x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვინც ამას დაიჯერებს, ის უბრალოდ იდიოტი ან არამზადაა"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"იმედია გახსოვთ, რომ თავის დროზე პირადად ვამხილე ეროვნული მტერი--ივანიშვილი ნიუ--იორკში საყდრისიდან მოპარული ოქროთი აი ამ სასახლის შეძენაში მაშინ როდესაც აღნიშნული რეზიდენციის გვერდით პარკებში ქართველები უსახლკარობით იხოცებიან.


მითითებულის საპასუხოდ, ალბათ ასევე გახსოვთ ოლიგარქის პიარ-მონებმა, რომელთაც დამაჯერებელი ტყუილისთვისაც კი არ დაამადლა გამჩენმა ნიჭი, როგორ გაავრცელეს ვითომდა ნიუ--იორკში ჩემი ორი სასახლის ვიდეო, რაზედაც ყურადღება არ მიმიქცევია ვიფიქრე ამ იდიოტობას მაინც არავინ დაიჯერებდა.


დღეს ახლობელი მეუბნება, რომ ვიღაც ტაქსისტმა ჩვენზე ხმის არ მოცემის არგუმენტად თურმე დაასახელა ეს სახლები ნიუ--იორკში. პირველი--- ღმერთმა ქნას მართლა მქონდეს ასეთი ქონება ამერიკაში----მეორე ვინც ამას დაიჯერებს ის უბრალოდ იდიოტი ან არამზადა უმადურია და მესამე----- ასეთ ხალხზე მართლაც არამია ჩემი ეს თავგანწირული ბრძოლა, მაგრამ ვინც იმსახურებს ასეთ თავდადებას მათ რა ვუყო? მით უფრო, რომ ასეთი საამაყო ხალხით, უფლის მადლით სავსეა ჩვენი ქვეყანა."- ვკითხულობთ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის ფეისბუქპოსტში.








0
278
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
278