x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ლიტვამ უკრაინას გადასცა 36 ერთეული საზენიტო დანადგარი "Bofors L70", რას წარმოადგენს ეს საზენიტო დანადგარები და რა შეუძლია მას.

image
ლიტვამ დახმარების სახით გადასცა უკრაინას ნეიტრალური ქვეყნის, შვედეთის წარმოების 36 ერთეული, 40 მილიმეტრიანი საზენიტო დანადგარები "Bofors L70", რომელიც ორი მოდიფიკაციითაა წარმოდგენილი. სტაციონარული და ბუქსირებადი.

imageimage

განვიხილოთ რას წარმოადგენს ეს "ბებერი" საზენიტო სისტემა და რა შეუძლია მას?

ავტომატური საზენიტო ქვემეხი შექმნილია ნეიტრალურ სახელმწიფოში-შვედეთში. საზენიტო კომპლექსი ერთერთი ყველაზე გავრცელებული საზენიტო ქვემეხია მსოფლიოში.


ასაკის მიუხედავად აღნიშნული ქვემეხები დღემდე დგას შეიარაღებაში ბევრ ქვეყანაში, ძირითადად სამხედრო ხომალდებზე, თუმცა ასევე ბევრი ქვეყნის შეიარაღბაშია, როგორც ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხი.


სადღეისოდ მსოფლიოს 6 ქვეყანა აწარმოებს აღნიშნულ ქვემეხებს ლიცენზიით.

პირველი საარმიო საზენიტო ქვემეხის "L70"-ის წარმოება დაიწყო 1951 წელს, საზენიტო ქვემეხი გაკეთდა წინამორბედის "L60"-ის ბაზაზე. რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა.


უკრაინისათვის გადაცემული ქვემეხები წინამორბედისაგან ბევრადაა გაუმჯობესებული ტექნიკური თვალსაზრისით.


ქვემეხის ავტომატიკა მუშაობს ლულის ჩარჩოში მოძრაობის შედეგად, ლლაში წარმოქმნილი აირები ლულას აბრუნებს საწყის მდგომარეობაში რა დროსაც ხდება მისი გადატენვა. საზენიტო ქვემეხს შეუძლია სროლა, როგორც ავტომატურ ისე ერთჯერად რეჟიმში 40 მილიმეტრიანი ჭურვებით.

ლულა გათვლილია 4 000 გასროლაზე, შემდეგ კი აუცილებელია მისი გამოცვლა, რომელიც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და არც დიდ დროს მოითხოვს.

როგორც ავღნიშნე ქვემეხი ავტომატურ რეჟიმში მუშაობს თუმცა მას შეუძლია მექანიკურ რეჟიმშიც იმუშაოს, რა დროსაც სროლის ავტომატური რეჟიმის დუბლირება ხდება სისტემის მომსახურე მებრძოლების მიერ.


ერთი ჭურვის წონა 960 გრამია, ჭურვი ორი ტიპისაა: მსხვრევად-ფუგასური და ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი.


ქვემეხის სწაფსროლა 240 გასროლაა წუთში.


ქვემეხის სრული წონა 3850 კილოგრამია, საზენიტო ქვემეხს ემსახურება 7 მებრძოლი.


ლიტველმა ინსტრუქტორებმა გადაცემული საზენიტო ქვემეხების მომსახურებისათვის წინასწარ მოამზადეს უკაინელი მეზენიტეები.

ქვემეხის სროლის მაქსიმალური სიშორე 5 კილომეტრია, ეფექტური სროლის მანძილი 3 კილომეტრი, ეფექტური ჭერი ობიექტის გასანადგურებლად 2 კილომეტრს შეადგენს.


ლულის აწევის კუთხე +5 გრადუსიდან +90 გრადუსამდეა.


როგორც ხედავთ ეს საკმაოზე მეტად ასაკოვანი საზენიტო ქვემეხია, მაგრამ მისი სწრაფსროლიდან და სროლის სიზუსტიდან გამომდინარე მისი ჯართად მოხსენიება არ იქნებოდა მართებული.


მოგეხსენებათ უკრაინაში დიდი გამოყენება აქვს ორივე მხრიდან სხვადასხვა მოდიფიკაციის, ფუნქციის და მოცულობის დრონების გამოყენებას. სწორედ რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების წინააღმდეგაა ეფექტური ეს სწრაფმსროლელი ქვემეხი ეფექტური, გარდა ამისა დაბალ სიმაღლეზე მფრენ ვერტმფრენებსაც არ დაადგება კარგი დღე აღნიშნული საზენიტო ქვემეხის ცცხლის მოქმედების ზონაში მოხვედრისას.

0
122
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
122