x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ჩრდილოელი დიქტატორის სასოწარკვეთილება: რას ნიშნავდა წითელ მოედანზე გამოჩენილი ერთადერთი ტანკი რეალურად?
რუსეთის დამარცხება უკრაინასთან ომში დღითიდღე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, თუმცა ამის გასაგებად რუსი ხალხი ჯერჯერობით მზად არ არის. რუსეთის დამარცხების აღიარება გამოიწვევს უზარმაზარ შოკს მისივე მოსახლეობაში, რამაც ტექტონიკურ პროცესებს შეიძლება დაუდოს საფუძველი, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის მმართველ წრეებს კარგად ესმით. ამიტომ ისინი სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ რუსი ხალხის შემზადებას იმ აზრთან შესაგუებლად, რომ უკრაინასთან ომი წაგებულია. სწორედ ამგვარად ფიქრობს ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც წითელ მოედანზე მგორავ ერთადერთ პატარა T-34 ტანკში ზუსტად ეს ფარული განზრახვა ამოიკითხა.


პუტინი ცდილობს, რუსეთის მოსახლეობა მძიმე დამარცხების პერსპექტივასთან წინასწარ შეაგუოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ სამარცხვინო აღლუმს, როგორიც 9 მაისს გაიმართა, არ ჩაატარებდა. ზოგადად, აღლუმებს ხომ ძალების სადემონსტრაციოდ მართავენ. 9 მაისის აღლუმი კი ამ მიზანს აშკარად აცდენილი გახლდათ. ეს იყო დამარცხებული ქვეყნის სასოწარკვეთილების გამომხატველი აღლუმი გასაცოდავებული ტექნიკით, რაც დათრგუნული და პანიკაში მყოფი დიქტატორის ყრუ შინაგან ამოძახილს წარმოადგენდა.


ომი


სწორედ ამგვარად ფიქრობს სამხედრო ექსპერტი და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონი, რომლის აზრით წითელ მოედანზე უთავბოლოდ მგორავი პატარა ტანკი იმ ტოტალური ნგრევის სიმბოლო გახლდათ, რაც რუსეთის არმიამ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად განიცადა.



“[9 მაისის] აღლუმი იყო დიდებული პაროდია სასოწარკვეთილი ტირანის შესახებ, რომელიც ხავსს ებღაუჭება, ” - განაცხადა ბრეტონ-გორდონმა The Independent-თან ინტერვიუში.


სამხედრო სპეციალისტის თქმით სიტუაცია რუსეთში გარდატეხის წერტილს უახლოვდება. კრემლი სოციალურ ქსელებს ვეღარ აკონტროლებს, ხოლო პუტინის, როგორც “დიდი მთავარსარდლის” სახელი უკვე ბოლომდე მიწასთან არის გასწორებული.


“ყველა მშობელი დედა იმ ათობით ათასი ჯარისკაცისა, რომელიც უკრაინულ სასაკლაოზე შერეკეს, თანდათან იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რა ხდება სინამდვილეში. რეალურად პუტინმა არმია გაწირა. მისი ძალადობრივი რიტორიკა მკვეხარა და არაფრის მაქნისი კაცის ცარიელი სიტყვების რახარუხი აღმოჩნდა, ” - განაცხადა ექსპერტმა.


შეგახსენებთ, რომ ამერიკული დაზვერვის გაჟონილი მონაცემების თანახმად უკრაინაში 35, 500-დან 43, 000 რუს სამხედრომდეა დაღუპული, როცა უკრაინული მხარის დანაკარგები 15, 500-დან 17, 500-მდე ჯარისკაცს შეადგენს. რუსეთმა დაკარგა ასევე 2300-მდე ახალი T72 და T80 ტანკი და უამრავი ჯავშანტექნიკა. შესაბამისად, რუსეთს აღარ გააჩნია არანაირი აღჭურვილობა და მძიმე შეიარაღება. მისი მდგომარეობა კატასტროფულია.


ომი


ბრეტონ-გორდონის აზრით კატასტროფის ერთ-ერთი სიმპტომი “ვაგნერის” შეფის, ევგენი პრიგოჟინის რიტორიკაც იყო, რაც მან რუსეთის თავდაცვის მინისტრის მისამართით გამოიყენა, რაც ექსპერტის აზრით რუსულ არმიაში არსებულ ღრმა დისციპლინურ და მორალურ დეგრადაციაზე მიუთითებს.


ამ ყოველივეს ფონზე კიდევ უფრო დიდ საოცრებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ეს დაუძლურებული, მოფამფალებული და სასოწარკვეთილი რუსეთი საქართველოში თავისი გავლენების გამყარებას ახერხებს.


ეს უბრალოდ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული სპეცსამსახურების ფილიალია. ბიძინა ივანიშვილი, ქართველი მინისტრები და მმართველი უმრავლესობის სიით გასული ქართველი პარლამენტარები რუსეთის აგენტები რომ არ იყვნენ და უბრალოდ პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსებს წარმოადგენდნენ, ასეთ მომენტში რუსეთს უთუოდ ზურგს შეაქცევდნენ. რადგან ისინი ამას არ აკეთებენ, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მტრული და ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში პირდაპირ იმყოფებიან.


სხვა ახსნა მათ საქციელს რასაკვირველია არ გააჩნია.

1
155
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
155
  
ჩუთლაშვილი შენ ეტყობა ჭურში ზიხარ, რუსებმა ბახმუტი აიღეს. პრიგოჟინის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "კინკლაობა" ოპრეაცია "მაიორი მიტჩელია" შენისთანებმა და ბრენტონ გორდონის ნაირმა დასირებულებმა სისულელეები რომ იბოდიალონ.

აი ნამდვილი ექსპერტი ამას მოსმინე ნუ უსმენ ვიღაცა სირებს.
https://www.youtube.com/watch?v=xYwRoh-fx7o
0 1 1