x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
სირცხვილის გრძნობა მათთვის უცხოა: ვარსკვლავები, რომლებიც თამამ ჩაცმულობაზე გიჟდებიან
image


მორცხვობა - ადამიანის ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ ზოგიერთი ცნობილი ადამიანისთვის ის უბრალოდ უცხოა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ- ბიზნესის იმ ცნობილ წარმომადგენლებს, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ნახევრად შიშველი კაბების ტარებაზეც კი არ ამბობენ უარს.




მეგან ფოქსი


image


მეგან ფოქსი ამბობს, რომ მას არ მოსწონს, როცა ისე უყურებენ როგორც ვნების ობიექტს. მიუხედავად ამისა მსახიობი საზოგადოებაში ყოველი გამოჩენისას პრაქტიკულად შიშველია. მეგანს შესანიშნავი ფიგურა აქვს, და ყველა მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ მას სხვები მისი მხრიდნ უფრო კეკლუცობას ჰგავს.





კენდალ ჯენერი


image


კენდალ ჯენერი მედია სივრცეში პროვოკაციული კაბებით ხშირად ჩნდება. ზოგჯერ მისი კოსტიუმები იმდენად გამომწვევია, რომ მედია მის ჩაცმულობას ზოგჯერ წლობითაც კი განიხილავს.





ბელა ჰადიდი


image


ბელა ჰადიდი მზადაა უხერხულობასაც კი გაუძლოს, ოღონდ პრესამ სათანადო ყურადღება მიაქციოს. სუპერმოდელი იმდენად არაკომფორტულ კაბებს იცვამს, რომ მთელი საღამო ან მისი სწორება უწევს ან პიკანტური ადგილების ხელით დაფარვა.





ტეილორ სვიფტი



image


კაბის ექსტრავაგანტულმა ჭრილმა ტეილორ სვიფტს ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა. მართალია, მომღერალი ძალიან ფრთხილად მოძრაობდა, რათა ფოტოგრაფებისთვის თავისი საინტერესო ადგილების გადაღების საშუალება არ მიეცა, თუმცა ამის თავიდან აცილება მან მაინც ვერ შეძლო. ტეილორი ამით სულაც არ განაწყენებულა, რადგან მან "American Music Adwords 2022"-ის ცერემონია ჯილდოთი დატოვა.





ჰოლზი


image


მაყურებლები და ფოტოგრაფები განსაკუთრებით ყურადღებიანები მაშინ ხდებიან, როცა წითელ ხალიჩაზე ჰოლზი გადის, ვინაიდან ეს ნიშნავს რომ მისი ჩაცმულობა იმდენად პროვოკაციული იქნება, რომ მას პუბლიკა კიდევ დიდი ხნით ვერ დაივიწყებს.





რიანა


image


ბარბადოსელი ლამაზმანი ყოველთვის ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. მომღერლის ნახვა შეიძლება როგორც შუბაში, ასევე ნახევრად მოშიშვლებული მკერდით, ვარსკვლავს ასევე უყვარს მრავლფენიანი და მრავალდონიანი კოსტიუმები.





მაილი საირუსი


image


საყვარელ ადამიანთან მტკივნეული დაშორების შემდეგ, მომღერალმა იმიჯის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და აქცენტი ექსტრავაგანტულ სამოსზე გააკეთა, თუ ეს ვარსკვლავის მხრიდნ ყოფილისთვის რაღაცის დამტკიცების მცდელობაა, მაშინ როგორც ჩანს, მაილი საირუსმა ყველაზე წარუმატებელი გზა აირჩია.





რიტა ორა


image


ცნობილი ადამიანები ყურადღების მიქცევის მიზნით რაზე აღარ მიდიან. მაგალითად, რიტა ორა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის არჩევანს ყოველთვის ისეთ კაბებზე აკეთებს, რომელში მოძრაობაც კი უჭირს, ვინაიდან ერთი არასწორი ნაბიჯი და მთელი მსოფლიო დაინახავს იმას, რაც არ უნდა დაენახა.






0
451
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
451