x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138351
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
უძველესი შუმერული ტექსტებით დედამიწის ყველაზე საშინელი საიდუმლო გაიხსნა

ყველა დროში, ადამიანები დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს გაგებას ცდილობდნენ... და ამ გამოცანის ამოხსნა, რა თქმა უნდა, ძველადაც უნდოდათ.

ინგლისელმა მეცნიერებმა, სპარსეთის ყურის სანაპიროზე, არც ისე დიდი ხნის წინ ნაპოვნი, შუმერული ფირფიტები გაშიფრეს.


image


შუმერების ცივილიზაციამ, რომელიც 6–7 ათასი წლის წინ არსებობდა, თავის შემდეგ, ათასობით თიხის ფირფიტა დატოვა და ბევრი მათგანის გაშიფვრა, ჯერაც არ მომხდარა. ამიტომ, ჩვენი პლანეტის განვითარების ისტორიის ბევრი ფაქტი, ისევ საიდუმლოდ რჩება. მაგრამ ის, რისი გაშიფვრაც მეცნიერებმა შეძლეს, მართლაც რომ საკვირველი და შემაშფოთებელია...

ის, რომ, შუმერებს უნიკალური ინფორმაცია ჰქონდათ, სამყაროს, ვარსკვლავების და პლანეტების შესახებ, უკვე რა ხანია ცნობილია. მაგრამ, ახალმა ინფორმაციამ, რომელიც ძველი შუმერული ტექსტების გაშიფვრის შედეგად გაირკვა, მეცნიერები ნამდვილად რომ გააოცა. ერთ–ერთ ფირფიტაზე, მოთხრობილი იყო დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის, ვერსიის შესახებ, რომლის მიხედვით, კაცობრიობა დედამიწაზე, სხვა ცივილიზაციის გენეტიკური ექსპერიმენტების შედეგად გაჩნდა.


image


შუმერებმა საკუთარ «დოკუმენტებში», აღწერენ გველებს და ქიმერებს, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ... და ამასთან, ამტკიცებდნენ, რომ სხვა პლანეტის მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ, დედამიწა გენეტიკური ექსპერიმენტების საცდელ პოლიგონად გამოიყენა.

აღნიშნული ინფორმაცია, შუმერულ მითოლოგიაში ისედაც იყო აღწერილი, რომლის მიხედვით, «თავდაპირველად, სპარსეთის ყურის ან არაბეთის ზღვის სანაპიროზე პლანეტა ნიბირუდან ანუნაკების 50 კაციანი ჯგუფი დაეშვა. მათი მისია დედამიწაზე ოქროს მოპოვება იყო. ხოლო, ექსპედიციას ნიბირუს მმართველის, ანუს («ღვთიური») შვილი – ენკი (ეა) («ის, ვისი სახლიც წყალია») ხელმძღვანელობდა, რომელიც საუკეთესო მეცნიერი და დედამიწაზე ქ. ერიდუს დამაარსებელ იყო. თუმცა, საჭირო რაოდენობის ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად, დამატებითი ძალები გახდა საჭირო და ჩვენს პლანეტაზე, კიდევ 600 კოლონისტი ჩამოვიდა. მათ შორის, იყო ენლილი («უზენაესი მმართველი»), ნიბირუს მმართველის მეორე ვაჟი და ენკის ძმა.

გავიდა დრო და მეშახტეებმა ამბოხება მოაწყვეს და ენკიმ გამოსავალი ახალი ადამიანების შექმნაში ნახა. მას ანუნაკების სხვა ლიდერებიც დაეთანხმნენ და ადამიანის შექმნა გადაწყდა. ენკიმ დედამიწაზე უკვე არსებული «ქმნილება» — ჰომინიდი იპოვა და მისთვის «ადამიანის გარეგნობის მიენიჭება» გადაწყვიტა. ამის შემდეგ, სათათბიროდ შეკრებილი ღმერთები პროექტის რეალიზებას დათანხმდნენ და ენკის თხოვნით, მას დამხმარედ, სამედიცინო სამსახურის უფროსი ნინმაჰი (იგივე ნინჰურსაგი) გამოუყვეს. ადამიანის შექმნის პროცესი დეტალურად არის აღწერილი. ეს შემოქმედებითი პროცესი იყო, ცდების სრულყოფილების მეთოდით და შეცდომებით, ვიდრე ყველა პროცედურა სრულად არ იყო დამუშავებული და ვიდრე ენკიმ და ნინმაჰმა სასურველი შედეგი არ მიიღეს (ადამიანის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის, ნინმაჰს ნინ ტის («ქალბატონი სიცოცხლე») წოდება მიენიჭა).

«ბიტ შიმტის» («Bit Shimti» – «სახლი, სადაც სიცოცხლის ქარი შთაიბერება») ლაბორატორიაში ახალგაზრდა ანუნაკის «არსი» ჰომინიდის კვერცხუჯრედს შეუერთეს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადანერგვა, ერთ-ერთი ანუნაკი ქალის საშვილოსნოში მოახდინეს. დაძაბული მოლოდინის შემდეგ, ქვეყანას ადამიანის «მოდელი» მოევლინა. ნინმაჰმა ახალშობილი აიყვანა, მაღლა ასწია და აღფრთოვანებულმა დაიძახა: «ეს მე შევქმენი, ჩემმა ხელებმა შექმნეს!» (ჩვენს ეპოქაში, პირველი ბავშვი ინ ვიტრო განაყოფიერებით, – ე. წ. «სინჯარის ბავშვი»*, 1978 წ. ბრიტანეთში დაიბადა, რედ.)


image


ეს კულმინაციური მომენტი (როდესაც ნინმაჰი ბავშვს ზევით სწევს) შუმერმა მხატვრებმა ცილინდრულ ბეჭედზე ასახეს და ეს არის ადამიანის ღმერთთან შეხვედრის (შუმერულ მითოლოგიაში ანუ – ცის და სამოთხის ღმერთი იყო, ენკი – ოკეანის, სიბრძნის და ღვთაებრივი ძალების ღმერთი; ენლილი – ჰაერის ღმერთი. რედ.) პირველი გრაფიკული გამოსახულება. მოგვიანებით, იგივე ისტორიის ასახვა, ელინურ და ეგვიპტურ კულტურაშიც მოხდა» (ნაწყვეტი ამერიკელი მეცნიერის და მწერლის ზ. სიტჩინის (Zecharia Sitchin) წიგნიდან – «Divine Encounters»).


* სპეციალისტებისთვის ის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, მორწმუნეებისთვის – ბოროტებად და ღვთის კანონების დამრღვევად. ხოლო მშობლებისთვის, საყვარელი და დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო.

ეს ოჯახი ისევე შეიქმნა, როგორც მილიონობით ახალგაზრდა ოჯახი მანამდე. ბრიტანელ პიტერ ბრაუნს და ლესლის ერთმანეთი შეუყვარდათ და თავიანთი ურთიერთობა დააკანონეს. შემდეგ კი, ოჯახის გაზრდაზეც დაიწყეს ფიქრი. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მაღაროელების აღმოჩენამ სამეცნიერო სამყარო საგონებელში ჩააგდო

* ძველი ეგვიპტის საგანძური – საოცარი არტეფაქტები

* ერთის გარდა, ყველა პლანეტას ღმერთის სახელი ჰქვია



3
1606
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1606
  
2023, 25 მაისი, 0:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3