კონფლიქტები აბსოლუტური ტყუილია, რომ საქართველო გადარჩა "ბუჩას" და "მარიუპოლს" 2023, 23 მაისი, 21:55 დღეს "აბა ომი გინდათ?" რიტორიკის მქონე ბევრი პოლიტიკოსი განიხილავს, რომ საქართველო გადარჩა "ბუჩას" და "მარიუპოლს".
ასეა, როცა ხელისუფლებაში ყოფნა და სავარძლის მიზიდულობის ძალა ან ამნეზიას გმართებს, ან ცდილობ, სხვებს დამართო. კი, ხალხსაც, რომელთსც "კოგნიტური სიძუნწე" ანუ კოგნიტური სიზარმაცე ახასიათებს და დაფიქრებისა და გაანაზლიზების გარეშე ისრუტავს მის ქვეცნობიერზე გათვლილ ტექსტებს, რა თქმა უნდა, მეხსიერება ხანმოკლე უხდება, რომ არაფერი ვთქვათ "მიკერძოების სიბრმავეზე", რომლის გამოც ვისი პოლიტიკური მომხრეც ხარ, მისი ყველაფერი მოგწონს... რომ გირტყას, უკვე ისიც მოგწონს, რომ გაშიმშილოს, ისიც. პროდუქტებზე გაძვირებული ფასებიც მოგწონს და სტოკჰოლმის სინდრომსაც მთელ;ი მისი თაიგულით იმართებ!
აბსოლუტური ტყუილია, რომ საქართველო გადარჩა "ბუჩას" და "მარიუპოლს. საქართველოს უკვე მოუწყვეს "ბუჩა" და "მარიუპოლი".
შორს რომ არ წავიდეთ და იუნკრები და გადარჩენილთა დევნა შემდეგ პოლონეთში და სხვა ქვეყნებში არ გავიხსენოთ, ან კიდევ
ალექსანდრე ყაზბეგის დროინდელი საქართველო,
აფხაზეთია საკმარისი, აგერ, არც ისე სორეულ წარსულში. მოვლენები, რომელიც თინეიჯერი ახალგაზრდების გარდა, ყველას გვახსოვს. წესიტ უნდა გვახსოვდეს, თუ გონებრივი შესაძლებლობები ნულს ქვევიტ არ გვაქვს და დემენცია არ დაგვწყებია.
ზუსტად იგივე ხელწერით ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ ბავშვებს მშობლების, ძმების თვალწინ და ხვრეტდნენ, დასდევდნენ და ხოცავდნენ მოხუცებს, მანქანით გადაუარეს და ისე დახოცეს ადამიანები, დახოცილებს წვავდნენ, ცოცხლადაც წვავდნენ, კბილებს აძრობდნენ და გვამებით თამაშობდნენ, ან ღორებს უგდებდნენ ქუჩებში. ცხედრებს ქუჩებში და ჭებში ყრიდნენ... სხვათა შორის, განსაკუთრებული სისასტიკით დასდევდნენ ასაკოვან პედაგოგებს, მღვდლებს და მონაზვნებს, ჟურნალისტებს, პოლიციელებს და ეს ძალიან ჰგავდა 1937 წელს ინტელიგენციის გაწყვეტის მცდელობას.
ზოგი დღეს ისტორიის გაყალბებას ცდილობს და ამბობს, რომ აფხაზეთში ეს არ გაუკეთებია რუსს და რაღაც დაქირავებულ ძალებზე საუბრობს, რომლებიც თითქოს მე დავიქირავე და არა რუსმა, ზოგი დღეს უკრაინის ისტორიის გაყალბებას ცდილობს და ამბობს, რომ იქ, უკრაინაში არ დაუხოცია მშვიდობიანი ადამიანები რუსს – და ხელწერა?
ხელწერა რუსის ჯარის?
რუსის ჯარს, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, არც სამხედრო სტრატეგია შეუცვლია წლებია და რად უნდა ექსპერტი იმის დანახვას, რომ არც ხელწერა?
ცხედრების დამარხვის უფლებას არც საქართველოში აძლევდნენ ხალხს და არც იქ, ქუჩაში ყრიდნენ, რომ ცხოველებს დაეჭამათ...
ყველა ომის მერე იღებდნენ პაუზას ჯარები ცხედრების დასამარხად, რუსი არ მარხავს, მიწაზე ყრის, მაშინაც არ მარხავს, როცა დაპყრობილი აქვს უკვე ქალაქი და აღარ ომობს, მეტიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც, მაშინ, როცა უკვე აღარაა ბრძოლები, რუსი აგრძელებს მშვიდობიანი ადამიანების წამებას და დახოცვას და რუსი ამ ცხედრებით ვაჭრობს მერე, ან ცხედრებით ერთობა.
წამების მეთოდებიც იგივე აქვთ, დაწვა, გაუპატიურება ოჯახის თვალწინ, კბილების დაძრობა, მანქანით გადავლა ადამიანებისთვის, ჭებში ჩაყრა.
ისინი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებსაც არ ასაფლავებენ, მათაც ან წვავენ, ან მიწის ზემოდან ყრიან...
აფხაზეთი:
30 წლის ცისია მშობლების და სამი სტუმრის თვალწინ თვალწინ გააუპატიურეს და შემდეგ ყველა დახვრიტეს…
ლავრენტი – წამებით მოკლეს მეუღლესთან ერთად – ორივეს თავი მოკვეთეს.
ქაჯაია ლერის თავი მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.
64 წლის ტარიელი წამებით მოკლეს – თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს.
55 წლის ანზორი აწამეს და თავი მოკვეთეს.
19 წლის ანა მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 ჯარისკაცმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.
12 წლის მარიამი ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.
50 ნლის ღუღუნი ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.
75 წლის დავითი და მისი ცოლი ზინა აწამეს და დაწვეს.
ნუგზარს ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს საკუთარი სახლის ჭიშკარან.
83 წლის ვერონიკას მანქანით გადაუარეს და ისე მოკლეს...
54 წლის გოვენის დახვრიტილი გვამი სანაგვე ყუთში ჩააგდეს.
დახვრეტილი არონის ცხედარში ოჯახს 2 მილიონი რუსული რუბლი მოსთხოვეს.
40 წლის გიორგი მე-2 ჯგუფის ინვალიდი, წამებით მოკლეს – ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.
ჩაჩბა ემზარი – აფხაზი, მოკლეს იმის გამო, რომ უნდოდა შეყვარებული ქართველი გოგონას მარიამ ჩოფლიანის დამარხვა.
ხვისტანი გივი – საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.
45 წლის ციური – გააუპატიურეს, მოაჭრეს ორივე მკერდი, დანით 10 ჭრილობა მიაყენეს.
53 წლის ზაური მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.
6 დღემდე ამოუცნობი ადამიანის დახვრიტილი გვამები ინკითის ტბაში გადააგდეს.
იაკობი დახვრიტეს საკუთარ სახლში და ღორებს მიუგდეს.
85 წლის პარმენს მოაჭრეს თავი და დაწვეს საკუთარ სახლში.
80 წლის ათანასე ცოლთან ერთად დახვრიტეს და შემდეგ ორივე დაწვეს.
70 წლის აბესალომი წამებით მოკლეს – მოაჭრეს ყურები, ცხვირი, დათხარეს თვალბი.
29 წლის გულადი – მოკლეს წამებით – დათხარეს თავლები, გადაუმტვრიეს ხელ-ფეხი.
27 წლის თამაზი – დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს ბზიფის იპოდრომთან.
52 წლის ანგელინა წამებით მოკლეს – მოაჭრეს თავი.
37 წლის მზია – გაუპატიურეს ძმის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს.
გავაშელიშვილი ბეჟანი დახვრიტეს, აღდგომის დღეს.
33 წლის დავითი წამებით მოკლეს – კბილები დააძვრეს, ძვლები გადაუმტვრიეს.
59 წლის პეტრე წამებით მოკლეს მეუღლესთან ერთად – ორივეს თავი მოკვეთეს, ნათესავებს გვამის დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს.
ჯოხაძე იზა – დათხარეს თვალები, მოაჭრეს მკერდი და დახვრიტეს.
60 წლის ბოჩია დახვრიტეს ძმასთან ერთად და გვამები ღორებს მიუგდეს.
უცნობი ქალი მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.
68 წლის ვლადიმერი –დახვრიტეს და საკუთარი ეზოს ჭაში ჩააგდეს.
9 აპრილი:
დარბევა გაფრთხილების გარეშე დაიწყო. ოთხ რიგად განლაგებული ტანკები წამოვიდნენ. ხალხი ჩაჯდა, იმ იმედით, რომ არ დაარტყამდნენ. ხელკეტებით შეიარაღებულმა ჯარისკაცება ჩამუხლული ხალხის უმოწყალო ცემა დაიწყო. ჩიტაძის ქუჩიდან სამხედროების სხვა ჯგუფი ჩამოვიდა სასანგრე ნიჩბებითა და მომაკვდინებელი მხუთავი აირით... უსწორდებოდნენ ქალებს და ბავშვებს. მეტსაც დახოცავდნენ, მაგრამ ქართულმა მილიციამ წრე შეკრეს, დაზარალებულები ფეხზე წამოაყენეს და ჭიჭინაძის ქუჩისაკენ გაუხსნეს გზა. დარბეული ხალხი გაქცევას ცდილობდა და მათ გაზის ბალონებს (დასაშვებზე მეტი კონცენტრირებით) ისევ ესროდნენ.
ადამიანები მოწამლულები იყვნენ ექიმებისათვის უცნობი ტოქსიკური გაზით, რომელიც იწვევდა ქავილსა და ჰაერის უკმარისობას. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.
კრემლმა გაავრცელა ვერსია, რომ 9 აპრილს ჭყლეტისას თავად დახოცეს მომიტინგეებმა ერთმანეთი და გაგუდეს, კრემლმა „ასფიქსია“ უწოდა მათ დახოცვას. კრემლი უარჰყოფდა ქიმიური ნივთიერების გამოყენებას და ურცხვად აცხადებდა რომ არც ერთ დაშავებულს და გარდაცვლილს არ ჰქონია „ნაკვეთი ან ნაჩხვლეტი ჭრილობა.“ როდიონოვი უსინდისოდ იტყუებოდა და ამბობდა, რომ „რუსი ჯარისკაცები განსაკუთრებული მზრუნველობით ცდილობდნენ არაფერი ევნოთ ბავშვებისა და ქალებისათვის.“
მოგვიანებით, რუსეთმა იგივე გააკეთა ბაქოში, რაც თბილისში 1989 წელს – იქაც დაარბია მშვიდობიანი მოსახლეობა და ტანკებით გასრისა და ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა 107 ადამიანი. ვილნიუსში კი 600 ადამიანი დაჭრა და 14 მოკლა.
და იქაც ზუსტად ისე იმართლა თავი, როგორც საქართველოს შემთხვევაში.
ესეც კიდევ ერთი ხელწერა რუსეთის – ამჯერად, უკვე ხელწერა დახოცოს და მერე დახოცილთა ოჯახებს დააბრალოს საკუთარი შვილების და მამების დახოცვა.
ომის დაწყების წინაპირობის შექმნაც და მერე ომის დაწყების ხელწერაც ზუსტად იდენტურია!
და 2022 წელს, ჩვენ, რომელსაც იგივე ხელწერით დაუხოცა შვილები, ჩვენ, ვინც უკვე გამოვიარეთ ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი იუნკრები, ჩვენი ხევი და ყაზბეგი, ვეუბნებით უკრაინას, დაამტკიცე, რომ მართლა რუსმა მოგიკლა და შენ არ დაგიხოცია შენი შვილებიო...
კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნა, სახლში რომ მკვლელი შეუვარდეს ადამიანს და შვილი მოუკლას, მერე რომ იგივე ადამიანი შევარდეს შვილმოკლული ადამიანის მეზობლის სახლში და იქაც მოკლას ბავშვი და ის კაცი, ვისაც მანამდე, ზუსტად იგივე მკვლელმა, ზუსტად იგივე მეთოდით მოუკლა შვილი, რომ მივიდეს მეზობელთან და გლოვაც არ დააცადოს, დაამტკიცე ახლავე, რომ შენი შვილიც ჩემი შვილის მკვლელმა მოკლა და თავად შენ არ მოგიკლავსო, რომ დასძახოს თავზე – ე, მაგას აკეთებთ დღეს ზოგნი.
შვილი რომ მოუკლას მკვლელმა კაცს და მერე თავი იმართლოს, თავად მოკლა მისი შვილიო და მერე იგივე მკვლელმა შვილმოკლული მამის მეზობლის შვილი რომ მოკლას და იქაც რომ იგივენაირად იმართლოს თავი და იმ შვილმოკლულმა კაცმა, ვინც უკვე გაიარა ეს სიმწარე, რასაც მკვლელისგან შვილის სიკვდილის დაბრალება ქვია, მაინც მკვლელს დაუჯეროს და მეზობელს არა – ე, მაგას აკეთებთ დღეს ზოგნი.
ამასობაში სუსმა ხალხი მეორედ მიავლინა მოსკოვს სალაპარაკოდ – არ მიავლინა სუსმა? გაეპარნენ ომის დროს მტერთან ქვეყნის სახელით სალაპარაკოდ? რისი სუსია მაშინ? 10 წელია ხელისუფლებაში ყრიან და 10 წელია იძახიან რუსთან ვილაპარაკებთო და არაფერი და ახლა, როცა რუსეთის სახე მსოფლიომ დაინახა, ახლა, როცა აღარავის უნდა მასთან საუბარი, ახლა აგზავნიან მისიას მისიაზე?
არადა ახლა იმით უნდა ვიყოთ დაკავებულნი, რომ ჩვენი "ბუჩა" და "მარიუპოლი" ვაჩვენოთ მსოფლიოს, ჩვენი სოხუმი და გაგრა, მოვუყვეთ ისტორიები, რომლებიც ზუსტად იგივე ხელწერით ჩაიდინეს საქართველოში! ვაჩვენოთ, რომ არ შეცვლილა რუსეთის ხელწერა, არა. განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან ამდენ ქალაქში არ შესულან – მხოლოდ რაოდენობაში სხვაობა...
ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ მას შემდეგ, როცა ბრძოლები აღარ გრძელდებოდა, რუსეთი აგრძელებდა გენოციდს – ვაჩვენოთ, რომ მათთან მოლაპარაკებას, დათმობას არ აქვს აზრი – მაშინაც აგრძელებს დახოცვას, როცა აღარ ებრძვი, როცა უკვე დაპყრობილი ჰყავხარ.
მოვუყვეთ, ე.წ. მშვიდობის დროს რა უქნეს ტატუნაშვილს.
ვერ იქნება სრულყოფილი რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის და გენოციდის გამოძიება საქართველოს გარეშე – ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს გაფრთხილება კიდევ ერთხელ, რა შეიძლება მოჰყვეს რუსთან ე.წ. მშვიდობას, შეგვიძლია ვაჩვენოთ ფაქტები, რომ უკრაინაში რაც აკეთეს, ეს მათი ხელწერაა და არა ცალკე აღებული ბოროტება.
დაბოლოს, იუნკრების გადარჩენილი ნაწილი რუსეთმა გაყარა საქართველოდან და ვინ გაყარა 2008 წლის ომის მებრძოლები იმავე საქართველოდან?
იუნკრები ვერ დავაბრუნეთ და ისინი მაინც უნდა დაბრუნდნენ!
ნებისმიერი სია, რომელიც ამ მოვლენებთან დაკავშირებით იქმნება, არასრულია. არავინ ითვლის, რამდენი ადამიანი დაიღუპა 9 აპრილიდან 2 წლის მერე, კურარეს შემცველი ნივთიერებით მოწამვლის ან ცემის შედეგად? 10 წლის მერე? რამდენი მოკლეს აფხაზეთსა და ოსეთის რეგიონში ისე, რომ არ ვიცით და ვერ გავიგეთ?
ჩვენ დრესაც ომში ვართ, ჰიბრიდულ ომში, როცა პოსტსიმართლით ცდილობენ, გაგვტეხონ ფსიქოლოგიურად! ღმერთმა არ ქნას, დადგეს ის დღე,
რაზეც ალექსანდრე ყაზბეგი წერდა :
მშვიდობიანად შემოსული "ძმებისგან" დამარტოხელებული მასპინძლების ნაწილ–ნაწილ ჩახოცვა და სრულად დამონება.
რუსეთთან კონფლიქტის შედეგად მარტო აფხაზეთის ომში ქართული მხრიდან 3000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. ამათგან 2000-მდე ჯარისკაცს შთამომავლობა არ დაუტოვებია (არითმეტიკული პროგრესიით, საშუალოდ, დღეს 3-ჯერ მეტი შვილიშვილი უნდა ჰყოლოდათ). გაგრაში დაიღუპა1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სოხუმის აღების შემდეგ 1000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. ვერ მოვიპოვე სტატისტიკა, რამდენმა ვერ დატოვა შთამომავლობა. საერთო ჯამში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. და კიდევ საერთო ჯამში, იქიდან დღემდე 9000-მდე პოტენციურ ქართველს დაბადების შანსი მოესპო!
აღარაფერს ვამბობ სამაჩაბლოზე. დაამატეთ ამ რიცხვებს დანარჩენი რიცხვებიც!
ვაიქართველს, მტერუმეს, ქართველთა გენოციდმომწყობუმეს!
ჩემს ქუჩაში დღესაც დადის მარადიული პატარძალი, აფხაზეთის ომში რომ დაეკარგა საქმრო და დღემდე ელოდება.
ჩემს ქუჩაში დღესაც უფეხებოდ ცხოვრობს აფხაზეთის ომში დაინვალიდებული ჯარისკაცი.
ჩემს ქუჩაში დღესაც დადიან ლევან აბაშიძისა და დაღუპული ბიჭების აჩრდილები.
ჩემს ქუჩაში დღესაც ისმის მეზობლის სარკმლიდან აფხაზეთში ნაწამების დედის ჩუმი ქვითინი.
ჩემს ქუჩაში დღესაც სტკივა მკერდი და ჩემს ქუჩაში დღესაც ეწვის ხელისგულები ქალს, რომელმაც ზურგჩანთიდან შვილი ძუძუს საწოვებლად გადმოიყვანა და... გაყინული ბავშვი.... იქვე საკუთარი ხელით მოჩიჩქნილ ორმოს დაუტოვა..
ჩემს ქუჩაში დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე შრომით შექმნეს, ერთ დღეში დაკარგეს!
მე არ გამოვიცვლი ამ ქუჩას!
მაგრამ შენ?
შენ არ მოგიკლეს?
შენ არ დაგიინვალიდეს?
შენ არ დაგიკარგეს?
შენ არ გიწამეს?
შენ არ გამოგაბუნძულეს შენი და შენი წინაპრების ნაოფლარი კედელ-ჭერიდან?
შენს ტყავზე არ გიწვნევია?
ჰმ, კარგია, რომ შენი ღობის შიგნით არაფერი შეცვლილა და ისევ მისტირი ღობის გარეთ დარჩენილი სივრცის გადამჯეგავი ჩექმის იმპერიას!!!
დღეს კი ცხვირწინ გვიტრიალებ ფრაზას, რომ რუსეთს ქართველი ერი უყვარს! ქართველი ერი კი არა, საქართველოს გეოგრაფია უყვარს, ჩვენს ტერიტორიებზე აფანატებს, დერეფანზე ოცნებობს!
თუმცა ბრმად მინდობილი ბეცი ადამიანების მოტყუებას რა უნდა?!
ღვთის სახელით კარგი მანიპულირება უნდა, ხომ უნდა?...
კი უნდა!
ნამდვილად უნდა! 100 1-ს მოსწონს 2-ს არა |