ნამცხვრები სამ-ფეროვანი კექსი 2012, 10 აპრილი, 16:50
ინგრიდიენტები: კვერცხი - 5 ცალი; შაქარი - 2 ჭიქა (225 მლ.ლ ჭიქა); მარგარინი - 250 გრ; ნაღები ან არაჟანი - 4 სუფრის კოვზი; ფქვილი - 3 ჭიქა; კაკაო - 1 სუფრის კოვზი; ხსნადი ყავა - 2 სუფრი კოვზი; გამაფხვიერებელი - 1 პაკეტი; სოდა - 1/4 ჩაის კოვზი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით ვანილი - 1 პაკეტი; მომზადების თანმიმდევრობა: კვერცხი, შაქარი და ვანილი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე; შევათქვიფოთ ამ მასას მარგარინი; ამ მასაში ჩავამატოთ არაჟანი ან ნაღები, გამაფხვიერებელიც და სოდაც ლიმონის წვენით გახსნილი; ფქვილი თითო-თითო ჭიქა დავაცრათ ცომს და თან ვურიოთ მიქსერით. უნდა გამოვიდეს "არაჟნის კონსისიტენციის" ცომი, ამიტომ ფქვილის რაოდენობა მიახლოებით არის აღებული; ამის შემდგომ ცომი უნდა გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად: 1. ერთ ნაწილს ავურიოთ 1 ცალი ლიმონის ცედრა და დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენიც; 2. მეორე ნაწილს შევურიოთ 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა და ვაქციოთ ერთფეროვან მასად; 3. მესამე ფენას კი შევურიოთ კაკაოს ფხვნილი და ესეც ერთფეროვან მასად ვაქციოთ; კექსის ფორმას მოვუსვათ ოდნავ მარგარინი (თუ ბევრია, ჯობია ქაღალდის ხელსახოცი მოვუსვათ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს); ფორმაში ჯერ ჩავასხათ ლიმონის ფენა, შემდეგ ყავის და ბოლოს შოკოლადის, მსუბუქად ამოვურიოთ ხის ჩხირით ან ჩანგლით მთელ წრეზე, რომ ფერები აერიოს ერთმანეთს; შევდგათ ღუმელში 200 გრ-ზე 10 წუთით, მე აირღუმელი მაქვს და ორივე პოზიციას ვრთავ თავიდან (გრილი არ ჩართოთ), შემდეგ, როცა ცომი ფორმის ბოლომდე, ან თითქმის ბოლომდე ამოვა - ღუმელი გადამყავს მხოლოდ ქვედა პოზიციის რეჟიმში. ეს დაახლოებით 10 წუთში ხდება. შემდეგ, როცა უკვე კექსის თავი დაიწყებს დასკდომას - ღუმელის ტემპერატურას ვუწევ 180 გრადუსამდე და ცხვება ასე ბოლომდე. დაახლოებით საჭიროა 50-55 წუთი. კექსის მზაობა ჯობია ხის ჩხირით შეამოწმოთ. 5317 5-ს მოსწონს
|