ამბობენ, სულ რაღაც, 6000 წლის წინ, ადგილი სადაც ახლა საჰარის უდაბნოა, ბალახით და ხე–მცენარეებით იყო დაფარული. მაგრამ, კლიმატის ცვლილებამ, ლანდშაფტის ცვლილება გამოიწვია და აღნიშნული ტერიტორია ქვიშიან უდაბნოდ აქცია. კვლევის შედეგების თანახმად, ასეთი რადიკალური ძვრები ბუნებაში, დაახლოებით, 23 000 წელიწადში ერთხელ ხდება. 4. ხმაური, რომელიც ნიჟარის ყურთან მიდების დროს გვესმის, ჩვენს ვენებში მიმდინარე სისხლის ცირკულაციის ხმა არის. 5. გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 1\12 არის. ხოლო, უხერხემლოებს შორის, რეკორდსმენი ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა სხეულის მასასთან – 1\4-ია. 6. ლევი სტრაუსმა პირველი ჯინსის შარვალი 1850 წელს შექმნა და ის ამერიკელი მაღაროელებისთვის იყო განკუთვნილი. 7. «დეტექტივების დედოფალი» აგათა კრისტი დისგრაფიით იყო დაავადებული. ის ძალიან ნელა წერდა და უამრავ შეცდომას უშვებდა. ამიტომ, ყველა მისი ნაწარმოები კარნახით არის დაწერილი. 8. ზღვები და ოკეანეები ერთმანეთს არ ერევა. თუმცა, იმის თქმა, რომ აბსოლუტურად არ ერევა — შეცდომა იქნება. წყალი მაინც თხევადი სტიქიაა. მაგრამ, შერევა იმდენად უმნიშვნელოა, რომ შეგვიძლია საწინააღმდეგოც ვამტკიცოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მეცნიერთა ვერსია ასეთია: გიგანტური წყლის მასებს, სრულად შერევის საშუალებას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში დინების სხვადასხვა მიმართულები არ აძლევს, ამ უკანასკნელის მიზეზი კი, კორიოლისის ძალაა. 9. სინგაპურის ჩანგის აეროპორტი, ზედიზედ, 8 წელია საუკეთესო აეროპორტად არის აღიარებული, რაც რეკორდია. აეროპორტში არის რეკრეაციული სივრცეები, პეპლების ბაღი, კინოთეატრი და მსოფლიოში ყველაზე მაღალი შიდა ჩანჩქერი. 10. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, დემილიტარიზებული ზონა ველური ბუნების თავშესაფრად იქცა. მას 60 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ადამიანის ხელი არ შეხებია და ამის წყალობით, ის ნაკრძალად იქცა, სადაც განვითარდა და უსაფრთხოდ არსებობს ამ ტერიტორიისთვის უნიკალური ფლორისა და ფაუნის სახეობები. მაგ.: გვირგვინოსანი წერო ჰიმალაური დათვი ამურის ლეოპარდი არხის სხვა სიახლეები:* დედამიწა 15 000 წლის წინ - ვინ შექმნა სინამდვილეში მაჩუ-პიქჩუ?* რა მოხდებოდა, II მსოფლიო ომში სსრ კავშირი რომ დამარცხებულიყო? – ჰიტლერის შემდგომი გეგმები* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები224 2-ს მოსწონს
|