x
image
მარიამმ პაიჭაძე
„იქნებ, პირდაპირ ის კასტილიანი წამოაყენოთ კანდიდატად?! უკვე ყველა ზღვარს სცდება..." - რაზე საუბრობს ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გადახედეთ ხომ სააკაშვილის და მისი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების პოსტებს?


სტრასბურგი ჩაეხურათ, უკრაინაში აღარავის სჭირდება, ახლა ახალი გზა აირჩიეს - პრემიერობის კანდიდატად წამოყენება.



მთელი გათვლა იმაზე იქნება, რომ დაიწყება წიოკი პრემიერობის კანდიდატი ციხეში გიზითო.


იქნებ, პირდაპირ ის კასტილიანი წამოაყენოთ კანდიდატად?!


დაირაზმნენ დღეს ელჩები, ეახლნენ იუსტიციის მინისტრს და სიტყვა „პოლუტიკური" ახსენეს.


უკვე ყველა ზღვარს სცდება ეს ყველაფერი. ეს ელჩები არ იყვნენ 2013-ში და მთლად ამ ორბიტაზე ვერ არიან. დასვით კინოთეატრში და აყურებინეთ ფილმები. ჯერ კიდევ მოიპოვება ინტერნეტში. ხუთიდან რომელი ბრალდებაა პოლიტიკური? ვინ ექაჩებოდა აქ რომ შემოიპარა არჩევნების წინ?
ახლა ხვდება მისი ზოგიერთი ყოფილი თანაპარტიელი, სააკაშვილს შეეშალა, პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია უნდა აერჩიაო. გუშინ უცქირა ალბათ ჩემს ეთერს. ალბათ...


ამას არ აქვს მნიშვნელობა. ქვეყნის და პოლიტიკური სისტემის პრობლემა ისაა, რომ ისევ სააკაშვილის იმედად არიან, იმდენად გაკოტრდნენ. იმას ვერ ხვდებიან, უარესად იმარხავენ თავს. თქვენი საქმის თქვენ იცით.


სააკაშვილმა დღეს დაიწყო იმის გახსენება, როგორ აშენებდა საქართველოს. ოღონდ ავიწყდება დანაშაულებთან და დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად ჩამოთვალოს პარლამენტის შენობა 360 მილიონად, რეზიდენცია ნახევარ მილიარდად, იუსტიციის სახლი 150 მილიონად, რიყის დოქები 70 მილიონად, შუშის ხიდი 32 მილიონად და ა.შ. სამ შენობაში რომ მილიარდზე მეტს დახარჯავ. კიდევ იქაჩებიან ბიუჯეტისკენ.


ჰო, ისიც ჩამოთვალეთ, თუკი რაიმე გაქვთ მართლა სატრაბახო: პატრული, ჯარი, სახელმწიფო რეფორმა, სკოლები, „შუქის ანთება" და სხვა, ვინ დაგიფინანსათ, როცა გაფხეკილი ბიუჯეტი გქონდათ.


მერე ნუ გაგიკვირდებათ ისევ წარსულს რომ გაგახსენებენ და წარსულის დანაშაულებს მოგაფარებენ. განახლებაზე 2018 წლიდან გეუბნებით და განახლების ნაცვლად ისევ ჭაობისკენ იქაჩებით.


არ გადაუხვიოთ, მაგ გზას მიჰყევით", - წერს ამირან სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე სქრინი




1
117
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
117
  
ისე ამბობენ,შუქი არ იყო და სააკაშვილმა ჩართაო,ჩართა კარგია და როგორ? იმ პერიოდში,საქართველოში დენის ხაზები არ იყო,რადგან უფუნქციოდ დატოვებული ხაზების ნაწილი გაჭირვებულმა ხალხმა ჩააბარა და სახლში ლუკმა მიიტანა. უბრალოდ,დენს მოსახელობას არ აწვდიდნენ და ყიდდნენ,მერე მიშას რარაც სჭირდებოდა და იჩალიჩა ჩართვაზე. აბა,როგორ არის შესაძლებელი,გაფხეკილი ბიუჯეტით მოახერხო დენის ჩართვაც,პენსიების დარიგებაც და პატრულის რეფორმაც? ე.ი. ფული იყო და ადამიანებს ატყუებენ ან მართლა ბიძინიმ დაუფინანსა. ეგრე არ ხდება,ფული ციდან არ ცვივა და მით უფრო ბიუჯეტი არ ივსება ეგრე. ერთი კალენდარული წელი მაინც გინდა,რათა გადასახედები ამოიღო მოსახელობიდან და გამართო საგადასახადო სისტემა. საქართველო ისეთ სიტუაციაში იყო,რომ სესხსაც არავინ მოგვცემდა,ვერც ფასიან ქაღადებს და ობლიგაციებს გამოუშვებდა მარტივი მიზეზით,ვის რა ჭირათ უნდოდა საქართველოს გამოშვებული ობლიგაცია. ამერიკა უშვებს ხომლე ობლიგაციებს და მათაც პრობლემები აქვთ ამ კუთხით,ხოლო ჩაბნელებული საქართველო... საინტერესოა,როგორ მოხდა ისე,რომ 2004 წლის იანვარში დენი არ იყო,ხოლო თებერვალში ჩართეს? ან ფული საიდან ქონდათ იმ დროინდელ ბიუროკრატებს,რათა ეს თავისი ფულით დაეფინანსებინათ?
0 1 1