x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თინეიჯერი ვარსკვლავები: 10 მსახიობი, რომელმაც ინ@იმურ სცენებში 18 წლამდე ითამაშა

image


მსახიობობა არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იმისთვის რომ მსახიობები როლს მაქსიმალურად შეესაბამებოდნენ რა მსხვერპლზე აღარ უწევთ წასვლა, ზოგი წონაში კატასტროფულად იკლებს ან იმატებს, ზოგიც თმის ფერს რადიკალურად იცვლის ან მას საერთოდ იპარსავს, მოკლედ ისინი ყველა ექსპერიმენტისთვის მზად არიან იმისთვის, რომ მაყურებელი რამდენიმე საათის განმავლობაში იმ ფიქციურ რეალობაში აღმოჩნდეს, რაც ეკრანზე ხდება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ 10 არასრულწლოვან ქალ მსახიობზე, რომელიც ეროტიკულ სცენებში გადაღების დროს 18 წლისაც კი არ იყო.





კირსტენ დანსტი


image


ჰოლივუდის ვარსკვლავმა კირსტენ დანსტმა კინოში გადაღება ადრეული ასაკიდან დაიწყო. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ მან ითამაშა ფილმებში - "ჯუმანჯი" და "ინტერვიუ ვამპირთან", თუმცა თავად ვარსკვლავს მეორე ნამუშევარი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მხოლოდ 12 წლის იყო, სცენარის მიხედვით ერთ - ერთ კადრში მას უფროსი მამაკაცისთვის უნდა ეკოცნა, რაც მისთვის პირველი გამოცდილება იყო. ფილმში მოზარდს პარტნიორობას ახალგაზრდა ბრედ პიტი უწევდა. მართალია, საქმე საწოლის სცენამდე არ მისულა, თუმცა მომავალი ვარსკვლავისთვის ზემოხსენებული სცენა ნამდვილ კოშმარი აღმოჩნდა.






პენელოპა კრუსი


image


პენელოპა კრუსმა 16 წლის ასაკში ცნობილი ესპანელი რეჟისორის ბიგას ლუნას ფილმში - "ლორი, ლორი" მეძავის ქალიშვილის - სილვიას როლი ითამაშა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ როლით შედგა მომხიბვლელი ესპანელი მსახიობის წარმატებული დებიუტი კინოში. როგორც ცნობილია, ესპანელმა ლამაზმანმა პირველად სწორედ ზემოაღნიშნული ფილმის გადაღებებზე აღმოაჩინა თავისი ერთადერთი და მარადიული სიყვარული ხავიერ ბარდემიც, რომელთანაც ვარსკვლავი დღემდე ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.





კირა ნაიტლი


image


კირა ნაიტლისთვის თამამი სცენების სიმრავლე იშვიათობა არ არის. მსახიობის ზურგს უკან ათობით საწოლის სცენაა, თუმცა ყველას როდი ახსოვს, ჰოლივუდის ვარსკვლავი კადრში პირველად სამოსის გარეშე 15 წლის ასაკში რომ გამოჩნდა. 2001 წელს გადაღებულ საშინელებათა ჟანრის ფილმში - "ორმო" 15 წლის კირამ ფრენკის როლი იდეალურად მოირგო. მართალია, ზემოხსენებული დრამა სიყვარულზე სულაც არ გახლავთ, თუმცა მასში არასრულწლოვანი მსახიობის თამამ სცენებს საკმაოდ მრავლად შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ კირას ხშირად აკრიტიკებენ და მას ბრალს უნიჭობაშიც კი სდებენ, 38 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად ითვლება.





მილა იოვოვიჩი


image


ულამაზესი მილა იოვოვიჩი 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის გახლდათ.





ბრუკ შილდსი


image


ბრუკ შილდსმა "ცისფერი ლაგუნას" პირველ ნაწილში ითამაშა, ამიტომ მასაც, მილას მსგავსად საეკრანო დროის ემეტესი ნაწილი სანაპიროზე ნახევრად შიშველს მოუწია სიარული. გარდა ამისა, ფილმი შეიცავს ინტიმურ სცენას კრისტოფერ ატკინსის გმირთან, რიჩარდთან, რომელთან ერთადაც გოგონა სიუჟეტის მიხედვით, უკაცრიელ კუნძულზეა ჩარჩენილი. გადაღების მომენტში ატკინსი 19 წლის იყო, ბრუკ შილდსი კი მხოლოდ - 15-ის.





დაკოტა ფენინგი


image


დაკოტა ფენინგმა კინოში თამაში ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისი ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარი - "მეძებარი ძაღლი" ეკრანებზე 2007 წელს გამოვიდა, მაშინ მსახიობი ჯერ კიდევ 13 წლის იყო. ფილმში მხოლოდ ერთი შოკისმომგვრელი სცენაა, სადაც გოგონას კონცერტის ბილეთის გამო შიშვლად ცეკვა უწევს, რის შემდეგაც ის ძალადობის მსხვერპლი ხდება. რა თქმა უნდა, კადრში დაკოტას სახის გარდა, სხვა არაფერი ჩანდა. მოგვიანებით ფენინგმა განაცხადა: "ეს კინოა. ამ როლის თამაშით კი ადამიანებისთვის მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ ისე შეგვიძლია დავძლიოთ სირთულეები, რომ მათ თავი საერთოდ არ ავარიდოთ. ჩემს გმირს ბევრი სხვა ინტერესი და ნიჭი აქვს, და მხოლოდ იმის გამო რომ მას საშინელი რამ შეემთხვა სულაც არ ნიშნავს რომ ახლა მას კარგად ცხოვრება არ შეუძლია".





დომინიკ სვეინი


image


თავის დროზე 15 წლის დომინიკ სვეინი ნაბოკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ლოლიტა" გახდა. გოგონას ძალიან პატარა ასაკისა და ზოგიერთი სცენის პიკანტურობის გათვალისწინებით, რეჟისორებს გადაღებებზე დუბლიორის მოწვევა მოუწიათ, თუმცა იყო რამდენიმე ისეთი სცენა, რომელშიც დომინიკმა თავად ითამაშა, მაგალითად, ჯერემი აირონსთან კოცნისა და სექსის სცენები. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ინტიმური სცენების გადაღების დროს გოგონასა და მის პარტნიორს შორის ბალიშს ათავსებდნენ.





ნიკი რიდი


image


2006 წელს გადაღებულ კრიმინალურ კომედიაში - "მინისთვის ეს პირველია" ნიკი რიდმა ალეკ ბოლდუინთან ერთად საკმაოდ თამამ სცენებში ითამაშა. გოგონას ასაკის თემა პრესაში მხოლოდ მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავის მოგონებები გავრცელდა, სადაც მსახიობი პროდიუსერების მხრიდან მისთვის ნიკი რიდის რეალური ასაკი დამალვასთან დაკავშირებით საუბრობდა. გადაღებების დროს გოგონა მხოლოდ 17 წლის იყო.





სიმონეტა სტეფანელი


image


სიმონეტა სტეფანელიმ 15 წლის ასაკში უკვე ორ სკანდალურ ფილმში - "ნათლიას" მეორე ნაწილსა და ფილმ "Non commettere atti impuri"-ში მოასწრო თამაში. ტემპერამენტიან იტალიელს, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, კადრში გამოჩენა დედიშობილა მოუწია. რას იზამ, მაშინაც კი თუ მაფიის ცოლი მხოლოდ კინოში ხარ, სერიოზულ რისკზე უნდა წახვიდე.





ჯოდი ფოსტერი


image


რეჟისორ მარტინ სკორსეზეს დრამაში "ტაქსის მძღოლი" როცა ჯოდი ფოსტერი მეძავის როლს ასრულებდა მხოლოდ 13 წლის იყო. მსახიობის თქმით, დედამისი შოკირებული იყო, როდესაც რეჟისორმა მას აირის სტისმას როლი შესთავაზა და ფილმში მის თამაშს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმა, რაც სკორსეზემ ის დაარწმუნა რომ მისი გოგონა როლისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო. ფილმმა ჯოდი ფოსტერს "BAFTA"-ს ჯილდო და მსოფლიო აღიარება მოუტანა.






0
977
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
977