x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ირინა შეიკმა წითელ ხალიჩაზე გამჭვირვალე კაბით ყველა შოკში ჩააგდო

image


37 წლის სუპერმოდელმა ირინა შეიკმა "კანის" კინოფესტივალზე თავისი ექსტრავაგანტული "ლუქით" ყველა შოკში ჩააგდო. მოდელი წვეულებაზე სრულიად გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა, რაც სოციალურ ქსელში სერიოზული განხილვის თემად იქცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა დედისგან ასეთ სითამამეს არავინ ელოდა.


image


შეიკის თაყვანისმცემლებს შორის მოსაზრებები კომენტარებში ორად გაიყო, პოპულარულ მოდელს ზოგი ზედმეტი სიშიშვლისთვის აკრიტიკებდა, ზოგიც პირიქით სითამამეს უწონებდა: "და ამით რისი თქმა გსურთ?", "ირინა, ამით ახლა ვერავის გააკვირვებთ", "ღვთაებრივი ლამაზმანი", "ის დედოფალია და დედოფლებს ყველაფერი შეუძლიათ", "თავიდან ფეხებამდე უნაკლო", "შენზე ლამაზი ქალი არ მინახავს", "ყველასგან გამორჩეული", "ნუთუ მოდაში ახლა მოკრძალება არ არის?", "დანარჩენები ირინასთან შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებიან", არ წყდებოდა კომენტარებში მოდელის ფანებისა და ჰეითერების შეფასებები.


image


წითელ ხალიჩაზე მოდელი არანაკლებ ექსტავაგანტულად გამოჩნდა, რითიც ფესტივალზე დამსწრე ყველ სტუმარი აალაპრაკა და ტაბლოიდების მთავარ გმირადაც იქცა.


imageimage








0
590
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
590