საბუნებისმეტყველო ერთი გარდა, ყველა პლანეტას ღმერთის სახელი ჰქვია 2023, 20 მაისი, 9:08 მზის სისტემაში გაერთიანებულია ერთი ცენტრალური ვარსკვლავი და ყველა ბუნებრივი ობიექტი, რომელიც მის ირგვლივ ბრუნავს. მისი ფორმირება გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის გზით, დაახლოებით, 4, 57 მილიარდი წლის წინ მოხდა. მზის სისტემის შემადგენლობაში 8 პლანეტაა. 4 მათგანი, დედამიწის ჯგუფის პლანეტებს ეკუთვნის. ესენია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. ხოლო, დანარჩენი 4 — პლანეტა-გიგანტებია: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. პლანეტა-გიგანტები მცირე ზომის პლანეტების რკალს მიღმა მდებარეობენ. ერთი პლანეტის გარდა, მზის სისტემის ყველა პლანეტას ბერძნულ–რომაული ღმერთების სახელები აქვს: 1. მერკური მზის სისტემაში, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა მერკური არის. მერკური, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ვაჭრობის ღმერთს ჰქვია. ხოლო, პლანეტას მისი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ის, მზის სისტემის პლანეტებს შორის, ყველაზე სწრაფად მოძრაობს. ისე, როგორც, ვაჭრობის ღმერთს შეეფერება. 2. ვენერა მზის სისტემაში, მეორე პლანეტამ, თავისი სახელი სიყვარულის ქალღმერთის — ვენერას პატივსაცემად მიიღო. ის ყველაზე ნათელი ობიექტია ცაზე, მზისა და მთვარის შემდეგ და ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ქალღმერთის სახელი ჰქვია. 3. დედამიწა მესამე პლანეტაა მზის სისტემაში, ამ სახელს 1400 წლიდან ატარებს. მაგრამ, ვინ დაარქვა ის — უცნობია. ინგლისური Earth — ანგლო-საქსურ ენაში, VIII საუკუნეში გაჩნდა და მიწას, ან გრუნტს ნიშნავს. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელსაც, ღმერთებთან, არანაირი კავშირი არა აქვს. 4. მარსი იმის გამო, რომ მარსის ზედაპირზე არსებულ ქანებში, დიდი რაოდენობით რკინის ოქსიდია, პლანეტას მოწითალო ელფერი დაჰკრავს. მან სახელი, სწორედ მისი ფერის, — სისხლის ფერთან ასოციაციის გამო მიიღო და ომის ღმერთის — მარსის სახელი დაერქვა. 5. იუპიტერი ის ყველაზე დიდი პლანეტაა, მზის სისტემაში და ამიტომ, ჭექა ქუხილის, ყველაზე დიდი ღმერთის — იუპიტერის სახელი დაერქვა (იგივე ზევსი, ბერძნულ მითოლოგიაში). 6. სატურნი სატურნი ყველაზე ნელი პლანეტაა მზის სისტემაში. ამიტომ, მას პირველი სახელი, ელინისტური საბერძნეთის მითოლოგიის მიხედვით, კრონოსი — დროის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. იგივე კრონოსი, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არა დროის, არამედ, მიწათმოქმედების ღმერთი იყო და მისი შესატყვისი ღმერთის სახელი, რომაულ მითოლოგიაში, სატურნი არის. ასე, რომ, დროის ღმერთის პატივსაცემად დარქმეული სახელი, საბოლოო ჯამში, მიწათმოქმედების ღმერთის სახელი აღმოჩნდა. რაც გარკვეულ შეუსაბამობაში მოდის პლანეტის ხსენებულ თვისებასთან. 7. ურანი ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა ეს პლანეტა 1781 წელს აღმოაჩინა და ტრადიცია რომ არ დარღვეულიყო, მას ფერის გამო, ურანი დაარქვეს, კრონოსის მამის — ცის ღმერთის სახელი, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. 8. ნეპტუნი პლანეტა 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინეს. ნეპტუნი პირველი პლანეტაა, რომელიც არა დაკვირვებით, არამედ მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით იყო აღმოჩენილი. დიდმა ცისფერმა (ასეთი ფერი ატმოსფეროს გამო აქვს) გიგანტმა სახელი ფერის გამო, რომაული წყლისა და ზღვის ღმერთის პატივსაცემად მიიღო. პლუტონი პლანეტის სტატუსი პლუტონმა 2006 წელს დაკარგა. მე-9 პლანეტის სტატუსი მას, მისი აღმოჩენის მომენტიდან — 1930 წლიდან ჰქონდა. სახელი «პლუტონი» მიწისქვეშეთის რომაული ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს, რადგან ეს პლანეტა ძალიან შორეულ, ცივ და ბნელ ადგილზე მდებარეობს. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტის არსებობა დაამტკიცეს. თუმცა, თვითონ პლანეტა ჯერ-ჯერობით არავის უნახავს და არც სახელი აქვს. ამიტომ, ის არ არის დაფიქსირებული ზემოთ მოყვანილი პლანეტების ჩამონათვალში. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინე ბატიგინმა წარმოადგინა, მზის სისტემაში, მე-9-ე პლანეტის არსებობის მტკიცებულება. ეს პლანეტა მზიდან უფრო მეტად არის დაშორებული, ვიდრე პლუტონი. მისი დანახვა ტელესკოპით ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მაგრამ, როგორც მეცნიერები ამბობენ, პლანეტის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა, შორეულ კოსმოსში, მცირე ზომის ციურ სხეულებზე დაკვირვებით. მეცნიერთა მტკიცებით, პლანეტა X-ის მასა, დედამიწის მასას, დაახლოებით, 10-ჯერ აღემატება. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* მაღაროელების აღმოჩენამ სამეცნიერო სამყარო საგონებელში ჩააგდო* შავი ზღვა ხელოვნურად არის შექმნილი?* დაუჯერებელი ამბები, რომელიც რეალურად მოხდა625 4-ს მოსწონს
|