x
image
intermedia.ge
Mediator image
პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში სპორტფესტი წელს, 20-21 მაისს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ჩატარდება

image


პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში სპორტფესტი წელს 20-21 მაისს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ჩატარდება.


ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს შიდა და გარე სივრცეები დახვდებათ, სადაც მოწყობილი იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონა, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო და კვების ზონები.


„ფეხბურთი, ბეისბოლი, გოჯუ რიუ, ჯიუჯიცუ რაგბი, ტექბოლი, ავტო სპორტი, მთის სპორტი, ფარიკაობა, ველო სპორტი. ეს იმ სპორტის სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ფესტივალზე შეხვდებიან სტუმრები. სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები უამრავი გასართობი აქტივობით და სიურპრიზით ეცდება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის სტუმარი დააკავშიროს სპორტთან”, - აცხადებენ ორგანიზატორები.



მათივე ინფორმაციით, სპორტული აქტივობების გარდა, ადგილზე მოეწყობა კვების ობიექტები და გასართობი და სათავგადასავლო აქტივობები. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობაში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.


„სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ხალხი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით. ფესტივალი ჩატარდება მზეშიც და წვიმაშიც. 20 და 21 მაისს აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 21:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.


(R)

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0